Activi
Activi Dent · თავი 9

კალენდარი: სტომატოლოგების დღე და კვირა, ჩაწერა, კრესლოები, სტატუსები, გადატანა

სტომატოლოგთან ჩაწერა Activi Dent-ში: დღე ექიმების სვეტებით, კვირის დატვირთვა და ერთი ექიმის კვირა, ჩაწერა ცარიელ უჯრაზე, კონსულტაცია და სამკურნალო ვიზიტი (სერვისით ან მის გარეშე), ხანგრძლივობა, კრესლოს კონფლიქტი, სტატუსები — ჩაწერილი, მოვიდა, ვიზიტზეა, დასრულდა, არ მოვიდა, გაუქმდა — გადატანა გადათრევით.

გვერდი „კალენდარი“ — „ჩაწერა ექიმებთან“. რეგისტრატურა და ასისტენტი ყველა ექიმს ხედავს, სტომატოლოგი — მხოლოდ საკუთარ სვეტს. ზემოთ: „დღე“ / „კვირა“, ისრები, „დღეს“ და თარიღის ველი; ქვემოთ — ფილტრი „ყველა განყოფილება“ და ფერების ლეგენდა.

დღე

თითო ექიმი — ერთი სვეტი: სახელი, სპეციალობა, კრესლო, დღის ჩაწერების რაოდენობა და დატვირთვის ზოლი. ექიმის სამუშაო საათები ღიაა, დანარჩენი — დაშტრიხული; წითელი ხაზი — ახლანდელი დრო.

დღე: ხუთი სტომატოლოგის სვეტი, სამუშაო საათები, ჩაწერები ფერით სტატუსის მიხედვით
დღე: ხუთი სტომატოლოგის სვეტი, სამუშაო საათები, ჩაწერები ფერით სტატუსის მიხედვით

ჩაწერის ფერი = სტატუსი:

სტატუსინიშნავსვინ ცვლის
ჩაწერილიდრო დაჯავშნილია—
მოვიდაპაციენტი რეგისტრატურაშია; ვიზიტი გაიხსნარეგისტრატორი („მოვიდა“)
ვიზიტზეაკრესლოშიაექიმი ან რეგისტრატორი („ვიზიტის დაწყება“)
დასრულდავიზიტი დასრულდა — თავისით, ვიზიტის „დასრულებისას“ექიმი
არ მოვიდაპაციენტი არ გამოცხადდარეგისტრატორი
გაუქმდაჩაწერა გაუქმდარეგისტრატორი

ბლოკზე პატარა ნიშნები: ფარი — ალერგია, ტელეფონი — ტელეფონით ჩაწერა, გლობუსი — ონლაინ ჩაწერა, ვარსკვლავი — პირველი ვიზიტი.

ჩაწერა

  1. დააჭირეთ ექიმის სვეტში ცარიელ უჯრას სასურველ დროზე (ან სტომატოლოგიურ ბარათში — „ჩაწერა“).
  2. ფანჯარაში „ჩაწერა“ — თარიღი და დრო უკვე შევსებულია. „პაციენტი“: აკრიფეთ პირადი ნომერი, სახელი ან ტელეფონი და აირჩიეთ სიიდან (ჩანს ავანსიც). ახალი ადამიანი? „+ ახალი პაციენტის რეგისტრაცია“, ან ველები „ან სახელი (რეგისტრაციის გარეშე)“ და „ტელეფონი“.
  3. „ექიმი“, „სერვისი“, „დრო“, „წუთი“, „კაბინეტი“ (კრესლო — ექიმისა ნაგულისხმევად), „შენიშვნა“.
  4. „ჩაწერა“ — „ჩაწერილია“.
ახალი ჩაწერა: პაციენტის ძებნა — ნაპოვნი პაციენტი ავანსით და „+ ახალი პაციენტის რეგისტრაცია“
ახალი ჩაწერა: პაციენტის ძებნა — ნაპოვნი პაციენტი ავანსით და „+ ახალი პაციენტის რეგისტრაცია“

სერვისი და ხანგრძლივობა

ჩაწერასერვისიწუთი
ახალი პაციენტი, დათვალიერება„სტომატოლოგის კონსულტაცია“ ან „კონსულტაცია მკურნალობის გეგმით“20–30
მკურნალობა გეგმით (ბჟენი, არხი, იმპლანტი, გვირგვინი)ცარიელი („— კონსულტაცია —“); შენიშვნაში — რა იგეგმება („გეგმა: 36 — არხები“)45–90
ჰიგიენაცარიელი ან „პროფესიული ჰიგიენა“ (იხ. ქვემოთ)45

ყურადღება: ჩაწერის სერვისი „მოვიდა“-ზე ვიზიტის ანგარიშში კბილის გარეშე სტრიქონად ჯდება. სამკურნალო ვიზიტზე ეს ორმაგ სტრიქონს იძლევა: ჩაწერილი „კომპოზიტური ბჟენი“ 80 ₾ (კბილის გარეშე) + ექიმის დამატებული „კომპოზიტური ბჟენი — კბ. 36 (MO)“ 110 ₾. „პროფესიული ჰიგიენა“ ჩაწერიდან კი არც შეხსენებას ქმნის და არც მასალას ჩამოწერს. ამიტომ სამკურნალო და ჰიგიენის ჩაწერაზე სერვისი დატოვეთ ცარიელი, ხოლო ხანგრძლივობა „წუთში“ ხელით მიუთითეთ (თავი ვიზიტი).

შემოწმებები:

  • ექიმი ამ დროს უკვე დაკავებულია → „ექიმი ამ დროს დაკავებულია (11:30)“ — ჩაწერა არ კეთდება.
  • კრესლო სხვა ექიმს უჭირავს → „კაბინეტი „კრესლო 1“ ამ დროს დაკავებულია (…)“.
  • დრო ექიმის საათების გარეთაა ან ექიმს დასვენება აქვს → ჩაწერა კეთდება, მაგრამ გაფრთხილებით („ექიმს ამ დღეს სამუშაო საათები არ აქვს“).

მოვიდა, ვიზიტის დაწყება, არ მოვიდა

ჩაწერილზე დაჭერა ხსნის მის ფანჯარას: სტატუსი, პაციენტი, ექიმი, სერვისი, დრო, წუთი, კრესლო, შენიშვნა და ღილაკები:

  • „მოვიდა“ — იხსნება ვიზიტი, სტატუსი „მოვიდა“. თუ ჩაწერა სახელით იყო, ჯერ დაარეგისტრირეთ პაციენტი.
  • „ვიზიტის დაწყება“ (მოსულზე) — სტატუსი „ვიზიტზეა“ და ვიზიტის ფანჯარა სტომატოლოგიური ნაწილით.
  • „არ მოვიდა“, „გაუქმება“ — და მათზე „აღდგენა“. ჩაწერას, რომელსაც ვიზიტი უკვე აქვს, ჯერ ვიზიტი უნდა გაუქმდეს.
  • „შენახვა“ — დროის, ექიმის, სერვისის, შენიშვნის შეცვლა.
ჩაწერილი პაციენტი („მკურნალობის გეგმით“, 45 წუთი, კრესლო 1): „გაუქმება“, „არ მოვიდა“, „შენახვა“ და „მოვიდა“
ჩაწერილი პაციენტი („მკურნალობის გეგმით“, 45 წუთი, კრესლო 1): „გაუქმება“, „არ მოვიდა“, „შენახვა“ და „მოვიდა“

იგივე „მოვიდა“ არის გვერდზე „დღეს“, დღის განრიგში.

გადატანა

ჩაწერის ბლოკი გადაათრიეთ სხვა დროზე ან სხვა ექიმის სვეტში — „გადატანილია: 14:30“. სხვა ექიმზე გადატანისას ჩაწერა ახალი ექიმის კრესლოს იღებს; ღია ვიზიტიც ახალ ექიმზე გადადის. დასრულებული ან გაუქმებული ჩაწერა აღარ იცვლება.

კვირა

  • „ყველა ექიმი — დატვირთვა“: ექიმები × შვიდი დღე; თითო უჯრაში ჩაწერების რაოდენობა, საათები და დატვირთვის ზოლი. უჯრაზე დაჭერა ამ ექიმის დღეს ხსნის.
  • ერთი ექიმი (ფილტრი „ექიმი“): მისი შვიდი დღე სვეტებად.
კვირის დატვირთვა: ექიმები × დღეები, ჩაწერების რაოდენობა და დატვირთვა
კვირის დატვირთვა: ექიმები × დღეები, ჩაწერების რაოდენობა და დატვირთვა
ქირურგის კვირა: ორშაბათიდან კვირამდე, მისი საათები და ჩაწერები
ქირურგის კვირა: ორშაბათიდან კვირამდე, მისი საათები და ჩაწერები

შენიშვნა: ორთოდონტიული ვიზიტების გრაფიკი (ყოველ 4–6 კვირაში აქტივაცია) ორთოდონტიული შემთხვევის შიგნით ინახება და კალენდარში თავისით არ ჩნდება — ორთოდონტთან ჩაწერა ჩვეულებრივად გააკეთეთ (თავი ორთოდონტია). კლინიკის საერთო უქმე დღე კალენდარში ცალკე არ ინიშნება — დასვენება თითოეულ ექიმს ჩაუწერეთ (თავი ექიმები, კრესლოები და საათები).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.