თანამშრომლები და როლები: რეგისტრატორი, სტომატოლოგი, ასისტენტი, მენეჯერი — უფლებები და პაროლები
თანამშრომლების მართვა Activi Dent-ში: როლები და რა შეუძლია თითოეულს — რეგისტრატორი, სტომატოლოგი, ასისტენტი, მენეჯერი, ადმინისტრატორი; სტომატოლოგის ანგარიშის მიბმა ექიმის ბარათზე, კლინიკის უფლებები, ფასდაკლების უფლება გეგმაში, წვდომის შეზღუდვა გვერდებზე, ხელფასი, პაროლის შეცვლა და აღდგენა.
თითოეული თანამშრომელი საკუთარი სახელითა და პაროლით შედის — ასე აუდიტის ჟურნალში ჩანს, ვინ ნახა და ვინ შეცვალა კბილების რუკა, ვინ შეადგინა და ვინ დაადასტურა გეგმა, ვინ მიიღო ფული. თანამშრომლებს მართავს მხოლოდ ადმინისტრატორი, გვერდზე „თანამშრომლები“.

როლები
Activi Dent-ში როლებს სტომატოლოგიური სახელები აქვს: მოლარე — „რეგისტრატორი“, ექიმი — „სტომატოლოგი“, ექთანი — „ასისტენტი“.
| როლი | რა შეუძლია | რა არა |
|---|---|---|
| ადმინისტრატორი | ყველაფერი, მათ შორის თანამშრომლები და „პარამეტრები“ | — |
| მენეჯერი | ყველაფერი თანამშრომლებისა და „პარამეტრების“ გარდა: კლინიკისა და სტომატოლოგიის პარამეტრები, ფასები, დაზღვევა და ინვოისები, ანგარიშები, ანალიტიკა, აუდიტი, ტექნიკოსის ანგარიშის გადახდა | თანამშრომლები, პროგრამის პარამეტრები |
| რეგისტრატორი | რეგისტრაცია, კალენდარი, „მოვიდა“, კბილების რუკისა და გეგმის ნახვა, პაციენტის თანხმობის მიღება გეგმაზე, განვადების შედგენა და გადახდა, ფულის მიღება, ავანსი, ტექნიკური შეკვეთები, სალაროს დახურვა, SMS და ონლაინ ჩაწერა | რუკაზე ჩაწერა, პროცედურის შესრულება, სამედიცინო ჩანაწერი, გადახდის გაუქმება, ანგარიშები |
| სტომატოლოგი | თავისი კალენდარი და ვიზიტები; კბილების რუკა, გეგმა (შედგენა, შეთავაზება, თანხმობა), პროცედურები, ანესთეზია, დიაგნოზი, ორთოდონტია, იმპლანტები, პაროდონტი, რენტგენი, ტექნიკური შეკვეთა, რეცეპტი | ფული, ფასდაკლება (ნაგულისხმევად), სხვა ექიმის ვიზიტის შეცვლა |
| ასისტენტი | ყველა ექიმის კალენდარი, ჩაწერა, რეგისტრაცია, კბილების რუკა და გეგმა, პროცედურის ჩაწერა ექიმის ვიზიტში, რენტგენის ატვირთვა, ტექნიკური შეკვეთა | ფული |
| ლაბორანტი | როლი სიაში არის (MED-იდან), მაგრამ Dent-ში ლაბორატორიის სამუშაო სია არ არის — სტომატოლოგიურ კლინიკას ის არ სჭირდება | — |
საწყისი ანგარიშები: admin / 1111, manager / 2222, cashier / 3333 (რეგისტრატორი). სანიმუშო კლინიკაში: თინათინ ავალიანი (ადმინისტრატორი, დირექტორი), ზურაბ ქობულაძე (მენეჯერი), ქეთევან მჭედლიძე და ანი ხოფერია (რეგისტრატორები), ნათია ძნელაძე (ასისტენტი) და ხუთი სტომატოლოგი.
ახალი თანამშრომელი
- „ახალი თანამშრომელი“.
- „სახელი, გვარი“, „მომხმარებლის სახელი“ (ლათინურად, მაგ.
eka), „პაროლი“. - „როლი“ — ქვემოთ ჩნდება როლის აღწერა.
- ბუღალტერიისთვის: „ხელფასი — ბრუტო თვეში (₾)“ და „საპენსიო სქემის მონაწილე (2% + 2%)“ (სტომატოლოგის საკომისიო ამ ხელფასს ემატება — თავი სტომატოლოგის თვის გამომუშავება).
- „შენახვა“.
სტომატოლოგის ანგარიში შექმნის შემდეგ მიაბით ექიმის ბარათს: „კლინიკის პარამეტრები“ → „ექიმები“ → ექიმი → „პროგრამის ანგარიში“ (თავი ექიმები, კრესლოები და საათები). მიბმული ექიმის სტომატოლოგიურ ბარათში ველი „ექიმი“ თავისით მისია და არ იცვლება.
კლინიკის უფლებები
გადამრთველი „ინდივიდუალური უფლებები“ — გამორთულზე თანამშრომელს როლის უფლებები აქვს. მნიშვნელოვანი:
| უფლება | ადმ. / მენ. | რეგისტრატორი | ასისტენტი | სტომატოლოგი |
|---|---|---|---|---|
| კლინიკა: პაციენტის რეგისტრაცია და ჩაწერა | ✓ | ✓ | ✓ | — |
| კლინიკა: გადახდების მიღება (განვადების გადახდაც) | ✓ | ✓ | — | — |
| კლინიკა: სამედიცინო ჩანაწერების ნახვა | ✓ | — | ✓ | — |
| ფასდაკლება გაყიდვისას (გეგმის % და სტრიქონის ფასდაკლება, კატალოგზე დაბალი ფასი) | ✓ | ✓ | — | — |
| გაყიდვის დაბრუნება (გადახდის გაუქმება) | ✓ | — | — | — |
| შეკვეთის / ჯავშნის გაუქმება (ვიზიტის გაუქმება) | ✓ | ✓ | — | — |
| დღის გახსნა / დახურვა, ნაღდის შემოტანა / გატანა | ✓ | ✓ | — | — |
| ჩანაწერების წაშლა (პაციენტის წაშლა) | ✓ | — | — | — |
| ბუღალტერია: ნახვა, დოკუმენტები, ანგარიშგება, ხელფასები… | ✓ | — | — | — |

რჩევა: თუ სტომატოლოგი პაციენტს ფასდაკლებას თავად უთანხმებს (მაგ. 5% დიდ გეგმაზე), მიეცით მას ინდივიდუალური უფლება „ფასდაკლება გაყიდვისას“. სხვა შემთხვევაში გეგმის „ფასდაკლება %“ ველი მისთვის დაკეტილია და ფასდაკლებას მენეჯერი ან ადმინისტრატორი წერს.
ექიმის კლინიკური წვდომა უფლებით კი არა, კლინიკის პარამეტრით წყდება: „ექიმი — მხოლოდ თავის პაციენტებს“ ან „ექიმები — ყველა ჩანაწერს“ (თავი კლინიკის პარამეტრები). კბილების რუკა და გეგმა ყველა ექიმს უჩანს.
წვდომის შეზღუდვა გვერდებზე
გადამრთველი „წვდომის შეზღუდვა კონკრეტულ განყოფილებებზე“ აჩენს ყველა გვერდს; მონიშნეთ მხოლოდ საჭირო. შეზღუდვა როლზე მეტს ვერ მისცემს — მხოლოდ ავიწროებს.
ანგარიშის გამორთვა და ბლოკი
- „ანგარიში აქტიურია“-ს გამორთვა თანამშრომელს შესვლას უკრძალავს; ჩანაწერები რჩება. თანამშრომლის წაშლა შეუძლებელია (აუდიტი უნდა დარჩეს). წასულ ექიმს გამორთეთ ანგარიშიც და ექიმის ბარათიც.
- 5 არასწორი პაროლის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება — „ბლოკის მოხსნა“.
ჩემი პროფილი და პაროლი
ზედა ზოლში სახელზე დაჭერა → „ჩემი პროფილი“ → „პაროლის შეცვლა“ („მიმდინარე პაროლი“, „ახალი პაროლი“, „გაიმეორეთ ახალი პაროლი“). „აქტიური სესიები“ — სად ხართ შესული; „სხვების გათიშვა“.
დავიწყებული პაროლი: თანამშრომლისას — ადმინისტრატორი „თანამშრომლები“ → ფანქარი → „ახალი პაროლი“. ადმინისტრატორისას — დაუკავშირდით მხარდაჭერას: აღდგენის ხელსაწყო მხოლოდ ადმინისტრატორის პაროლს აბრუნებს 1111-ზე (ბაზის საქაღალდე — data-clouddent), პაციენტები და ვიზიტები არ იცვლება.
რჩევა: კრესლოსთან მდგარ კომპიუტერზე რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს? ყოველმა თავისი სახელით იმუშაოს და გავიდეს („გასვლა“). ეკრანის ავტომატური დაბლოკვა პროგრამაში არ არის — პაციენტის თვალწინ სხვისი ბარათი ღია არ დატოვოთ (Windows:
Win + L).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.