Activi
Activi Dent · თავი 31

ბექაპი: ავტომატური ასლები, სარეზერვო ფაილი, რენტგენები და ფოტოები, აღდგენა და კომპიუტერის შეცვლა

მონაცემების დაცვა Activi Dent-ში: ყოველდღიური ავტომატური ბექაფი და აღდგენა, სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე, რატომ არ შედის ასლებში რენტგენები, ფოტოები და ხელმოწერები (med-docs) და როგორ დავაკოპიროთ, ბაზის განულება და კლინიკის ახალ კომპიუტერზე გადატანა.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“ (ადმინისტრატორი; ქსელში — მთავარ კომპიუტერზე, სადაც ბაზაა).

რა სად ინახება

ბაზის საქაღალდე %APPDATA%\CloudPos\data-clouddent:

რასად
ბაზა — პაციენტები, კბილების რუკები, გეგმები, ვიზიტები, ორთოდონტია, იმპლანტები, პაროდონტის რუკები, ფული, თანამშრომლები, ბუღალტერიაcloudpos.db
რენტგენები, CBCT (DICOM), ფოტოები, სკანები, PDF, პაციენტის ხელმოწერები გეგმაზე, ექიმების ხელმოწერები, ბეჭდებიmed-docs
ავტომატური ასლებიbackups

ავტომატური ბექაფი

პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — backups-ში. ინახება ბოლო 14 დღიური ასლი.

ბარათი „ავტომატური ბექაფი“: „ბოლო ბექაფი“, „შენახული ასლები“, „ბექაფის შექმნა ახლა“ (მაგ. ფასების დიდი ცვლილების ან იმპორტის წინ), ასლების სია და ღილაკი „აღდგენა“.

ავტომატური ბექაფი: ასლების სია და „აღდგენა“
ავტომატური ბექაფი: ასლების სია და „აღდგენა“

აღდგენა ავტომატური ასლიდან

  1. დარწმუნდით, რომ სხვა კომპიუტერებზე ამ დროს არავინ მუშაობს.
  2. სასურველ ასლთან — „აღდგენა“ → დაადასტურეთ („მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება…“).
  3. „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“.

ყურადღება: ასლის შემდეგ გაკეთებული ჩაწერები, რუკის ჩანაწერები, გეგმები, ვიზიტები და გადახდები აღდგენისას ქრება (აღდგენამდე მდგომარეობა „აღდგენამდე“ ასლად რჩება). აღდგენამდე ჩაიწერეთ ბოლო საათების მონაცემები ან დაგვიკავშირდით.

სარეზერვო ფაილი

ბარათი „მონაცემები“:

  • „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ — cloudpos-backup_თარიღი.json: ყველა ცხრილი. ფაილში არ შედის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-იუზერი, ტერმინალების პარამეტრები და ფაილები (med-docs).
  • „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — ყველა მიმდინარე მონაცემი ფაილით ჩანაცვლდება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება).
ბარათი „მონაცემები“: სარეზერვო ასლი, აღდგენა, თემა
ბარათი „მონაცემები“: სარეზერვო ასლი, აღდგენა, თემა

ყურადღება: სარეზერვო ფაილი დაუშიფრავია და შეიცავს ყველა პაციენტის მონაცემს. შეინახეთ ის დაშიფრულ დისკზე ან სეიფში და ელ-ფოსტით ნუ გაგზავნით.

რენტგენები, ფოტოები და ხელმოწერები (med-docs)

ორთოპანტომოგრამები, RVG, CBCT, ფოტოები „მკურნალობამდე / შემდეგ“, პაციენტის ხელმოწერა გეგმაზე, ექიმების ხელმოწერები და კლინიკის ბეჭედი ინახება ცალკე საქაღალდეში med-docs და არც ერთ ასლში არ შედის — არც ავტომატურში, არც სარეზერვო ფაილში, არც Activi-ის სერვერზე გაგზავნილში. ბაზაში მათი მხოლოდ სახელია.

სტომატოლოგიაში ეს საქაღალდე სწრაფად იზრდება (ერთი CBCT — ათეულობით მეგაბაიტი). პერიოდულად (მაგ. კვირაში ერთხელ) დააკოპირეთ მთელი საქაღალდე data-clouddent — cloudpos.db-ით და med-docs-ით ერთად — გარე დისკზე ან სხვა დაცულ ადგილას. ჯერ დახურეთ პროგრამა სრულად (ტრეი → „სრულად გამორთვა“). რამდენ ადგილს იკავებს — „კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“ → „ფაილების საცავი“.

შენიშვნა: თუ med-docs დაიკარგა, გეგმა და თანხმობა ბაზაში რჩება, მაგრამ ამობეჭდილ გეგმაზე პაციენტის ხელმოწერა აღარ გამოჩნდება, რენტგენზე დაჭერისას კი — „ფაილი დისკზე ვერ მოიძებნა“.

დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე

ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ბაზის ასლს Activi-ის სერვერზე (ბოლო 14). ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს; აღდგენისთვის დაგვიკავშირდით. ფაილები (med-docs) ამ ასლშიც არ შედის.

ბაზის სრული განულება

ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს (პაციენტები, რუკები, გეგმები, ვიზიტები, ფული, ბუღალტერია, თანამშრომლები); რჩება ლიცენზია და პრინტერის პარამეტრები. „განულება“ → ეკრანზე ნაჩვენები ციფრები → „სამუდამოდ წაშლა“. განულებამდე ასლი ინახება („გასუფთავებამდე“).

რჩევა: დემოთი ვარჯიშისთვის განულება საჭირო არ არის — შექმენით ცალკე დემო ბაზა (თავი ქსელი და ბაზები), სამუშაო ბაზა კი ხელუხლებელი დარჩება.

კომპიუტერის შეცვლა

  1. ძველ კომპიუტერზე დახურეთ პროგრამა სრულად (ტრეი → „სრულად გამორთვა“) და დააკოპირეთ მთელი საქაღალდე %APPDATA%\CloudPos\data-clouddent (cloudpos.db, med-docs და დანარჩენი).
  2. ახალზე დააყენეთ Activi Dent და პირველ გაშვებაზე აირჩიეთ „არსებული ბაზა…“ → საქაღალდე (ან „ბაზები“ → „არსებული ბაზის დამატება“).
  3. ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი (თავი ლიცენზია).
  4. სხვა კომპიუტერებზე შეცვალეთ მთავარი კომპიუტერის მისამართი (ახალი IP).

სარეზერვო ფაილით (JSON) გადატანაც შეიძლება, მაგრამ მაშინ med-docs ცალკე გადაიტანეთ ახალი ბაზის საქაღალდეში — თორემ რენტგენები და ფოტოები ბარათებზე არ გაიხსნება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.