Activi
Activi Dent · თავი 20

ტექნიკური ლაბორატორია: შეკვეთა ტექნიკოსთან, ფერი, ვადა, სტატუსები, ტექნიკოსის ანგარიში ხარჯად

სტომატოლოგიური (ტექნიკური) ლაბორატორია Activi Dent-ში (Dent Clinic): შეკვეთა — გვირგვინი, ხიდი, ვინირი, ჩანართი, პროთეზი, კაპა, ელაინერი; ლაბორატორია, მასალა, კბილები, ფერი VITA, ერთეული, ვადა, ღირებულება; სტატუსები — მონახაზი, გაგზავნილია, მორგება, მზადაა, დამაგრებულია; დაგვიანება; ტექნიკოსის ანგარიშის გადახდა ხარჯად.

გვირგვინს, ხიდს, ვინირს, პროთეზს ტექნიკოსი ამზადებს. Activi Dent-ში ამისთვისაა ტექნიკური შეკვეთა: რა, ვისთვის, რომელ კბილზე, რა ფერით, როდემდე და რა ღირს (Dent Clinic).

შენიშვნა: აქ ლაპარაკია სტომატოლოგიურ (ტექნიკურ) ლაბორატორიაზე. MED-ის ლაბორატორია (სისხლის ანალიზები) Activi Dent-ის მენიუში არ არის.

გვერდი „ტექნიკური ლაბორატორია“

მენიუ → „სპეციალობები“ → „ტექნიკური ლაბორატორია“ — „გვირგვინები, ხიდები, ვინირები, პროთეზები — გაგზავნა, მორგება, ვადა, ღირებულება“. ფილტრი: „მიმდინარე“ (მონახაზი, გაგზავნილი, მორგება, მზადაა, გადაკეთება), „დამაგრებულია“, „გაუქმებული“, „ყველა“. სვეტები: №, პაციენტი (დაჭერით — მისი ბარათი), სამუშაო და მასალა, კბილები, ფერი, ლაბორატორია, ვადა, სტატუსი, ღირებულება („გადახდილია“). ვადაგადაცილებული შეკვეთა (გაგზავნილი ან მორგებაზე, ვადა გასული) — წითლად.

ტექნიკური ლაბორატორია: ხუთი მიმდინარე შეკვეთა — ცირკონის გვირგვინები, ფერი, ვადა, „გაგზავნილია“ და შემდეგი ნაბიჯი „მორგება“
ტექნიკური ლაბორატორია: ხუთი მიმდინარე შეკვეთა — ცირკონის გვირგვინები, ფერი, ვადა, „გაგზავნილია“ და შემდეგი ნაბიჯი „მორგება“

იგივე ცხრილი, ოღონდ ერთი პაციენტისთვის — სტომატოლოგიური ბარათის ჩანართი „ტექ. ლაბორატორია“.

ახალი შეკვეთა

„ტექნიკური შეკვეთა“ (გვერდზე ან პაციენტის ბარათში):

ველირა იწერება
პაციენტი(გვერდიდან) — ძებნით
სამუშაოგვირგვინი, ხიდი, ვინირი, ჩანართი (inlay/onlay), გვირგვინი იმპლანტზე, მოსახსნელი პროთეზი, ბიუგელური პროთეზი, კაპა / შინა, ელაინერები, რეტეინერი, დიაგნოსტიკური მოდელი, სხვა
ლაბორატორიასია „სტომატოლოგიის პარამეტრებიდან“ (პირველი — ნაგულისხმევად) ან ხელით
მასალა„ცირკონი, E.max, მეტალოკერამიკა…“
კბილები„14, 15, 16“ (FDI; არასწორი ნომერი — „კბილების ნომრები არასწორია“)
ფერი (VITA)BL1, BL2, A1–A4, B1–B4, C1–C4, D2–D4
ერთეულირამდენი ერთეული (ხიდზე — 3 და ა. შ.)
ვადაროდის უნდა დაბრუნდეს
ღირებულება (ხარჯი)რას გადაუხდით ტექნიკოსს
შენიშვნა ტექნიკოსისთვისმაგ. „ციფრული ანაბეჭდი (სკანერი)“

„შენახვა“ — „შეკვეთა DL-2026-0026“. ნომერი წლის მიხედვით რიგით იწერება; შეკვეთის ექიმი — ვინც შექმნა (სტომატოლოგის ანგარიშით). შეკვეთას ქმნის სტომატოლოგი, ასისტენტი, რეგისტრატორი, მენეჯერი ან ადმინისტრატორი.

სტატუსები

სტატუსინიშნავსშემდეგი ღილაკი
მონახაზიშექმნილია, ჯერ არ გაგზავნილა„გაგზავნა“ (თარიღი „გაგზავნილია“ თავისით)
გაგზავნილიატექნიკოსთანაა„მორგება“
მორგებაკარკასი / ნიმუში პაციენტზე მოსარგებად„მზადაა“
მზადაასამუშაო დაბრუნდა, დასამაგრებელია„დამაგრდა“
დამაგრებულიაპაციენტს დაუმაგრდა — შეკვეთა დასრულდა—
გადაკეთებახელახლა გასაკეთებელია„ხელახლა გაგზავნა“

ღილაკი სტრიქონის ბოლოშია; ფანქარი — შეკვეთის შეცვლა (ფერი, ვადა, ღირებულება…).

შენიშვნა: 2.38-ში შეკვეთის „გადაკეთებაზე“ გადაყვანა და გაუქმება ღილაკით არ ხდება (ფილტრი „გაუქმებული“ არის, მაგრამ შეკვეთის გაუქმების ღილაკი — არა). გაუქმებული შეკვეთა შეცვალეთ ღირებულებით 0 და შენიშვნით, ან დაუკავშირდით მხარდაჭერას. შეკვეთა გეგმის პუნქტს ან ვიზიტს ფორმიდან არ უკავშირდება — კბილის ნომრით მოძებნეთ.

„დღეს“ გვერდზე „ლაბორატორია — ვადა 2 დღეში“ ითვლის გაგზავნილ / მორგებაზე / გადაკეთებაზე შეკვეთებს, რომელთა ვადა 2 დღეშია ან უკვე გავიდა.

ტექნიკოსის ანგარიში — ხარჯი

შეკვეთაზე, რომელიც „მზადაა“ ან „დამაგრებულია“ და ღირებულება აქვს, ადმინისტრატორი და მენეჯერი ხედავენ ღილაკს „ხარჯი“: ღირებულება იწერება კლინიკის ხარჯად დღევანდელი თარიღით — კატეგორია „სტომატოლოგიური ლაბორატორია“, შენიშვნა „DL-2026-0002 — ტექნიკოსი — სანიმუშო ლაბი 2: გვირგვინი, კბ. 37“ — და შეკვეთაზე ჩნდება „გადახდილია“. „ხარჯი ჩაიწერა: 260,00 ₾“.

სანიმუშო კლინიკაში ტექნიკოსებს პარასკევობით უხდიან — სექტემბერში 14 შეკვეთა, 3 640 ₾.

ყურადღება: ტექნიკოსის ხარჯი სალაროდან ნაღდით გაცემულად იწერება: სალაროს დახურვისას „ხარჯები“ ნაღდის მოსალოდნელ ნაშთს აკლდება, ბუღალტერიაში — საოპერაციო ხარჯი (6000) / სალარო (1000). თუ ტექნიკოსს ბანკით უხდით, ეს ღილაკი არ გამოიყენოთ — ხარჯი ბუღალტერიაში ბანკით გაატარეთ, ან გადახდის შემდეგ სალაროში შეიტანეთ იგივე თანხა („ნაღდის შემოტანა“). გადახდილ შეკვეთაზე ღირებულება აღარ იცვლება („ლაბორატორიას უკვე გადაეხადა — ღირებულება აღარ იცვლება“).

ტექნიკოსის ხარჯი სტომატოლოგის საკომისიოს არ აკლდება — საკომისიო გვირგვინის მთელი ფასიდან ითვლება (თავი სტომატოლოგის თვის გამომუშავება). შეკვეთების რაოდენობა და ღირებულება — „სტომატოლოგიური ანალიტიკა“ → „ორთოდონტია და იმპლანტები“ (Dent Pro).

მაგალითი: გვირგვინი 36-ზე

თამარ კიკვიძის გეგმაში (თავი სრული მაგალითი) 36-ის არხების შემდეგ, 28 სექტემბერს, ორთოპედმა გიორგი ბერაიამ გაგზავნა DL-2026-0026: გვირგვინი, ცირკონი (მონოლითი), კბ. 36, ფერი A2, ლაბორატორია „სანიმუშო კერამიკა“, ვადა 06.10.2026, 260 ₾, შენიშვნა „ციფრული ანაბეჭდი; შტიფტი 36-ში“.

სანიმუშო კლინიკაში ორთოპედი ასე მუშაობს: პირველ ვიზიტზე კბილს ამზადებს, დებს დროებით გვირგვინს (P-06, 80 ₾) და აგზავნის შეკვეთას; როცა შეკვეთა „მზადაა“, მეორე ვიზიტზე ამაგრებს მუდმივს — გეგმიდან „ცირკონის გვირგვინი“ (P-02) — და შეკვეთას ნიშნავს „დამაგრდა“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.