Activi
Activi ბუღალტერია · თავი 20

წარმოება: კალკულაცია (რეცეპტურა), წარმოების დოკუმენტი, ზედნადები ხარჯები, გრძელვადიანი შეკვეთა, დაშლა, გეგმა და ფაქტი

წარმოების აღრიცხვა Activi ბუღალტერიაში — კალკულაცია (ნედლეული → პროდუქცია, წილები, ზედნადები ხარჯი თანხით ან %-ით), წარმოების დოკუმენტი და თვითღირებულება (საჩუქრის ნაკრების მაგალითი — 24,00 ₾), დაუმთავრებელი წარმოება 1630, საწარმოო შეკვეთები, დაშლა, გეგმა / ფაქტი.

„წარმოება“: ჩანართები „წარმოების დოკუმენტები“, „კალკულაციები (რეცეპტურა)“, „საწარმოო შეკვეთები“, „გეგმა / ფაქტი“.

კალკულაცია

„კალკულაციები (რეცეპტურა)“ → ახალი: სახელი, კოდი, ხაზები:

  • ნედლეული — საქონელი / მასალა და რაოდენობა ერთ პარტიაზე (მინიმუმ ერთი);
  • პროდუქცია — რა მზადდება (მინიმუმ ერთი); რამდენიმე პროდუქტისას — წილი % (ჯამი 100), თორემ თვითღირებულება ნაწილდება დაგეგმილი ღირებულებით (რაოდენობა × ფასი) ან რაოდენობით;
  • ზედნადები — შრომა, ელ. ენერგია …: თანხა პარტიაზე ან ნედლეულის %.

კალკულაციით უკვე ნაწარმოები არ იშლება — გააუქმეთ.

კალკულაციები: „საჩუქრის ნაკრები „ყავა““
კალკულაციები: „საჩუქრის ნაკრები „ყავა““

წარმოების დოკუმენტი

„წარმოების დოკუმენტები“ → ახალი „წარმოება (შესრულება)“: საწყობი, „პროდუქცია სად“ (ცარიელი — იმავე საწყობში), კალკულაცია, რაოდენობა (პარტია) — ხაზები თავისით ივსება (რაოდენობა × პარტია), შეგიძლიათ შეცვალოთ ფაქტიურით. „შენახვა და გატარება“:

  1. ნედლეული გადის მარაგიდან თვითღირებულებით (პარტიებით);
  2. ემატება ზედნადები ხარჯები;
  3. ჯამი ნაწილდება პროდუქციაზე და პროდუქცია შედის მარაგში ამ თვითღირებულებით.

მაგალითი: საჩუქრის ნაკრები

02.10.2026, 5 ნაკრები: 1 ყავა (20,00 ₾) + 1 სასაჩუქრე ყუთი (2,00 ₾) + შეფუთვის სამუშაო 2,00 ₾ ერთზე.

თანხა
ყავა 5 × 20,00100,00
ყუთი 5 × 2,0010,00
შეფუთვის სამუშაო 5 × 2,0010,00
5 ნაკრების თვითღირებულება120,00 ₾ → 24,00 ₾ ერთი
წარმოება წრმ-000001: ნედლეული, პროდუქცია, ზედნადები და გატარება 1630 / 1610, 1620, 1635; 1640 / 1630
წარმოება წრმ-000001: ნედლეული, პროდუქცია, ზედნადები და გატარება 1630 / 1610, 1620, 1635; 1640 / 1630

გატარება: 1630 დაუმთავრებელი წარმოება 120,00 / 1610 100,00, 1620 10,00, 1635 ზედნადები ხარჯები 10,00; 1640 მზა პროდუქცია 120,00 / 1630 120,00. ზედნადები ხარჯის რეალური თანხა (ხელფასი, ენერგია) 1635-ზე სხვა დოკუმენტით ან გატარებით უნდა მოვიდეს.

შენიშვნა: წარმოების ფანჯრის ქვედა ზოლი „სულ“ აჩვენებს მხოლოდ ზედნადები ხაზის თანხას (10,00 ₾); სწორი ჯამი — „თვითღირებულება: 120,00 ₾“.

გრძელვადიანი წარმოება

რამდენიმე თვის შეკვეთისთვის: „საწარმოო შეკვეთები“ → ახალი (კალკულაცია, რაოდენობა, საწყობი, დაწყება) → დოკუმენტები „წარმოებაში გაცემა (გრძელვადიანი)“ (ნედლეული და ხარჯები გროვდება შეკვეთის 1630-ზე; სიაში ჩანს „დაგროვილი (WIP)“) → „წარმოების დასრულება“ — დაგროვილი ნაწილდება პროდუქციაზე → შეკვეთის დახურვა.

დაშლა

„დაშლა / დანაწევრება“ — პირიქით: ერთი საქონელი (ნედლეული) → რამდენიმე ნაწილი (პროდუქცია) წილებით.

გეგმა / ფაქტი

პერიოდის ყოველი წარმოება: ნედლეული — დაგეგმილი (კალკულაცია × პარტია), ფაქტიური, სხვაობა, თვითღირებულება; პროდუქცია — რაოდენობა, თვითღირებულება, ერთეულის თვითღირებულება; ზედნადები ხარჯები.

გეგმა / ფაქტი
გეგმა / ფაქტი

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.