Activi ბუღალტერია: მიმოხილვა, დაყენება და პირველი გაშვება
რა არის Activi ბუღალტერია, მთავარი ცნებები — ორმაგი ჩანაწერი, ანგარიშთა გეგმა, დოკუმენტი, გატარება, როლი, ხარჯების ცენტრი — რა არის და რა არ არის პროგრამაში, სისტემური მოთხოვნები, დაყენება, პირველი გაშვება, დემო ბაზა და შესვლა.
Activi ბუღალტერია (ინსტალერში — Activi Acc) არის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ქართული ორგანიზაციისთვის: ორმაგი ჩანაწერი ქართული ანგარიშთა გეგმით, შესყიდვები და რეალიზაცია მყიდველის / მომწოდებლის დავალიანებით და ვადებით, მარაგები პარტიებით (FIFO, LIFO, საშუალო შეწონილი, FEFO), სალარო და ბანკი, ამონაწერის იმპორტი, ხელფასი საშემოსავლოთი და საპენსიოთი, ძირითადი საშუალებები და ცვეთა, კრედიტები, წარმოება, ვალუტა ეროვნული ბანკის კურსით და გადაფასებით, დღგ და გადასახადები, RS.ge, ბრუნვითი უწყისიდან SARAS-ის ფორმებამდე — და Activi-ს სხვა პროგრამების (POS, Rest, Hotel …) ოპერაციების შემოტანა.
იგივე ბუღალტერია მოდულად ჩაშენებულია Activi-ს ყველა პროგრამაში (მაგ. Activi POS-ში მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“). ეს სახელმძღვანელო აღწერს ცალკე პროგრამას; მოდულში გვერდები იგივეა, მხოლოდ სალაროს გაყიდვები ავტომატურად ტარდება (თავი Activi-ს პროგრამებთან კავშირი).
ეს სახელმძღვანელო აღწერს ვერსიას 2.38. ყველა სურათი და ციფრი აღებულია ნამდვილი პროგრამიდან — სანიმუშო ორგანიზაციიდან შპს „სანიმუშო ვაჭრობა“ (ს/კ 999000123), რომლის 2026 წლის სექტემბერი თავიდან ბოლომდე გატარდა (თავი სრული მაგალითი: სექტემბრის თვე). ორგანიზაციების, თანამშრომლების სახელები, საიდენტიფიკაციო და პირადი ნომრები, IBAN-ები გამოგონილია; ვალუტის კურსები სანიმუშოა.

მთავარი ცნებები
| ცნება | რას ნიშნავს პროგრამაში |
|---|---|
| ორმაგი ჩანაწერი | ყოველი ოპერაცია ერთ ანგარიშს ადებეტებს და მეორეს აკრედიტებს თანაბარი თანხით — დაუბალანსებელი გატარება არ ინახება |
| ანგარიშთა გეგმა | ანგარიშების სია: 1 მიმდინარე აქტივები … 9 მოგების გადასახადი, 0 ბალანსგარეშე. იქმნება ორგანიზაციის სახით (სამეწარმეო, საჯარო, მიკროსაფინანსო) |
| დოკუმენტი | მიღება, მიწოდება, საცალო, სალაროს ორდერი, საბანკო გადარიცხვა … — ჯერ დრაფტია, „გატარების“ შემდეგ ქმნის გატარებას და ამოძრავებს მარაგს |
| გატარება | ჟურნალის ჩანაწერი: თარიღი, შინაარსი, ხაზები (ანგარიში, დებეტი / კრედიტი, ვალუტა, ანალიტიკა), წყარო და ავტორი |
| როლი | რომელ ანგარიშზე წავიდეს ავტომატური გატარება (სალარო → 1110, მყიდველები → 1410 …); იცვლება პარამეტრებში |
| კონტრაგენტი | მყიდველი, მომწოდებელი, ბანკი, პარტნიორი … — ს/კ-ით, ვადით, ლიმიტით |
| ხარჯების ცენტრი | საწყობი, მაღაზია, განყოფილება — მარაგი და ხარჯი მათ მიხედვით |
| ხარჯის / შემოსავლის მუხლი, პროექტი | დამატებითი ანალიტიკა მოგება-ზარალისთვის |
| პერიოდი | თვე; დახურულ თვეში ვერაფერი შეიცვლება |
რა არის და რა არ არის პროგრამაში
არის: ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოთვლილია; Excel / CSV იმპორტი (ანგარიშთა გეგმა, კონტრაგენტები, საქონელი, საწყისი ნაშთები, დოკუმენტები); ფაილების მიმაგრება; ლოკალური API.
არ არის (2.38):
- დღგ-ს დეკლარაციის და სხვა დეკლარაციების RS.ge-ზე გაგზავნა. პროგრამა ითვლის დღგ-ს და ამზადებს ციფრებს / Excel ფაილებს; დეკლარაცია ივსება RS.ge-ზე.
- SARAS-ზე (reportal.ge) ატვირთვა — ფორმების ციფრები მზადდება Excel-ში.
- ბანკთან ონლაინ კავშირი — ამონაწერი შემოდის ფაილით, გადახდის დავალებები გადის ფაილით.
- სახაზინო სერვისთან ონლაინ კავშირი — ხაზინის ამონაწერი შემოდის ფაილით.
- დღგ-ს ჩათვლის ავტომატური გატარება (3340 → 3330) — ანგარიშები ცალ-ცალკე რჩება, ანგარიშგება მათ სხვაობას აჩვენებს.
- ტარიფების (Start / Pro / Enterprise) მიხედვით შეზღუდვა — პროგრამაში ყველა შესაძლებლობა ერთნაირად ჩართულია (თავი ლიცენზია).
სისტემური მოთხოვნები
- ოპერაციული სისტემა: Windows 10 ან Windows 11, 64-ბიტიანი.
- დამატებითი პროგრამები: არ სჭირდება — მონაცემთა ბაზა პროგრამაშივეა.
- ინტერნეტი: ყოველდღიური მუშაობისთვის არ არის აუცილებელი. საჭიროა ლიცენზიისთვის, განახლებებისთვის, ეროვნული ბანკის კურსისთვის, RS.ge-სთვის და დახმარების მოთხოვნისთვის.
დაყენება
- ჩამოტვირთეთ ინსტალერი გვერდიდან activi.ge/download. ფაილს ჰქვია
Activi-Acc-Setup-ვერსია.exe(მაგალითადActivi-Acc-Setup-2.38.0.exe). - გაუშვით ფაილი; თუ Windows ნებართვას იკითხავს, დაადასტურეთ.
- მიიღეთ სალიცენზიო შეთანხმება, საჭიროებისას შეცვალეთ საქაღალდე.
- დაასრულეთ. სამუშაო მაგიდაზე და Start მენიუში ჩნდება მალსახმობი „Activi ბუღალტერია“.
შენიშვნა: ინსტალერი თან აყენებს Activi Remote-ს — დისტანციური დახმარების პროგრამას (თავი დახმარება და Activi Remote).
პირველი გაშვება: ახალი, დემო თუ არსებული ბაზა
ყოველი ბაზა ერთი ორგანიზაციაა. პირველ გაშვებაზე პროგრამა გეკითხებათ:
| ღილაკი | რა ხდება |
|---|---|
| ახალი ბაზა | სუფთა ბაზა თქვენი ორგანიზაციისთვის; პირველი გვერდი გთავაზობთ „ორგანიზაციის დაყენებას“ |
| დემო ბაზა | მზა სავაჭრო კომპანია შპს „ალფა ტრეიდი“ — ერთი წლის ბუღალტერია: საწყობი და ორი მაღაზია, იმპორტი დოლარში, საბითუმო გაყიდვები ვადებით, ხელფასები, ძირითადი საშუალებები, დოლარის სესხი, დივიდენდი, დახურული თვეები და დაუმუშავებელი ამონაწერი. ბაზას ჰქვია „ბუღალტერია — დემო“; სახელები და ნომრები გამოგონილია, კურსები — სადემონსტრაციო |
| არსებული ბაზა… | ბაზა უკვე არის — სხვა კომპიუტერზე (ქსელში) ან საქაღალდეში |
შემდეგი ორგანიზაციები — „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ახალი ბაზა“ (თავი ორგანიზაციები, ქსელი და ბაზები).
სად ინახება მონაცემები:
%APPDATA%\CloudPos\data-cloudacc(დამატებითი ბაზები — იქვე,db-1,db-2… საქაღალდეებში). პროგრამის წაშლა ან განახლება ბაზას არ შლის.
შესვლა

- „მომხმარებელი“ — აკრიფეთ ან ისრით აირჩიეთ სიიდან.
- „პაროლი“ — ბადის ხატულა ციფრების კლავიატურას ხსნის, „თვალი“ აჩვენებს აკრეფილს.
- „დამახსოვრება“ ამ კომპიუტერზე იმახსოვრებს სახელს (პაროლს — არა).
- „შესვლა“ (ან
Enter).
მარცხნივ წერია: „ბუღალტრული აღრიცხვა — ორმაგი ჩანაწერი, ხელფასი, ძირითადი საშუალებები და ანგარიშგება.“
საწყისი მომხმარებლები
| როლი | სახელი სიაში | შესასვლელი სახელი | პაროლი |
|---|---|---|---|
| ადმინისტრატორი | ადმინისტრატორი | admin | 1111 |
| ბუღალტერი | მენეჯერი | manager | 2222 |
| ოპერატორი | მოლარე | cashier | 3333 |
ყურადღება: საწყისი პაროლები ყველასთვის ცნობილია — პირველივე დღეს შეცვალეთ (თავი თანამშრომლები, უფლებები და აუდიტი). ოპერატორს ნაგულისხმევად ბუღალტერიის არცერთი უფლება არ აქვს — მენიუში თითქმის ცარიელია, სანამ უფლებებს არ მისცემთ.
შეცდომები: „მომხმარებლის სახელი ან პაროლი არასწორია“; „კლავიატურა ქართულზეა…“ (სახელი და პაროლი ლათინურად); 5 არასწორი ცდის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება (ადმინისტრატორს შეუძლია მოხსნა).
პირველი დღის გეგმა
- „ორგანიზაციის დაყენება“ — სახე, დასახელება, ს/კ, დღგ, მეორე საბაზო ვალუტა, თვითღირებულების მეთოდი, აღრიცხვის დაწყება (თავი ორგანიზაციის დაყენება).
- „პარამეტრები“ → „ორგანიზაცია“ — მისამართი, ტელეფონი.
- ფული: სალარო, საბანკო ანგარიშები (ვალუტის ანგარიშებიც).
- საწყისი ნაშთები — ანგარიშები, დებიტორები / კრედიტორები, მარაგი, ძირითადი საშუალებები.
- კონტრაგენტები, საქონელი, თანამშრომლები — ხელით ან Excel-ით.
- ეროვნული ბანკის კურსები აღრიცხვის დაწყებიდან.
- თანამშრომლები და უფლებები; საწყისი პაროლების შეცვლა.
რას შეიცავს სახელმძღვანელო
- დასაწყისი: პროგრამის ფანჯარა, ორგანიზაციის დაყენება, ანგარიშთა გეგმა, საწყისი ნაშთები.
- ყოველდღიური აღრიცხვა: კონტრაგენტები, შესყიდვები, რეალიზაცია, სამეურნეო ოპერაციები, მარაგები, ფული, ამონაწერი, ჟურნალი.
- გადასახადები და პერსონალი: დღგ და გადასახადები, RS.ge, ხელფასი და დივიდენდი, ძირითადი საშუალებები, ვალუტა, კრედიტები, წარმოება.
- ანგარიშგება და დახურვა: ანგარიშგება, სრული მაგალითი, პერიოდები და წლის დახურვა.
- ადმინისტრირება: თანამშრომლები და აუდიტი, Activi-ს პროგრამებთან კავშირი, იმპორტი და API, ქსელი და ბაზები, ბექაპი, ლიცენზია, განახლებები, დახმარება, ხშირი კითხვები.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.