ბანკის ამონაწერის იმპორტი: MT940, Excel და CSV, ამოცნობა ს/კ-ით და წესებით, ავტომატური გატარება
ბანკის ამონაწერი Activi ბუღალტერიაში — MT940, Excel (.xlsx) და CSV ფაილი, სვეტების ამოცნობა სათაურებით (თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი, პროკრედიტი, ბაზისი), დუბლიკატები, კონტრაგენტის ამოცნობა ს/კ-ით და IBAN-ით, ამონაწერის წესები, ავტომატური და ხელით გატარება, გამოტოვება, შეჯერება.
ბანკის ოპერაციები ხელით აკრეფის ნაცვლად ამონაწერის ფაილით შემოდის: „ფული“ → „ამონაწერი“.
ფაილის შემოტანა
- „— საბანკო ანგარიში —“ — რომელ ანგარიშზეა ამონაწერი.
- ფორმატის ჩამონათვალი („ავტომატური (სვეტების სათაურებით)“, თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი, პროკრედიტი, ბაზისი, MT940).
- „ამონაწერის ფაილი (MT940, .xlsx, .csv)“ → ფაილის არჩევა → „შემოტანა: ფაილის სახელი“.
- შედეგი: „დაემატა N, დუბლიკატი M“ (MT940-ში — „ბოლო ნაშთი ბანკში …“).
სვეტები იცნობა სათაურებით — ქართულიც და ინგლისურიც: თარიღი („თარიღი“, „ოპერაციის თარიღი“, „date“), დებეტი / კრედიტი ან თანხა (ნიშნით), დანიშნულება, პარტნიორი, პარტნიორის საიდენტიფიკაციო კოდი, პარტნიორის ანგარიში, საბუთის №, ვალუტა. თარიღი — 20.09.2026, 2026-09-20 ან Excel-ის თარიღი; თანხა — 1 234,56 ან 1,234.56. MT940 იკითხება სტანდარტით (:61:, :86:).
შენიშვნა: 2.38-ში ფორმატის ჩამონათვალი (ბანკის არჩევა) შემოტანაზე გავლენას არ ახდენს — სვეტები ყოველთვის სათაურებით იცნობა. თუ ფაილის სათაურები უცნაურია, გადაარქვით მათ ჩვეული სახელები.
ერთი და იგივე ოპერაცია (დღე, თანხა, მიმართულება, დანიშნულება) ორჯერ არ შემოვა — მეორე შემოტანისას „დუბლიკატად“ ჩაითვლება.
მაგალითის ფაილი
სექტემბრის ამონაწერი (CSV, ;-ით):
| თარიღი | დებეტი | კრედიტი | დანიშნულება | პარტნიორი | პარტნიორის საიდენტიფიკაციო კოდი |
|---|---|---|---|---|---|
| 20.09.2026 | 3000.00 | ანგარიშსწორება ინვოისით SI-0917 | შპს „სანიმუშო იმპორტი“ | 999000201 | |
| 25.09.2026 | 5000.00 | გადახდა ხელშეკრულებით № 12 | შპს „სანიმუშო კაფე“ | 999000301 | |
| 28.09.2026 | 2.50 | საბანკო მომსახურების საკომისიო | სანიმუშო ბანკი |
დამუშავება

სიაში — სტატუსი „დასამუშავებელი“ / „გატარებული“ / „გამოტოვებული“ / „ყველა“. ყოველ ოპერაციას აქვს „შეთავაზება“, რომელიც ასე იძებნება (ამ რიგით):
- ამონაწერის წესი — „პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „ანალიტიკა“ → „ამონაწერის წესები“: „ტექსტი შეიცავს“, მიმართულება, დანიშნულება, ანგარიში (მაგ. „საკომისიო“ → საბანკო მომსახურება, 7370);
- პარტნიორის ს/კ — კონტრაგენტი ამ ს/კ-ით → შემოსავალზე „მყიდველის გადახდა“, გასავალზე „მომწოდებლის გადახდა“;
- პარტნიორის IBAN — კონტრაგენტის IBAN-ით;
- სახელი ტექსტში — კონტრაგენტის დასახელება დანიშნულებაში ან პარტნიორში;
- სიტყვები — „საკომისიო“, „commission“, „fee“ → საბანკო მომსახურება; „ხაზინა“, „treasury“,
101001000→ გადასახადი (დღგ).
„გატარება“ ოპერაციასთან → ფანჯარა: დანიშნულება, კონტრაგენტი / თანამშრომელი / გადასახადი / მუხლი / ანგარიში (შეთავაზებით შევსებული) → „გატარება“. იქმნება და ტარდება საბანკო ჩარიცხვა (ბშ-) ან გადარიცხვა (ბგ-), ოპერაცია „გატარებულზე“ გადადის დოკუმენტის ნომრით.

„ავტომატური გატარება (წესები, ს/კ)“ — ერთბაშად ატარებს ყველაფერს, რაც წესით, ს/კ-ით, IBAN-ით ან სიტყვებით იცნობა; სახელით ნაპოვნს ტოვებს ხელით შესამოწმებლად. შედეგი: „ავტომატურად გატარდა N, დარჩა M“. მაგალითში სამივე ოპერაცია ავტომატურად გატარდა:
| ოპერაცია | დოკუმენტი | გატარება |
|---|---|---|
| 20.09 გადარიცხვა 3 000,00 | ბგ-000001 | 3110 / 1210 (შპს „სანიმუშო იმპორტი“) |
| 25.09 ჩარიცხვა 5 000,00 | ბშ-000001 | 1210 / 1410 (შპს „სანიმუშო კაფე“) |
| 28.09 საკომისიო 2,50 | ბგ-000002 | 7370 / 1210 |

ოპერაცია, რომელიც უკვე სხვაგან არის გატარებული (მაგ. ხელით შექმნილი გადარიცხვა), გამოტოვეთ (⊘) — თორემ ორჯერ ჩაიწერება.
შემოწმება
„ფული“ → „შეჯერება ბანკთან“ — ბანკის და წიგნების თანხები დღეების მიხედვით; სხვაობა 0 უნდა იყოს (თავი ფული).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.