Activi
Activi ბუღალტერია · თავი 15

RS.ge: სერვის-მომხმარებელი, ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებიდან მიღება, შედარება წიგნებთან, ს/კ-ით სახელი

RS.ge-სთან მუშაობა Activi ბუღალტერიაში — ორგანიზაციის საკუთარი RS.ge სერვის-მომხმარებელი, ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გადმოწერა, მიღებული ზედნადებიდან საქონლის მიღების დოკუმენტი, RS.ge ↔ წიგნების შედარება დღგ-ით და ზედნადებებით, კონტრაგენტის სახელი ს/კ-ით, ხელფასის განაცემების ფაილი.

Activi ბუღალტერია RS.ge-ს (შემოსავლების სამსახურის) ოფიციალურ ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სერვისს უკავშირდება მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის საკუთარი სერვის-მომხმარებლით. Activi-ს ან სხვისი ანგარიში არასდროს გამოიყენება; სანამ სერვის-მომხმარებელს არ შეიყვანთ, RS.ge-ს არცერთი ფუნქცია არ მუშაობს.

შენიშვნა: ამ სახელმძღვანელოს სურათებში RS.ge-სთან კავშირი ჩართული არ არის — ამიტომ RS.ge-ს სიები ცარიელია.

სერვის-მომხმარებელი

  1. RS.ge-ს კაბინეტში: მომხმარებელი → სერვისის მომხმარებელი — შექმენით (მაგ. yourname:404123456) და პაროლი.
  2. Activi ბუღალტერიაში: „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“ → „შენახვა“ → „კავშირის შემოწმება“.
RS.ge-ს ბარათი: სერვისის მისამართი, სერვის-იუზერი, პაროლი, „კავშირის შემოწმება“
RS.ge-ს ბარათი: სერვისის მისამართი, სერვის-იუზერი, პაროლი, „კავშირის შემოწმება“

პაროლი ბაზაში დაშიფრულად ინახება, ეკრანზე და JSON სარეზერვო ფაილში არ ჩანს.

RS.ge დოკუმენტები

„გადასახადები და RS.ge“ → „RS.ge დოკუმენტები“: „ზედნადებები“ / „ანგარიშ-ფაქტურები“, „გაცემული“ / „მიღებული“, პერიოდი; „გადმოწერა RS.ge-დან“ ჩამოტვირთავს არჩეული პერიოდის დოკუმენტებს; „+ ახალი ზედნადები“ — ზედნადების გამოწერა.

RS.ge დოკუმენტები: ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები, გაცემული / მიღებული, „გადმოწერა RS.ge-დან“
RS.ge დოკუმენტები: ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები, გაცემული / მიღებული, „გადმოწერა RS.ge-დან“

ზედნადებიდან საქონლის მიღება

„ზედნადები → მიღება“ (იგივეა „შესყიდვები“ → „RS.ge ზედნადებები → მიღება“): მიღებული ზედნადებები — ნომერი, გამყიდველი, ს/კ, თარიღი, თანხა. საწყობის არჩევა → „მიღების დოკუმენტი“: იქმნება „საქონლის მიღება“ დრაფტად — მომწოდებელი ს/კ-ით (თუ არ არის — იქმნება), საქონელი შტრიხკოდით / RS-ის კოდით / სახელით (თუ ვერ მოიძებნა — ახალი ბარათი), შენიშვნა „RS ზედნადები №…“. შეამოწმეთ და გაატარეთ. ერთი ზედნადებიდან მიღება ორჯერ არ იქმნება.

ზედნადები → მიღება: გაფრთხილება და მიღებული ზედნადებების სია
ზედნადები → მიღება: გაფრთხილება და მიღებული ზედნადებების სია

ყურადღება: Activi-ს სალაროს პროგრამაში იგივე ზედნადები შეიძლება „მარაგში შეტანით“ უკვე იყოს შემოტანილი — ერთი ზედნადები ორჯერ ნუ შეიტანება.

RS.ge ↔ წიგნები

თითოეული კონტრაგენტისთვის (ს/კ) პერიოდში: RS: მიღ. დღგ ↔ წიგნები: ჩასათვ., RS: გაც. დღგ ↔ წიგნები: გადასახ., RS ზედნადები ↔ მიღება და სხვაობები — რისი შემოწმებაა საჭირო დეკლარაციამდე. „RS.ge-დან გადმოწერა (ზედნადები + ფაქტურა)“ — ჯერ ჩამოტვირთავს. რეალიზაციის ჟურნალის სვეტი „RS ფაქტურა“ იმავე მონაცემით ავსებს თითოეული დოკუმენტის ფაქტურის სტატუსს.

RS.ge ↔ წიგნები: მიღებული და გაცემული დღგ, ზედნადებები და მიღებები
RS.ge ↔ წიგნები: მიღებული და გაცემული დღგ, ზედნადებები და მიღებები

სხვა

  • სახელი ს/კ-ით — ახალი კონტრაგენტის ფორმაში „RS.ge-დან“ (თავი კონტრაგენტები).
  • ხელფასის განაცემები — უწყისიდან „RS.ge განაცემები“ (Excel, დეკლარაციის სვეტებით) — ატვირთეთ RS.ge-ზე ხელით, შეადარეთ RS-ის მიმდინარე შაბლონს (თავი ხელფასი).
  • დეკლარაციები (დღგ, საშემოსავლო, მოგების) RS.ge-ზე პროგრამიდან არ იგზავნება — ციფრები მზადდება „გადასახადები“ და „ანგარიშგება“ გვერდებზე.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.