Activi
Activi ბუღალტერია · თავი 26

იმპორტი, ექსპორტი და API: Excel / CSV, ჯგუფური ცვლილება, ფაილები ჩანაწერებზე, ლოკალური REST API

მონაცემები Activi ბუღალტერიაში და იქიდან — Excel / CSV იმპორტი (ანგარიშთა გეგმა, კონტრაგენტები, საქონელი, საწყისი ნაშთები, დოკუმენტები, ხელფასის სია, ხაზინა), დამატება და ჩანაცვლება, ცხრილის ჩასმა, ექსპორტი Excel / CSV, ჯგუფური ცვლილება, მიმაგრებული ფაილები, ლოკალური REST API.

იმპორტი

ერთნაირი ფანჯარა ყველგან: „ფაილი (.xlsx, .csv, .txt)“ ან ცხრილის ჩასმა (Excel-იდან კოპირება → ველში ჩასმა), „შაბლონი“ (ცარიელი Excel სწორი სვეტებით), სვეტების შესაბამისობა (სათაურით თავისით; სავალდებულო ველი ∗-ით), წინასწარი ნახვა (7 სტრიქონი) და „შემოტანა (N)“ — „დაემატა N, განახლდა N, გამოტოვდა N“. „დამატება“ — მხოლოდ ახალი; „ჩანაცვლება / განახლება“ — არსებულიც განახლდება. ერთ ფაილში — 50 000 სტრიქონამდე; შეცდომისას პირველი 12 პრობლემა ჩანს სტრიქონის ნომრით.

სადრა
ანგარიშთა გეგმა → „იმპორტი“კოდი, დასახელება, ტიპი, ვალუტა
კონტრაგენტები → „იმპორტი“დასახელება, ს/კ, სახე, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, IBAN, ბანკი, ვადა
მარაგები → „საქონელი“ → „იმპორტი“დასახელება, კოდი, შტრიხკოდი, ერთეული, ფასი, სახე, დღგ %
საწყისი ნაშთებიანგარიშები, დებიტორები / კრედიტორები, მარაგი (თავი საწყისი ნაშთები)
ძირითადი საშუალებები → „საწყისი ნაშთები“ღირებულება, დაგროვილი ცვეთა, დარჩენილი ვადა
სამეურნეო ოპერაციები → „Excel-იდან“მიღება, მიწოდება, გადაადგილება, ჩამოწერა (დრაფტად)
ხელფასის უწყისი → „დარიცხვების სია Excel-იდან“პირადი № / სახელი, ხელფასი, პრემია, კვება …
ფული → „ამონაწერი“MT940, Excel, CSV (თავი ამონაწერი)
გადასახადები → „ხაზინა“ხაზინის ამონაწერი

FINA-დან, ORIS-დან ან სხვა პროგრამიდან გადმოსვლა: იქიდან ამოიღეთ Excel-ში ანგარიშთა გეგმა, კონტრაგენტები, საქონელი და ბრუნვითი უწყისი დაწყების დღეზე → შემოიტანეთ ამ რიგით → ნაშთები შეადარეთ.

ექსპორტი

ყველა ცხრილს აქვს „ექსპორტი“ (Excel, CSV, კოპირება — ხედავთ რასაც, ფილტრებით); ანგარიშგებას — „Excel“, „CSV“, „კოპირება“, „ბეჭდვა“. ცალკე ფაილები: უწყისი, RS.ge განაცემები, საპენსიო, ბანკის ფაილი, გადახდის დავალებები, SARAS, მყიდველის ამონაწერი.

ჯგუფური ცვლილება

სიაში ჩანიშნეთ ჩანაწერები → „ჯგუფური ცვლილება“: კონტრაგენტები (სახე, ვადა, დღგ-ს გადამხდელი, გაუქმება), საქონელი (სახე, დღგ %, ანგარიში, ერთეული, ფასი), დოკუმენტები (გატარება / გაუქმება).

ფაილები ჩანაწერებზე

„ფაილის მიმაგრება“ — გატარებაზე, დოკუმენტზე, საქონელზე, კონტრაგენტზე, ძ.ს.-ზე, თანამშრომელზე, სესხზე, ხელშეკრულებაზე: PDF, Word, Excel, CSV, სურათი — 5 მბ-მდე, ერთ ჩანაწერზე 25 მბ-მდე. ფაილი ბაზაში ინახება და ბექაპში ხვდება; სახელზე დაჭერა — ჩამოტვირთვა.

API

„პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „API“ — ლოკალური REST API იმავე კომპიუტერზე / ქსელში: POST /api/login {username, password} → token; შემდეგ Authorization: Bearer <token> და X-CloudPos-Brand: cloudacc. ცხრილში — ბუღალტერიის ყველა მისამართი (მეთოდი, მისამართი). ყოველი მოთხოვნა იმავე უფლებებით მოწმდება, რაც პროგრამაში. ჩაშენებული მაკრო-ენის ნაცვლად — ოპერაციის შაბლონები (თავი ჟურნალი) და ეს API.

API: ბუღალტერიის მისამართების სია
API: ბუღალტერიის მისამართების სია

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.