Activi
Activi ბუღალტერია · თავი 2

პროგრამის ფანჯარა: მენიუ, მიმოხილვა, პერიოდის ზოლი, ცხრილები და „ციფრიდან დოკუმენტამდე“

Activi ბუღალტერიის ფანჯარა: მენიუს ჯგუფები, გვერდი „მიმოხილვა“, ზედა ზოლი, პერიოდის ზოლი (ეს თვე, წინა თვე, კვარტალი, წელი), ცხრილები ძიებით, დაჯგუფებით და ექსპორტით, დოკუმენტის ფანჯარა და ციფრის გახსნა გატარებამდე და ავტორამდე.

მენიუ

მარცხენა მენიუ: მთავარი, აღრიცხვა, ანგარიშგება, სისტემა, მენეჯმენტი
მარცხენა მენიუ: მთავარი, აღრიცხვა, ანგარიშგება, სისტემა, მენეჯმენტი
ჯგუფიგვერდები
მთავარიმიმოხილვა · რეალიზაცია · შესყიდვები · სამეურნეო ოპერაციები · ფული: სალარო და ბანკი · ჟურნალი (გატარებები)
აღრიცხვაკონტრაგენტები და ვალები · მარაგები · ძირითადი საშუალებები · ხელფასი და დივიდენდი · კრედიტები · წარმოება
ანგარიშგებაგადასახადები და RS.ge · ანგარიშგება · ვალუტა და კურსები
სისტემასერვისების ჩაბმა · თანამშრომლები · ჩემი პროფილი · პარამეტრები
მენეჯმენტიინვოისები

გვერდი ჩანს მხოლოდ იმას, ვისაც შესაბამისი უფლება აქვს: ბუღალტერიის გვერდები — „ბუღალტერია: ნახვა“, „ანგარიშგება“ — „ბუღალტერია: ანგარიშგება“, „თანამშრომლები“ და „პარამეტრები“ — ადმინისტრატორს (ბუღალტერიის უფლების მქონე სხვა თანამშრომელს „პარამეტრებში“ მხოლოდ ჩანართი „ბუღალტერია“ უჩანს). მენიუს ზემოთ ღილაკი მენიუს აკეცავს; ქვემოთ ჩანს ორგანიზაცია, ბაზა და ვერსია („Activi ბუღალტერია v2.38.0 · შემოწმება“).

შენიშვნა: „ინვოისები“ არის Activi-ს ზოგადი ინვოისის (ანგარიშის) ბეჭდვის გვერდი. ბუღალტრული დოკუმენტები (მიწოდება, პროფორმა) იქმნება „რეალიზაციაში“ — „ინვოისების“ ფურცელი ბუღალტერიაში არ ტარდება.

ზედა ზოლი

გვერდის სახელი, პროგრამის საათი და თარიღი, „დახმარება“ (სამაშველო რგოლი), ღია / მუქი თემა, თქვენი სახელი და როლი, გასვლა. საცდელ პერიოდში ზოლის ქვემოთ — „საცდელი პერიოდი — დარჩა N დღე. გაააქტიურეთ ლიცენზია.“

მიმოხილვა

ველი „თარიღზე“ — რა თარიღის მდგომარეობა ჩანს (თვის დასაწყისიდან ამ დღემდე). ბარათები:

ბარათირას აჩვენებსდაჭერით
ფული (სალარო + ბანკი)ყველა სალაროს და ანგარიშის ნაშთი ლარში, თითოეული — თავის ვალუტაში„ფული“
დებიტორებიმყიდველების დავალიანება„რეალიზაცია“ → „ვინ გვმართებს“
კრედიტორებიმომწოდებლებისთვის გადასახდელი„შესყიდვები“ → „ვის ვმართებთ“
მარაგისაქონელი, მასალა, პროდუქცია„მარაგები“ → „ნაშთები“
გადასახდელი დღგდარიცხული − ჩასათვლელი„გადასახადები და RS.ge“
მოგება (ამ თვე)შემოსავალი − ხარჯი—

ქვემოთ: „შემოსავალი და ხარჯი — 12 თვე“, „სწრაფი მოქმედებები“ (შესყიდვა, რეალიზაცია, გადარიცხვა, სალაროს ორდერი, გატარება, ამონაწერი, ხელფასი, ანგარიშგება), კურსები და გაფრთხილება „გაუტარებელი დოკუმენტი: N — ნახვა“. ბოლოს — მალსახმობები სხვა განყოფილებებზე, მათ შორის „პერიოდები“.

პერიოდის ზოლი

ჟურნალებს და ანგარიშებს ზემოთ აქვთ ერთნაირი ზოლი: „ეს თვე“, „წინა თვე“, „კვარტალი“, „წელი“, „წინა წელი“ და ორი თარიღი („დან — მდე“). ანგარიშგებაში დამატებით:

  • „ერთი პერიოდი“ / „თვეებად“ / „კვარტლებად“ / „წლებად“ — სვეტები პერიოდების მიხედვით;
  • ვალუტა: „ლარში (GEL)“, „USD-ში (მეორე საბაზო)“ ან „მხოლოდ USD ოპერაციები“;
  • „ყველა ხარჯების ცენტრი“ ან ერთი ცენტრი.

ცხრილები

ყველა სიას აქვს: ძიება (ყველა სვეტში), „დაჯგუფების გარეშე“ → დაჯგუფება სვეტით (ჯამებით), სვეტის სათაურზე დაჭერა — დალაგება, „ექსპორტი“ (Excel, CSV, კოპირება), ბოლო ხაზი „სულ გვერდზე“ და გვერდები. სტრიქონზე დაჭერა ხსნის ჩანაწერს. ზოგ სიაში მარცხნივ არის ჩასანიშნი — ჯგუფური მოქმედებისთვის (მაგ. რამდენიმე დოკუმენტის ერთად გატარება).

დოკუმენტის ფანჯარა

დოკუმენტი (მიღება, მიწოდება …) იხსნება დიდ ფანჯარაში: ზემოთ — სათაური და ნომერი, „დრაფტი“ ან „გატარებულია …“; შუაში — ველები და ხაზები, ჯამები; გატარების შემდეგ — „გატარება #N“ ანგარიშებით და „მარაგის მოძრაობა — პარტიები“, „ფაილის მიმაგრება“ და „ისტორია“. ქვემოთ ღილაკები: „შენახვა“, „შენახვა და გატარება“, „გატარების გაუქმება“, „წაშლა“, ასლი სხვა სახით, „ბეჭდვა“.

ციფრიდან დოკუმენტამდე

ანგარიშგების ყოველი ციფრი იხსნება: ბრუნვითი უწყისის ანგარიშზე დაჭერა → ანგარიშის ბარათი (ყოველი ხაზი, კორესპონდენცია, ნაშთი) → ხაზზე დაჭერა → გატარება (ანგარიშები, ანალიტიკა, შექმნის და შეცვლის ავტორი, ისტორია) → „წყარო: …“ → „გახსნა“ — თავად დოკუმენტი. თავი ანგარიშგება.

მალსახმობები

F11 — სრული ეკრანი; ფანჯრებში Esc — დახურვა; არჩევის ველებში ↑ ↓ და Enter.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.