Activi
Activi ბუღალტერია · თავი 23

პერიოდები და წლის დახურვა: თვის დახურვა, მოგება-ზარალის დახურვა 5330-ზე, გახსნა მიზეზით, ჩაკეტვა თარიღამდე, წლის დახურვა

პერიოდების მართვა Activi ბუღალტერიაში — თვის დახურვა და გახსნა უფლებით და მიზეზით, მოგება-ზარალის დახურვა 5330-ზე, პერიოდის ჩაკეტვა თარიღის ჩათვლით, წლის დახურვა გაუნაწილებელ მოგებაზე (5310) და ავტომატური ჩაკეტვა, რა იბლოკება დახურულ პერიოდში.

„პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „პერიოდები“ (ან მიმოხილვაში „პერიოდები“).

პერიოდები: ჩაკეტვა და წლის დახურვა, მოგება-ზარალის დახურვა, თვეები — სექტემბერი დახურულია
პერიოდები: ჩაკეტვა და წლის დახურვა, მოგება-ზარალის დახურვა, თვეები — სექტემბერი დახურულია

თვის დახურვა

ცხრილში — ყოველი თვე, რომელშიც გატარებაა (და მიმდინარე): თვე, სტატუსი („ღია“ / „დახურული“), ვინ და როდის დახურა, შენიშვნა.

  1. თვის ყველა ოპერაცია გატარებულია (ცვეთა, ხელფასი, გადაფასება), ბრუნვითი უწყისი შემოწმებულია.
  2. თვესთან „დახურვა“ (უფლება „ბუღალტერია: ანგარიშთა გეგმა და პარამეტრები“).
  3. კითხვა: „დახურულ თვეში ვერაფერი შეიცვლება … დავხურო თვის მოგება-ზარალიც (5330)?“ — „კი, მოგება-ზარალითაც“: დამატებით იქმნება გატარება, რომელიც თვის შემოსავლებს და ხარჯებს 5330 „საანგარიშგებო პერიოდის მოგება / ზარალი“-ზე ხურავს.
თვის დახურვის კითხვა
თვის დახურვის კითხვა

ყურადღება: 2.38-ში ამ ფანჯარაში „გაუქმება“ თვის დახურვას არ აჩერებს — თვე მაინც იხურება, უბრალოდ მოგება-ზარალის 5330-ზე დახურვის გარეშე („თვე დაიხურა“). თუ დახურვა არ გინდოდათ, თვე გახსენით (იხ. ქვემოთ).

მომავალი თვე ვერ დაიხურება. დახურულ თვეში ვერ შეიქმნება, შეიცვლება ან წაიშლება დოკუმენტი, გატარება, ხელფასი, ცვეთა, ფულის ოპერაცია: „2026-09 თვე დახურულია — … ვერ შეიცვლება (გახსნა: პარამეტრები → ბუღალტერია → პერიოდები)“. Activi-ს სხვა პროგრამიდან იმპორტიც დახურულ პერიოდს არ ეხება.

თვის გახსნა

„გახსნა“ ჩანს უფლების „ბუღალტერია: დახურული პერიოდის გახსნა“ მქონეს. საჭიროა მიზეზი („გახსნის მიზეზი (ჩაიწერება აუდიტში)“); შენიშვნაში ჩაიწერება „გაიხსნა: …“, აუდიტში — ვინ, როდის, რატომ.

მოგება-ზარალის დახურვა 5330-ზე

ბარათი „მოგება-ზარალის დახურვა (5330-ზე)“ — ნებისმიერი პერიოდისთვის (თვე, კვარტალი): „დახურვა“ → „დაიხურა: შედეგი …“. იმავე დღის ხელახალი დახურვა წინას ცვლის. მოგება-ზარალის ანგარიშგება ამ გატარებებს არ ითვალისწინებს — ის ისევ ნამდვილ შემოსავალ-ხარჯს აჩვენებს.

ჩაკეტვა თარიღის ჩათვლით და წლის დახურვა

ბარათი „პერიოდის ჩაკეტვა და წლის დახურვა“ (მხოლოდ ადმინისტრატორი):

  • „ჩაკეტვა თარიღის ჩათვლით“ → თარიღი → „ჩაკეტვა“ — ამ დღემდე ყველაფერი იბლოკება (მომავალი თარიღით არა). „ჩაკეტვის მოხსნა“ — უკან. ჩაკეტილ პერიოდში თვეს ვერც „გახსნით“ — ჯერ ჩაკეტვის თარიღი შეცვალეთ.
  • „წლის დახურვა“ → წელი → „დახურვა“: წლის ყველა შემოსავალი და ხარჯი (და 5330, თუ თვეები უკვე იხურებოდა) ერთი გატარებით გადადის 5310 „გაუნაწილებელი მოგება“-ზე — „2025 დაიხურა — მოგება …“. შემდეგ წელი ავტომატურად იკეტება 31 დეკემბრის ჩათვლით. ერთი წელი ორჯერ არ იხურება („ეს წელი უკვე დახურულია“); მიმდინარე წლის დახურვა დღევანდელი თარიღით ტარდება.

რჩევა: წლის დახურვამდე: ბოლო თვის ცვეთა და გადაფასება, ინვენტარიზაცია, დებიტორების და კრედიტორების შედარების აქტები, ბექაპი („პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბექაფის შექმნა ახლა“).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.