ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარება
Activi ბუღალტერია — პრობლემების მოგვარება: გატარება არ დაბალანსდა, ავტომატური გატარება არ იცვლება, თვე დახურულია, ნაშთი გაორმაგდა, მარაგში არ არის, დღგ არ ემთხვევა, კურსი უცნობია, ამონაწერი არ შემოდის, ხელფასის განაკვეთები, ცვეთა არ დაირიცხა, ოპერატორი ვერაფერს ხედავს, პროგრამის დაკავშირება და სხვა.
თუ პრობლემა აქ არ არის, გამოიყენეთ „დახმარება“ (თავი დახმარება და Activi Remote).
გატარებები და დოკუმენტები
„გატარება არ არის დაბალანსებული (დებეტი … ≠ კრედიტი …)“
ხელით გატარებაში დებეტისა და კრედიტის ჯამი უნდა ემთხვეოდეს; „შენახვა“ მხოლოდ „დაბალანსებულია ✓“-ზე ირთვება. ვალუტის ხაზზე შეამოწმეთ კურსი — ლარი = თანხა × კურსი.
„ავტომატური გატარება იქმნება ოპერაციიდან — შეცვალეთ თავად ოპერაცია“
დოკუმენტის, ხელფასის, ცვეთის, გადაფასების გატარება ჟურნალიდან არ იცვლება. გახსენით წყარო („წყარო: …“ → „გახსნა“) და იქ — „გატარების გაუქმება“, შეცვლა, ხელახლა გატარება.
„ჯგუფის (სათაურის) ანგარიშზე გატარება არ შეიძლება“
1-, 2-ნიშნა ანგარიშები (1, 11, 12 …) სათაურებია — აირჩიეთ ქვეანგარიში (1110, 1210 …).
„2026-09 თვე დახურულია — … ვერ შეიცვლება“
თვე დახურულია ან პერიოდი ჩაკეტილია. გახსნა — „პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „პერიოდები“ → „გახსნა“ (უფლება „დახურული პერიოდის გახსნა“ და მიზეზი); ჩაკეტვას ცვლის ადმინისტრატორი (თავი პერიოდები).
თვის დახურვის კითხვაზე „გაუქმება“ დავაჭირე, მაგრამ თვე მაინც დაიხურა
2.38-ში ასეა: „გაუქმება“ მხოლოდ მოგება-ზარალის 5330-ზე დახურვას ტოვებს. გახსენით თვე „გახსნით“.
დოკუმენტი გავატარე — სიაში „დრაფტია“
„შენახვა“ მხოლოდ ინახავს. გამოიყენეთ „შენახვა და გატარება“ ან სიაში ჩანიშნეთ → „გატარება (N)“.
საწყისი ნაშთები
ნაშთი გაორმაგდა
ფაილი ორჯერ შემოვიდა რეჟიმით „დამატება“. შემოიტანეთ ხელახლა რეჟიმით „ჩანაცვლება / განახლება“ იმავე თარიღით — ის საწყის ნაშთს ხელახლა ატარებს (თუმცა „დამატებით“ შექმნილი ძველი გატარებები ცალკე რჩება — მათი თანხა გაასწორეთ საპირისპირო ხელით გატარებით).
საწყისი ნაშთები 1 იანვრით ჩაიწერა
„საწყისი ნაშთების“ ჩანართზე თარიღი ნაგულისხმევად მიმდინარე წლის 1 იანვარია — ფაილის არჩევამდე შეცვალეთ დაწყების დღეზე.
მარაგი
„„…“: მთავარი საწყობი მარაგშია N — საჭიროა M“
საწყობში საკმარისი რაოდენობა არ არის (შესაძლოა საქონელი სხვა საწყობშია ან მიღება ჯერ დრაფტია). შეამოწმეთ „მარაგები“ → „ნაშთები“. უარყოფითი ნაშთი ირთვება „პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „უარყოფითი ნაშთის დაშვება“ (გირჩევთ არ ჩართოთ).
ძველი მიღება შევცვალე — გაყიდვის თვითღირებულება შეიცვალა
ასეა სწორი: წარსული თარიღის ცვლილებისას თვითღირებულება თარიღების მიხედვით თავიდან ითვლება.
დღგ და გადასახადები
„დღგ“-ს ჩანართზე გადახდილი დღგ დარიცხულიდან აკლდება
2.38-ის თავისებურებაა — დარიცხვა და გადახდა ცალ-ცალკე ჩანს „ბიუჯეტის გადასახადებში“ (თავი დღგ და გადასახადები).
დღგ RS.ge-ს ფაქტურებს არ ემთხვევა
„გადასახადები და RS.ge“ → „RS.ge ↔ წიგნები“ აჩვენებს სხვაობას კონტრაგენტებით (ჯერ „RS.ge-დან გადმოწერა“ — თქვენი სერვის-მომხმარებლით).
დეკლარაციას პროგრამა RS.ge-ზე აგზავნის?
არა — პროგრამა ციფრებს და Excel ფაილებს ამზადებს, დეკლარაცია RS.ge-ზე ივსება.
ვალუტა
„USD-ის კურსი … -ზე უცნობია“
ჩატვირთეთ კურსი: „ვალუტა და კურსები“ → „ეროვნული ბანკიდან“ (ან „პერიოდის კურსები“), ინტერნეტის გარეშე — „ხელით“.
„ეროვნული ბანკის საიტთან კავშირი ვერ დამყარდა“
ინტერნეტი არ არის ან ბანკის საიტი არ პასუხობს — შეიყვანეთ კურსი ხელით ან სცადეთ მოგვიანებით.
ბანკი
ამონაწერი: „ფაილში ვერცერთი ოპერაცია ვერ ამოვიკითხე“
სვეტები სათაურით ვერ იცნო. ფაილში უნდა იყოს თარიღი და დებეტი / კრედიტი (ან თანხა) — გადაარქვით სათაურებს „თარიღი“, „დებეტი“, „კრედიტი“, „დანიშნულება“, „პარტნიორი“, „პარტნიორის საიდენტიფიკაციო კოდი“.
ავტომატურმა გატარებამ ზოგი ოპერაცია დატოვა
სახელით ნაპოვნი კონტრაგენტი ხელით შესამოწმებლად რჩება. დაამატეთ კონტრაგენტს ს/კ ან IBAN, ან შექმენით ამონაწერის წესი.
ხელფასი და ძ.ს.
განაკვეთები შეიცვალა — სად შევცვალო?
„ხელფასი და დივიდენდი“ → „ფორმულები“ (უფლება „პარამეტრები“). გატარებული უწყისები ძველი ფორმულით რჩება.
„ამ თვის უწყისი უკვე არსებობს“
ერთ თვეს ერთი თვის უწყისი აქვს — დამატებითისთვის „დამატებითი უწყისი (პრემია)“ სახელით.
ცვეთა: „ამ თვეზე დასარიცხი ცვეთა არ არის“
ცვეთა იწყება ექსპლუატაციაში შეყვანის მომდევნო თვიდან და ერთ თვეზე ერთხელ ირიცხება.
წვდომა და კავშირი
ოპერატორი შედის, მაგრამ მენიუ ცარიელია
როლს „ოპერატორი“ ნაგულისხმევად ბუღალტერიის უფლებები არ აქვს. „თანამშრომლები“ → ✎ → „ინდივიდუალური უფლებები“ → „ბუღალტერია: ნახვა“ და სხვა.
ხელფასის თანხები „•••“-ით ჩანს
საჭიროა უფლება „ბუღალტერია: ხელფასები (პირადი მონაცემები)“.
პროგრამის დაკავშირება: „დაკავშირების კოდი არ არის ან ვადაგასულია“
კოდი 10 წუთი მოქმედებს და ერთჯერადია — აიღეთ ახალი იმ პროგრამის „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ბუღალტერიასთან დაკავშირება“.
იმპორტირებული ოპერაციები ბუღალტერიაში არ ჩანს
ჩანართი „ანგარიშები“: შესაბამისობის გარეშე ანგარიშის ჩანაწერი არ შემოდის — მიუთითეთ ანგარიში და გაიმეორეთ „იმპორტი“. დახურულ / ჩაკეტილ თვეში იმპორტი არ ხდება.
ლიცენზია და ბაზები
როგორ ვაწარმოო ორი კომპანია?
თითოს ცალკე ბაზა: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ახალი ბაზა“.
პროგრამა დაიბლოკა
საცდელი პერიოდი ან ლიცენზია ამოიწურა — ადმინისტრატორმა შეიყვანოს კოდი (თავი ლიცენზია). მონაცემები არ იკარგება.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.