ბექაპი და აღდგენა: ავტომატური ასლები, სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი, განულება, კომპიუტერის შეცვლა
Activi ბუღალტერიის მონაცემების დაცვა — ყოველდღიური ავტომატური ასლები და მათგან აღდგენა, ხელით ასლი, JSON სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი Activi-ს სერვერზე, ბაზის სრული განულება, კომპიუტერის შეცვლა.
ყველაფერი ამ თავში — „პარამეტრები“ → „მონაცემები“ (ადმინისტრატორი; ქსელში — მთავარ კომპიუტერზე). ყოველი ორგანიზაციის (ბაზის) ბექაპი ცალკეა.
ავტომატური ბექაფი
პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — %APPDATA%\CloudPos\data-cloudacc\backups; ინახება ბოლო 14 ასლი. ბარათი „ავტომატური ბექაფი“: „ბოლო ბექაფი“, „შენახული ასლები“, „ბექაფის შექმნა ახლა“ (მაგ. წლის დახურვის, დიდი იმპორტის ან ნაშთების გადატანის წინ), ასლების სია („დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“) და „აღდგენა“.

აღდგენა: დარწმუნდით, რომ სხვა კომპიუტერზე არავინ მუშაობს → ასლთან „აღდგენა“ → დადასტურება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება — „აღდგენამდე“) → „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“. ასლის შემდეგ შეყვანილი ყველაფერი ქრება — აღდგენა ბოლო საშუალებაა.
ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე დისკზეა — პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან.
სარეზერვო ფაილი
ბარათი „მონაცემები“: „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ — cloudpos-backup_თარიღი.json: ყველა მონაცემი, მათ შორის ბუღალტერიის დოკუმენტები, გატარებები, მიმაგრებული ფაილები, ხელფასი, ძ.ს., კურსები, აუდიტი. არ შედის ლიცენზია და RS.ge-ს სერვის-მომხმარებლის პაროლი. „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — მიმდინარე მონაცემები ფაილით ჩანაცვლდება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება). „თემა“ — ღია / მუქი.

დაშიფრული ასლი Activi-ს სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ასლს Activi-ს სერვერზე (ბოლო 14). კომპიუტერის გაფუჭების ან დაკარგვისას აღდგენისთვის დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს (დოკუმენტები, გატარებები, კონტრაგენტები, საქონელი, თანამშრომლები, ხელფასი …); რჩება ლიცენზია და პრინტერის / სახსრის პარამეტრები. „განულება“ → ეკრანზე ნაჩვენები ციფრები → „სამუდამოდ წაშლა“; ასლი ინახება („გასუფთავებამდე“).

რჩევა: ახალი ორგანიზაციისთვის განულება არ არის საჭირო — შექმენით ახალი ბაზა (თავი ორგანიზაციები, ქსელი და ბაზები).
კომპიუტერის შეცვლა
- ძველზე: ტრეიდან „სრულად გამორთვა“ და დააკოპირეთ
%APPDATA%\CloudPos\data-cloudacc(და სხვა ბაზების საქაღალდეები) ან ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილები. - ახალზე: დააყენეთ Activi ბუღალტერია → „არსებული ბაზის დამატება“ ან „აღდგენა“ ფაილიდან.
- ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი.
- RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი ხელახლა შეიყვანეთ.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.