რეალიზაცია: მიწოდება მყიდველის დავალიანებით და ლიმიტით, საცალო, მომსახურება, პროფორმა, დაბრუნება, მყიდველის ბარათი და შედარების აქტი
რეალიზაციის ჟურნალი Activi ბუღალტერიაში (2.38) — მიწოდება დღგ-ით, მყიდველის ვალი, ბოლო გადახდა, კრედიტის ლიმიტი და ფასის ტიპი ფორმაშივე, საცალო, გაწეული მომსახურება, პროფორმიდან მიწოდება, ავანსის გაქვითვა, მყიდველის დაბრუნება, გადახდის სტატუსი და ვადა, მყიდველის ბარათი, ამონაწერი და შედარების აქტი, ვინ გვმართებს, ტოპ მყიდველები.
„რეალიზაცია“: ჩანართები „რეალიზაციის ჟურნალი“, „ვინ გვმართებს“, „ანგარიშები“ (Activi-ს პროგრამაში ჩაშენებულ ბუღალტერიაში — დამატებით „სალაროს გაყიდვები“ დღეების მიხედვით).
რეალიზაციის ჟურნალი

ფილტრები და სვეტები იგივეა, რაც შესყიდვებში (თავი შესყიდვები): სახე („მიწოდება“, „საცალო“, „მომსახურება“, „დაბრუნება“), მყიდველი, საქონელი, ხარჯ. ცენტრი, სტატუსი; ბარათები სულ / გადახდილი / დარჩენილი / ვადაგადაცილებული; სვეტები დღგ-ს გარეშე, დღგ, სულ, გადახდილი, დარჩენილი, ვადა, გადახდა, RS ფაქტურა (RS.ge-დან გადმოწერილი ანგარიშ-ფაქტურა იმავე ს/კ-ით და თანხით, ±31 დღე — სტატუსით: „გაგზავნილი“, „დადასტურებული“ …). მყიდველის გადახდა ფარავს ყველაზე ძველ ღია დოკუმენტს.
ღილაკები: „+ ახალი რეალიზაცია“ (ისარი — „საცალო რეალიზაცია“, „გაწეული მომსახურება“, „პროფორმა ინვოისი“), „მყიდველის დაბრუნება“.
ახალი რეალიზაცია (მიწოდება)
- მყიდველი — ძებნა სახელით, ს/კ-ით ან ტელეფონით, ან „+ ახალი“ (ს/კ, „RS.ge-დან“, ვადა, ლიმიტი — თავი კონტრაგენტები).
- არჩევისთანავე ფორმაში ჩნდება მყიდველის ზოლი: ვალი ჩვენთან, ვადაგადაცილებული (უძველესის დღეები), ბოლო გადახდა, ლიმიტი და რამდენი დარჩა, ფასის ტიპი, ვადა (დღე → თარიღი), „დღგ-ს გადამხდელი“, „ბარათი“. თუ ეს დოკუმენტი ნისიად ლიმიტს გადააჭარბებს, ზოლი წითლდება: „ამ დოკუმენტით ლიმიტი გადაჭარბდება (…)“.
- ფასის ტიპი — მყიდველისგან (ან საწყობისგან) თავისით; ფასი ხაზში — ამ ტიპით.
- გადახდის ვადა — მყიდველის პირობით („კონტრაგენტის პირობით“), შეგიძლიათ შეცვალოთ.
- გადახდა ადგილზე — ცარიელი — ნისიად (1410), ან სალარო / ბანკი.
- „მიღებული ავანსის გაქვითვა (ავანსის დღგ-ის აღდგენით)“ — თუ მყიდველს ავანსი აქვს გადახდილი, ის ამ მიწოდებას გაიქვითავს (თავი დღგ და გადასახადები).
- ხაზები (საქონელი / მომსახურება), „შენახვა და გატარება“.

ლიმიტის გადაჭარბება არ ბლოკავს შენახვას: გატარების შემდეგ ჩნდება გაფრთხილება „… კრედიტის ლიმიტი (10000.00 ₾) გადაჭარბებულია — ვალი … ₾“.
მაგალითი: მიწ-000001
10.09.2026, შპს „სანიმუშო კაფე“: ყავა მარცვლოვანი 160 × 70,80 ₾ (დღგ ფასში) = 11 328,00 ₾ = 9 600,00 + დღგ 1 728,00; ნისიად, ვადა 15 დღე → 25.09.2026. თვითღირებულება 160 × 20,00 = 3 200,00 ₾ (პარტია 02.09.2026).

| ანგარიში | დებეტი | კრედიტი |
|---|---|---|
| 1410 მოთხოვნები მყიდველებზე | 11 328,00 | |
| 6110 შემოსავალი რეალიზაციიდან | 9 600,00 | |
| 3330 გადასახდელი დღგ | 1 728,00 | |
| 7110 თვითღირებულება | 3 200,00 | |
| 1610 საქონელი | 3 200,00 |
25.09-ს კაფემ გადაიხადა 5 000,00 ₾ (ამონაწერიდან, თავი ამონაწერი) → დარჩა 6 328,00 ₾, 30 სექტემბრისთვის ვადაგადაცილებული 5 დღით.
საცალო რეალიზაცია
მყიდველის გარეშე, თანხა მაშინვე შედის სალაროში / ბანკში (ველი „სალარო / ბანკი“). მაგალითი საც-000001, 12.09.2026: 10 × 70,80 = 708,00 ₾ (600,00 + დღგ 108,00), ნაღდით; თვითღირებულება 200,00 ₾. გატარება: 1110 708,00 / 6110 600,00, 3330 108,00; 7110 200,00 / 1610 200,00.
მომსახურება, პროფორმა
- „გაწეული მომსახურება“ — ხაზი ტექსტით ან მომსახურების ბარათით, შემოსავალი 6120-ზე, მარაგის გარეშე.
- „პროფორმა ინვოისი“ — მხოლოდ ბეჭდვისთვის, არ ტარდება („შენახვა და გატარება“ არ ჩანს). გადახდის შემდეგ პროფორმის ფანჯარაში — „მიწოდება“: იქმნება მიწოდება იგივე ხაზებით (დრაფტად).
დაბრუნება
„მყიდველის დაბრუნება“ ან მიწოდების ფანჯარაში „დაბრ. მყიდველ.“ (ასლი, თვითღირებულება ორიგინალიდან): 6150 და 3330 დებეტი / 1410 (ან ფული) კრედიტი; საქონელი ბრუნდება მარაგში, 7110 კრედიტდება. ჟურნალში დაბრუნება უარყოფითი თანხით ჩანს, სტატუსით „დაბრუნება“.
მყიდველის ბარათი და შედარების აქტი
ჟურნალში მყიდველის სახელზე დაჭერა (ან ბარათის „მყიდველის ბარათი“):
- ზემოთ: ვალი ჩვენთან, ვადაგადაცილებული, ბოლო გადახდა, კრედიტის ლიმიტი (დარჩა), პირობები; ასაკი „ვადა არ გასულა“, 0–30, 31–60, 61–90, 90+;
- ჩანართები: „გაყიდვები“, „გადახდები“, „დაბრუნებები“, „ამონაწერი“ — საწყისი ნაშთი, ყოველი მიწოდება და გადახდა მიმდინარე ნაშთით, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი;
- „ამონაწერი Excel“, „ამონაწერი PDF / ბეჭდვა“ — ბეჭდება „შედარების აქტი / ამონაწერი“ ორგანიზაციის რეკვიზიტებით და ორი ხელმოწერის ადგილით.

ვინ გვმართებს, ანგარიშები

„ანგარიშები“: „ტოპ მყიდველები“ (ბრუნვა დღგ-ს გარეშე, წილი, თვითღირებულება, მოგება, მარჟა, დაბრუნება + დიაგრამა), „თვეების მიხედვით“, „რას ყიდულობს“ (საქონელი × მყიდველი, რაოდენობა, მოგება).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.