ჟურნალი და ხელით გატარება: წყარო, ავტორი, ისტორია, ვალუტის ხაზი, დაკავშირება, ოპერაციის შაბლონები
გატარებების ჟურნალი Activi ბუღალტერიაში — ფილტრები, ავტომატური და ხელით გატარებები, წყარო და ავტორი, გატარების ფანჯარა ისტორიით, ხელით გატარება ნებისმიერ ვალუტაში, შეცვლა და წაშლა, დაკავშირებული ოპერაციები, ოპერაციის შაბლონები ფორმულებით, სინქრონიზაცია.
„ჟურნალი (გატარებები)“ — ყველა გატარება: დოკუმენტებიდან და ოპერაციებიდან ავტომატურად და ხელით. ჩანართები: „გატარებები“, „ოპერაციის შაბლონები“.

ფილტრები: პერიოდი, „ყველა“ / „ავტომატური“ / „ხელით“, ანგარიში, კონტრაგენტი; ძიება შინაარსით, დოკუმენტის ნომრით ან გატარების №-ით. სვეტი „წყარო“ — საიდან მოვიდა: „საწყისი ნაშთი“, „დოკუმენტი“, „ძ.ს.“, „ცვეთა“, „ხელფასი“, „გადაფასება“, „სესხი“, „იმპორტი“ (სხვა პროგრამიდან), „ხელით“ … 📎 — მიმაგრებული ფაილი, 🔗 — დაკავშირებული.
გატარების ფანჯარა

თარიღი, შინაარსი, წყარო; „შექმნა: ვინ, როდის“, „შეცვალა: ვინ, როდის“, კონტრაგენტი, ვალუტა და კურსი; ხაზები — ანგარიში, დებეტი, კრედიტი, ვალუტა („2 000,00 $ @ 2,7“), ანალიტიკა (კონტრაგენტი, ხარჯ. ცენტრი, მუხლი, პროექტი, თანამშრომელი, რაოდენობა). ქვემოთ — „წყარო: …“ დეტალებით და „გახსნა“ (დოკუმენტი, ძ.ს., უწყისი …), დაკავშირებული ოპერაციები, ფაილები, „ცვლილებების ისტორია“.
ავტომატური გატარება ჟურნალიდან არ იცვლება და არ იშლება — „ავტომატური გატარება იქმნება ოპერაციიდან — შეცვალეთ თავად ოპერაცია“ (მაგ. დოკუმენტის „გატარების გაუქმება“).
ხელით გატარება
„+ ახალი გატარება“ (ან მიმოხილვაში „გატარება“):
- თარიღი, შინაარსი.
- ხაზები: ანგარიში (ჯგუფზე / სათაურზე — არა), ვალუტა, დებეტი ან კრედიტი, კონტრაგენტი, ხარჯ. ცენტრი. „+ ხაზი“ — რამდენიც საჭიროა.
- ვალუტის ხაზზე: Dr / Cr, თანხა ვალუტაში და კურსი (ცარიელი — ეროვნული ბანკის იმ დღის) → „= ლარში“.
- ქვემოთ: „დებეტი … კრედიტი … — დაბალანსებულია ✓“ ან „სხვაობა …“. „შენახვა“ მხოლოდ დაბალანსებულზე ირთვება.

შეცვლა / წაშლა — ხელით გატარების ფანჯარაში „შეცვლა“, „წაშლა“. სხვისი გატარების შეცვლა და ნებისმიერი წაშლა სჭირდება უფლებას „ჩანაწერების წაშლა“; ყველაფერი აუდიტში იწერება (ძველი და ახალი ხაზებით). დახურულ / ჩაკეტილ თვეში — არა.
დაკავშირება
ჩანიშნეთ ორი ან მეტი გატარება → „დაკავშირება“ (მაგ. ავანსი და მიწოდება, რომელიც მან დაფარა). „კავშირის მოხსნა“ — პირიქით.
ოპერაციის შაბლონები
ხშირი გატარება — შაბლონით, ფორმულებით (მაკრო-ენის ნაცვლად). მაგალითი „იჯარა დღგ-ით (ნისიად)“: ველი amount („თანხა დღგ-ით“), ხაზები 7340 / 3110 = round(amount / 1.18, 2) და 3340 / 3110 = amount - round(amount / 1.18, 2).

„+ ახალი შაბლონი“: სახელი, შინაარსი, შესაყვანი ველები (ლათინური სახელი, დასახელება, ნაგულისხმევი), გატარებები (დებეტი, კრედიტი, თანხის ფორმულა, შენიშვნა). ფორმულებში — რიცხვები, ველები, + − * /, round, min, max, if. „გამოყენება“ → თარიღი, კონტრაგენტი, ველების მნიშვნელობა → „გატარება“ — „გატარება #N შეიქმნა“.

სინქრონიზაცია
„სინქრონიზაცია“ ატარებს ყველა ოპერაციას, რომელსაც გატარება ჯერ არ აქვს (ჩაშენებულ ბუღალტერიაში — სალაროს ძველ გაყიდვებს). შედეგი: „დაემატა N გატარება“ ან „ყველა ოპერაცია უკვე გატარებულია“.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.