Activi
Activi ბუღალტერია · თავი 3

ორგანიზაციის დაყენება: სახე, რეკვიზიტები, დღგ, ვალუტა, თვითღირებულების მეთოდი

ახალი ორგანიზაციის დაყენება Activi ბუღალტერიაში — სამეწარმეო, საჯარო ან მიკროსაფინანსო, დასახელება და ს/კ, დღგ-ს გადამხდელი, მეორე საბაზო ვალუტა, მარაგის თვითღირებულების მეთოდი, აღრიცხვის დაწყება; პარამეტრები — ვალუტები, SARAS კატეგორია, ეროვნული ბანკის კურსი, FEFO, უარყოფითი ნაშთი.

ყოველი ბაზა ერთი ორგანიზაციაა. ახალ ბაზაში გვერდი „მიმოხილვა“ იწყება ბარათით „ორგანიზაციის დაყენება“ (ჩანს ადმინისტრატორს და ვისაც „ბუღალტერია: ანგარიშთა გეგმა და პარამეტრები“ უფლება აქვს).

ორგანიზაციის დაყენება: სახე, დასახელება, ს/კ, დღგ, მეორე საბაზო ვალუტა, თვითღირებულება, აღრიცხვის დაწყება
ორგანიზაციის დაყენება: სახე, დასახელება, ს/კ, დღგ, მეორე საბაზო ვალუტა, თვითღირებულება, აღრიცხვის დაწყება

ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. აირჩიეთ სახე:
  • სამეწარმეო — შპს, სს, ი/მ — სტანდარტული ანგარიშთა გეგმა;
  • საჯარო — ბიუჯეტური / საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საწესდებო კაპიტალისა და მოგების ნაცვლად — ნეტო აქტივები, ასიგნებები, გრანტები);
  • მიკროსაფინანსო — სესხების პორტფელით (1510–1550, საპროცენტო და საკომისიო შემოსავალი, რეზერვი).
  1. დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი. ახალ ბაზაში დასახელების ველში წერია „Activi მარკეტი“ — ჩაანაცვლეთ თქვენი ორგანიზაციით.
  2. დღგ-ს გადამხდელი — „კი“ / „არა“. „კი“-ზე დოკუმენტებში დღგ ითვლება 18%-ით (განაკვეთი იცვლება „პარამეტრები“ → „ორგანიზაცია“).
  3. მეორე საბაზო ვალუტა — „არ არის“, USD ან EUR. ჩართვისას ყოველი გატარების თანხა ინახება ლარშიც და ამ ვალუტაშიც (ეროვნული ბანკის კურსით) და ყოველი ანგარიში ამ ვალუტაშიც იკითხება.
  4. მარაგის თვითღირებულება — „საშუალო შეწონილი“ (ნაგულისხმევი), „FIFO“ ან „LIFO“. LIFO-ზე ჩნდება გაფრთხილება — ფასს (IFRS) მას არ უშვებს, მხოლოდ მმართველობითი აღრიცხვისთვისაა.
  5. აღრიცხვის დაწყება — პირველი დღე (ნაგულისხმევად მიმდინარე წლის 1 იანვარი).
  6. „დაყენება“ — „ორგანიზაცია მზადაა“.

სანიმუშო ორგანიზაცია: სამეწარმეო, შპს „სანიმუშო ვაჭრობა“, 999000123, დღგ-ს გადამხდელი, მეორე ვალუტა USD, საშუალო შეწონილი, დაწყება 01.09.2026.

რა ხდება „დაყენებისას“

  • იქმნება ქართული ანგარიშთა გეგმა არჩეული სახით (თავი ანგარიშთა გეგმა) და ავტომატური გატარებები მასზე მიდის;
  • იქმნება სალარო (1110) და საბანკო ანგარიში (1210), მთავარი ხარჯების ცენტრი „01 · მთავარი საწყობი“, ვალუტები USD და EUR;
  • ირთვება ეროვნული ბანკის კურსის ავტომატური ჩატვირთვა (დღეში ერთხელ, ინტერნეტით);
  • ყველა საწყობი აღირიცხება პარტიებით.

შენიშვნა: დაყენების თარიღი („დაწყება“) ავტომატურად არ ხდება საწყისი ნაშთების თარიღი — ნაშთების შემოტანისას თარიღს თავად მიუთითებთ (თავი საწყისი ნაშთები).

რეკვიზიტები

დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ, დღგ — ერთხელ შეიყვანება: „პარამეტრები“ → „ორგანიზაცია“ (ადმინისტრატორი). იქიდან იღებს ბუღალტერია, ინვოისები და ანგარიშგება.

პარამეტრები → ორგანიზაცია: დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ, დღგ-ს გადამხდელი და განაკვეთი
პარამეტრები → ორგანიზაცია: დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ, დღგ-ს გადამხდელი და განაკვეთი

ბუღალტერიის პარამეტრები

„პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „ორგანიზაცია“: ზემოთ — ორგანიზაციის მონაცემები (შეცვლა — „შეცვლა“ ღილაკით გადადის „ორგანიზაციის“ ჩანართზე), სახე, ანგარიშთა გეგმა, დაყენების დრო. ქვემოთ:

ველირას ნიშნავს
მეორე საბაზო ვალუტაარ არის / USD / EUR / GBP. აირჩიეთ აღრიცხვის დასაწყისში: 2.38-ში შეცვლისას უკვე გადათვლილი ძველი ხაზები წინა ვალუტაში რჩება, ახალი ვალუტით ითვლება მხოლოდ ახალი გატარებები
ვალუტები (მძიმით)რა ვალუტებში მუშაობთ — მაგ. USD, EUR
თვითღირებულებასაშუალო შეწონილი / FIFO / LIFO
SARAS კატეგორიაIII (მსს-ის ფასს) ან IV
ეროვნული ბანკის კურსის ავტომატური ჩატვირთვადღეში ერთხელ, ინტერნეტით
FEFOჯერ ის პარტია, რომელსაც უფრო ადრე გასდის ვადა
უარყოფითი ნაშთის დაშვებაგამორთულზე მარაგზე მეტის გაყიდვა / ჩამოწერა იბლოკება
ბუღალტერიის პარამეტრები: ორგანიზაცია, ვალუტა, თვითღირებულება, SARAS, ეროვნული ბანკი, FEFO; ავტომატური გატარებების ანგარიშები
ბუღალტერიის პარამეტრები: ორგანიზაცია, ვალუტა, თვითღირებულება, SARAS, ეროვნული ბანკი, FEFO; ავტომატური გატარებების ანგარიშები

ავტომატური გატარებების ანგარიშები (როლები)

ცხრილი „ავტომატური გატარებების ანგარიშები (როლები)“: ყოველი როლი — სალარო (ეროვნული ვალუტა) → 1110, მოთხოვნები მიწოდებიდან → 1410, გადასახდელი დღგ → 3330, ჩასათვლელი დღგ → 3340, შრომის ანაზღაურება → 7310 … — და ანგარიში, რომელზეც ის ტარდება. ანგარიშს შეცვლით ველში და „შენახვა“; ამის შემდეგ ახალი გატარებები ახალ ანგარიშზე წავა (ძველი ადგილზე რჩება).

ყურადღება: როლის შეცვლა ძველ გატარებებს არ ასწორებს. როლებს ცვლით აღრიცხვის დაწყებამდე ან თვის დასაწყისში, ბუღალტერთან შეთანხმებით.

ერთზე მეტი ორგანიზაცია

ყოველ ორგანიზაციას თავისი ბაზა სჭირდება: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ახალი ბაზა“ (თავი ორგანიზაციები, ქსელი და ბაზები). ბაზებს შორის გადართვა — პროგრამის გადატვირთვით.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.