Activi
Activi ბუღალტერია · თავი 6

კონტრაგენტები: ბარათი, ს/კ, გადახდის ვადა და ლიმიტი, დებიტორები და კრედიტორები, ვადები, ავანსები, ხელშეკრულებები

კონტრაგენტები Activi ბუღალტერიაში — მყიდველი, მომწოდებელი, ბანკი, პარტნიორი; ბარათის ველები, ს/კ-ით RS.ge-დან სახელი, გადახდის ვადა, კრედიტის ლიმიტი, ფასის ტიპი; დებიტორები და კრედიტორები, გადახდის ვადები და ასაკი 0–30 / 31–60 / 61–90 / 90+, ავანსები დღგ-ით, გადახდები ვალუტაში, ხელშეკრულებები, ჯგუფური ცვლილება, იმპორტი.

„კონტრაგენტები და ვალები“: ჩანართები „კონტრაგენტები“, „დებიტორები / კრედიტორები“, „გადახდის ვადები“, „ავანსები და დღგ“, „გადახდები ვალუტაში“, „ხელშეკრულებები“, „სალაროს ნისიები“.

კონტრაგენტების სია: სახე, ს/კ, IBAN, გადახდის ვადა
კონტრაგენტების სია: სახე, ს/კ, IBAN, გადახდის ვადა

სია

ფილტრი: „ყველა“, „მყიდველები“, „მომწოდებლები“, „პარტნიორები“, „თანამშრომლები“. ძიება — სახელით, ს/კ-ით, კოდით ან ტელეფონით (ციფრებით: „599 12-34-56“ იპოვის „599123456“-ს). ჩანიშნულებზე — „ჯგუფური ცვლილება“: სახე, ვადა (15 / 30 / 60 დღე), „დღგ-ს გადამხდელი: კი“, გაუქმება / აღდგენა. „იმპორტი“ — Excel-ით (დასახელება, ს/კ, სახე customer / supplier / both, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, IBAN, ბანკი, ვადა).

ბარათი

„ახალი“ ან სტრიქონზე დაჭერა:

ველიშენიშვნა
დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი / პირადი №ს/კ — 9 ციფრი (კომპანია) ან 11 (ფიზიკური პირი); ერთი ს/კ ორჯერ არ შეიძლება
სახემყიდველი, მომწოდებელი, მყიდველი და მომწოდებელი, თანამშრომელი, ბანკი, სახელმწიფო, პარტნიორი, სხვა
სამართლებრივი ფორმა, დღგ-ს გადამხდელი, ვალუტა
მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო პირი
ბანკი, ანგარიში (IBAN)გადახდის დავალებისთვის და ამონაწერში ამოსაცნობად
გადახდის ვადა (დღე)დოკუმენტის „გადახდის ვადა“ = თარიღი + ეს დღეები
კრედიტის ლიმიტირამდენი შეიძლება ემართოს მყიდველს
ფასის ტიპისაბითუმო, დილერის … — რეალიზაციაში ფასი თავისით ჩაჯდება
ჯგუფი, შენიშვნა
კონტრაგენტის ბარათი: რეკვიზიტები, ვადა, ლიმიტი, ფასის ტიპი; „მყიდველის ბარათი“, ფაილები
კონტრაგენტის ბარათი: რეკვიზიტები, ვადა, ლიმიტი, ფასის ტიპი; „მყიდველის ბარათი“, ფაილები

ქვემოთ: ხელშეკრულებები, ფაილები, ღილაკები „მყიდველის ბარათი“ / „მომწოდებლის ბარათი“ (თავი რეალიზაცია). ოპერაციებიანი კონტრაგენტი არ იშლება — „აქტიური: არა“.

ახალი მყიდველი დოკუმენტიდან და RS.ge

რეალიზაციის / შესყიდვის ფორმაში მყიდველის ველთან — „+ ახალი“: ს/კ, „RS.ge-დან“ (სახელი და დღგ-ს სტატუსი ს/კ-ით), დასახელება, ტელეფონი, დღგ-ს გადამხდელი, გადახდის ვადა, კრედიტის ლიმიტი → „დამატება“. თუ ამ ს/კ-ით კონტრაგენტი უკვე არის — „ამ ს/კ-ით უკვე არის … — მისი არჩევა“.

ახალი მყიდველი: ს/კ, „RS.ge-დან“, დასახელება, ვადა, ლიმიტი
ახალი მყიდველი: ს/კ, „RS.ge-დან“, დასახელება, ვადა, ლიმიტი

შენიშვნა: „RS.ge-დან“ მუშაობს მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის RS.ge სერვის-მომხმარებლით („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“, თავი RS.ge) და ინტერნეტით. მის გარეშე სახელი ხელით იწერება.

დებიტორები / კრედიტორები

თარიღზე და პერიოდზე — თითოეული კონტრაგენტის საწყისი ნაშთი, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი ანგარიშსწორების ანგარიშებზე (1410, 1430, 1710, 3110, 3120 …). სტრიქონი ხსნის ანგარიშის ბარათს ამ კონტრაგენტით.

დებიტორები / კრედიტორები: კონტრაგენტი, ანგარიში, საწყისი, დებეტი, კრედიტი, საბოლოო
დებიტორები / კრედიტორები: კონტრაგენტი, ანგარიში, საწყისი, დებეტი, კრედიტი, საბოლოო

გადახდის ვადები

ყოველი ღია დოკუმენტი (ძველი პირველ რიგში იფარება), მისი ვადა (დოკუმენტის, ხელშეკრულების ან კონტრაგენტის ვადით) და დაგვიანება; ჯამები ჯგუფებით „ვადა არ გასულა“, 0–30, 31–60, 61–90, 90+.

გადახდის ვადები: ღია დოკუმენტები, ვადა, დაგვიანება და ასაკის ჯამები
გადახდის ვადები: ღია დოკუმენტები, ვადა, დაგვიანება და ასაკის ჯამები

ავანსები და დღგ, გადახდები ვალუტაში, ხელშეკრულებები, სალაროს ნისიები

  • „ავანსები და დღგ“ — მიღებული ავანსები (და მათზე უკვე დარიცხული დღგ) და გაცემული ავანსები, კონტრაგენტებით.
  • „გადახდები ვალუტაში“ — ვალუტის ანგარიშსწორება: ვალუტის ნაშთი, ლარში წიგნებით, დღევანდელი კურსით და არარეალიზებული სხვაობა, უკვე გატარებული გადაფასება.
  • „ხელშეკრულებები“ — ნომერი, თარიღი, კონტრაგენტი, ვალუტა, თანხა, მოქმედების ვადა, გადახდის ვადა (დღე) (კონტრაგენტისას ჯობნის), სტატუსი. ხელშეკრულება ებმება დოკუმენტს.
  • „სალაროს ნისიები“ — Activi-ს პროგრამაში ჩაშენებული ბუღალტერიისას: სალაროდან ნისიად გაყიდული და მომწოდებლების ვალი. ცალკე პროგრამაში ცარიელია.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.