Activi
Activi ბუღალტერია · თავი 11

ფული: სალარო და ბანკი, ორდერები, გადარიცხვები, კონვერტაცია, ურთიერთგაქვითვა, ანგარიშვალდებული პირები, სალაროს წიგნი

ფულის აღრიცხვა Activi ბუღალტერიაში — სალაროები და საბანკო ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერი, საბანკო ჩარიცხვა და გადარიცხვა დანიშნულებით, გადატანა (ინკასაცია), ვალუტის კონვერტაცია, ურთიერთგაქვითვა, ავანსი და ავანსის ანგარიში, სალაროს წიგნი, ბანკთან შეჯერება, გადახდის დავალებების ფაილი.

„ფული: სალარო და ბანკი“: ჩანართები „ანგარიშები“, „ოპერაციები“, „ამონაწერი“, „სალაროს წიგნი“, „შეჯერება ბანკთან“, „ანგარიშვალდებულები“, „გადახდის დავალებები“.

ანგარიშები

ფულის ანგარიშები 30.09.2026-ზე: სალარო, ბანკი GEL, ბანკი USD
ფულის ანგარიშები 30.09.2026-ზე: სალარო, ბანკი GEL, ბანკი USD

ველი „ნაშთი თარიღზე“; სვეტები: დასახელება, სახე, ბანკი / IBAN, ანგარიში (კოდი), ვალუტა, ნაშთი ვალუტაში, ნაშთი ლარში. „+ ახალი ანგარიში“ (უფლება „ბუღალტერია: ანგარიშთა გეგმა და პარამეტრები“): სახე (საბანკო ანგარიში / სალარო), ვალუტა, დასახელება, ბანკი, IBAN. თუ ამ ვალუტის ანგარიში უკვე არის, ანგარიშთა გეგმაში თავისით იქმნება ქვეანგარიში (1210.1, 1220.1 …).

მაგალითში: სალარო 2 208,00 ₾, ბანკი (GEL) 15 123,50 ₾, ბანკი (USD) 2 000,00 $ = 5 430,00 ₾.

ოპერაციები

„+ ახალი ოპერაცია“:

ოპერაციანომერირას აკეთებს
სალაროს შემოსავლის ორდერისშო-ფული სალაროში
სალაროს გასავლის ორდერისგო-ფული სალაროდან
საბანკო ჩარიცხვაბშ-ფული ანგარიშზე
საბანკო გადარიცხვაბგ-ფული ანგარიშიდან
გადატანა ანგარიშებს შორის (ინკასაცია)გდტ-ერთი ვალუტის ანგარიშებს შორის
ვალუტის კონვერტაციაკნვ-სხვადასხვა ვალუტის ანგარიშებს შორის
ურთიერთგაქვითვაგქვ-კონტრაგენტის 1410 და 3110 ერთმანეთს იქვითავს
ავანსის ანგარიშიაან-ანგარიშვალდებულის ხარჯები
გადასახადის დარიცხვაგდრ-ქონების, მოგების … ხარჯი / ვალდებულება
საბანკო გადარიცხვა: ანგარიში, თანხა, დანიშნულება „გადასახადი“, გადასახადი „დღგ“
საბანკო გადარიცხვა: ანგარიში, თანხა, დანიშნულება „გადასახადი“, გადასახადი „დღგ“

ველები: თარიღი, ანგარიში (სალარო / ბანკი; ოპერაციის ვალუტა = ანგარიშის ვალუტა), თანხა, კურსი (ვალუტის ანგარიშზე; ცარიელი — ეროვნული ბანკის), დანიშნულება, კონტრაგენტი / თანამშრომელი / გადასახადი / მუხლი / ანგარიში — დანიშნულების მიხედვით, ხარჯების ცენტრი, შენიშვნა. „შენახვა“ (დრაფტი) ან „გატარება“.

დანიშნულება — მეორე მხარე

დანიშნულებაანგარიში
მყიდველის გადახდა / დაბრუნება1410 (კონტრაგენტით)
მომწოდებლის გადახდა3110
მიღებული ავანსი (დღგ-ით)3120; დღგ-ს გადამხდელზე დამატებით 1730 / 3330 (18/118)
გაცემული ავანსი1710
ანგარიშვალდებულ პირზე გაცემა / დაბრუნება1430 (თანამშრომლით)
ხელფასის გაცემა3130
გადასახადიგადასახადის ანგარიში: დღგ → 3330, საშემოსავლო → 3320, საპენსიო → 3370 …
სესხი3210
დივიდენდი3420
კაპიტალი5110
საბანკო მომსახურება7370
სხვა შემოსავალი8190 (ან არჩეული ანგარიში)
ხარჯიმუხლის ანგარიში, არჩეული ანგარიში ან 7390
სხვა (ანგარიში)ანგარიში ხელით

ვალუტის ანგარიშიდან მყიდველის / მომწოდებლის გადახდისას ვალიც ამ ვალუტაში ჩაიწერება — ის შემდეგ გადაფასდება.

კონვერტაცია

„საიდან“, „სად“, გაცემული თანხა, „მიღებული თანხა (მეორე ვალუტაში)“, „საკომისიო (ლარი)“. ორივე მხარე ეროვნული ბანკის კურსით აისახება; გარიგების კურსთან სხვაობა — 8130 (შემოსავალი) ან 8220 (ზარალი), საკომისიო — 7370.

ოპერაციების სია, სექტემბერი: ამონაწერიდან გატარებული ჩარიცხვა და გადარიცხვები
ოპერაციების სია, სექტემბერი: ამონაწერიდან გატარებული ჩარიცხვა და გადარიცხვები

ანგარიშვალდებული პირები

ჩანართი „ანგარიშვალდებულები“: პირი, საწყისი, გაცემული, „ანგარიშით / დაბრუნებული“, ნაშთი. „ავანსის გაცემა“ — სალაროს გასავლის ორდერი დანიშნულებით „ანგარიშვალდებულ პირზე“ (1430). „ავანსის ანგარიში“ — რაზე დაიხარჯა: ხაზები (დასახელება, მუხლი, თანხა, დღგ) → ხარჯი + 3340 / 1430.

სალაროს წიგნი, შეჯერება ბანკთან

  • „სალაროს წიგნი“ — ერთი სალაროს ან ანგარიშის ამონაწერი წიგნებიდან: საწყისი ნაშთი, ყოველი ოპერაცია (დოკუმენტი, შინაარსი, კონტრაგენტი, შემოსავალი, გასავალი, ნაშთი, ავტორი), საბოლოო ნაშთი; ვალუტის ანგარიში — ვალუტაში.
  • „შეჯერება ბანკთან“ — ბანკის ამონაწერის და წიგნების თანხები დღეების მიხედვით და სხვაობა; „ამონაწერში დაუმუშავებელი ოპერაცია: N“.
სალაროს წიგნი: საბანკო ანგარიში (GEL), სექტემბერი — 20 000,00-დან 15 123,50-მდე
სალაროს წიგნი: საბანკო ანგარიში (GEL), სექტემბერი — 20 000,00-დან 15 123,50-მდე
შეჯერება ბანკთან: ბანკის მიხედვით, წიგნების მიხედვით, სხვაობა
შეჯერება ბანკთან: ბანკის მიხედვით, წიგნების მიხედვით, სხვაობა

გადახდის დავალებები

ჩანართი „გადახდის დავალებები“: ჩანიშნეთ საბანკო გადარიცხვები → „დავალებების ფაილი (N)“ — Excel: გამგზავნის ანგარიში, ბენეფიციარი, IBAN, საიდენტიფიკაციო კოდი, თანხა, ვალუტა, დანიშნულება, სახაზინო კოდი (გადასახადზე — ხაზინის ანგარიში და კოდი 101001000 თავისით).

გადახდის დავალებები: გაფრთხილება და გადარიცხვების სია
გადახდის დავალებები: გაფრთხილება და გადარიცხვების სია

ყურადღება: ბანკთან ონლაინ კავშირი არ არის — ფაილი ატვირთეთ თქვენი ბანკის ინტერნეტ-ბანკში. სვეტების რიგი შეამოწმეთ ბანკის შაბლონთან.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.