ანგარიშგება: ბრუნვითი უწყისი, ნაშთები, ანგარიშის ბარათი, ჟურნალ-ორდერი, მემორიალური ორდერები, ფულადი ნაკადები, მოგება-ზარალი, SARAS
ანგარიშები Activi ბუღალტერიაში — ბრუნვითი (საცდელი) უწყისი ჯგუფებით და პერიოდებით, ნაშთები კონტრაგენტებით, ხარჯების ცენტრებით და ვალუტით, ანგარიშის ბარათი, ჟურნალ-ორდერი, მემორიალური ორდერები, ფულადი ნაკადები (პირდაპირი მეთოდი), მოგება-ზარალი თვეებით და ცენტრებით, SARAS-ის ფორმები (ბალანსი, მოგება-ზარალი, კაპიტალი), ვალუტის ანგარიშები, ინვოისების ხაზები; Excel, CSV, ბეჭდვა.
„ანგარიშგება“ (უფლება „ბუღალტერია: ანგარიშგება“). ზემოთ — პერიოდის ზოლი, „ერთი პერიოდი / თვეებად / კვარტლებად / წლებად“, ვალუტა („ლარში“, „USD-ში (მეორე საბაზო)“, „მხოლოდ USD ოპერაციები“) და ხარჯების ცენტრი (თავი პროგრამის ფანჯარა). ყოველ ციფრზე დაჭერა ხსნის ანგარიშის ბარათს → გატარებას → დოკუმენტს.
ჩანართები: ბრუნვითი უწყისი · ნაშთები · ანგარიშის ბარათი · ჟურნალ-ორდერი · მემორიალური ორდერები · ფულადი ნაკადები · მოგება-ზარალი · ფინანსური ანგარიშგება (SARAS) · ვალუტის ანგარიშები · ინვოისების საქონელი და ხარჯები.
ბრუნვითი უწყისი
ყოველი ანგარიში: საწყისი ნაშთი (დებეტი / კრედიტი), ბრუნვა (დებეტი / კრედიტი), საბოლოო ნაშთი. ჩასანიშნები „ჯგუფები (სათაურები)“ (კლასების და ჯგუფების ჯამები — 1, 11, 12 …) და „ნულოვანიც“; ბოლოს „სულ ✓“ (დებეტი = კრედიტი) ან „≠“. Excel, CSV, კოპირება, ბეჭდვა. „თვეებად“ — დამატებითი სვეტები თითო თვეზე.

სექტემბრის უწყისი ჯგუფების გარეშე — თავი სრული მაგალითი.
შენიშვნა: თუ აღრიცხვა თვის პირველ დღეს დაიწყო, საწყისი ნაშთების გატარება ამ თვეშია — ამიტომ სექტემბრის „საწყისი ნაშთი“ ნულია და ნაშთები „ბრუნვაში“ ჩანს. ოქტომბრის უწყისში ისინი უკვე „საწყისში“ იქნება.
ნაშთები
თარიღზე, „ჭრილი“: ანგარიშებით, კონტრაგენტებით, ხარჯების ცენტრებით, ვალუტებით (ვალუტის თანხითაც), თანამშრომლებით, პროექტებით, საქონლით; „ერთი ანგარიში (ან ჯგუფი)“.

ანგარიშის ბარათი
ანგარიში (და კონტრაგენტი, „ქვეანგარიშებითაც“): საწყისი ნაშთი, ყოველი ხაზი — თარიღი, შინაარსი (დოკუმენტის ნომრით), კორ. ანგარიში, კონტრაგენტი, დებეტი, კრედიტი, ნაშთი (მიმდინარე), ავტორი — და საბოლოო ნაშთი. ხაზზე დაჭერა — გატარება.

ჟურნალ-ორდერი
ერთი ანგარიშის დებეტური ბრუნვა კრედიტის ანგარიშებით და კრედიტული ბრუნვა დებეტის ანგარიშებით (რამდენიმე ხაზიანი გატარება პროპორციულად ნაწილდება); საწყისი, საბოლოო, გატარებების რაოდენობა; „თვეებად“ — თვეებით.

მემორიალური ორდერები
პერიოდის გატარებები ოპერაციის სახეებით (დოკუმენტები, ხელფასი, ცვეთა, გადაფასება, ხელით …) — თითოეული ხაზებით; ბეჭდვისთვის და Excel-ისთვის. 2 000-ზე მეტი გატარებისას — „შეამცირეთ პერიოდი“.

ფულადი ნაკადები
პირდაპირი მეთოდი: ფული პერიოდის დასაწყისში, საოპერაციო / საინვესტიციო / საფინანსო საქმიანობა — თითოეული მეორე მხარის ანგარიშით (შემოსავალი, გასავალი, ნეტო) — და ფული ბოლოს. ფულის ანგარიშებს შორის გადატანა არ ითვლება.

ყურადღება: 2.38-ში ნაკადი ნაწილდება გატარების ყველა კრედიტულ ხაზზე. საცალო გაყიდვის გატარებაში თვითღირებულების ხაზიცაა (7110 / 1610), ამიტომ მაგალითში 708,00 ₾-ის ნაღდი ნაწილდება: 6110 — 467,84, 3330 — 84,21 და 1610 საქონელი — 155,95 (სწორი იქნებოდა 6110 — 600,00 და 3330 — 108,00). ასევე, ვალუტის გადაფასება (+30,00) საოპერაციო შემოსავლად ჩანს, ხოლო საწყისი ნაშთი (26 900,00), თუ პერიოდშია, — საფინანსო შემოსავლად. ფორმისთვის ციფრები შეამოწმეთ.
მოგება-ზარალი
შემოსავლები და ხარჯები ანგარიშებით, „სულ“ და მოგება / ზარალი; „ხარჯ. ცენტრებით“, „მუხლებით“, „პროექტებით“ — სვეტებად; „თვეებად / კვარტლებად / წლებად“. მოგება-ზარალის და წლის დახურვის გატარებები აქ არ ითვლება.

ფინანსური ანგარიშგება (SARAS)
SARAS-ის III ან IV კატეგორიის ფორმები („პარამეტრები“ → „ბუღალტერია“): ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი) თარიღზე და პერიოდის დასაწყისზე („დაბალანსებულია ✓“ ან „სხვაობა …“), მოგებისა და ზარალის ანგარიშგება (შემოსავალი, თვითღირებულება, საერთო მოგება, ხარჯები, საოპერაციო მოგება, ფინანსური, მოგება დაბეგვრამდე, მოგების გადასახადი, წმინდა მოგება), კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება, ფულადი ნაკადები. Excel, ბეჭდვა. დაუხურავი წლის შედეგი ბალანსზე „გაუნაწილებელ მოგებაში“ ჩანს.

ანგარიშები მუხლებზე ნაწილდება კოდით (21–22 ძ.ს., 16 მარაგი, 14 მოთხოვნები, 11–12 ფული, 31 / 34 სავაჭრო ვალდებულებები, 33 საგადასახადო …); ნებისმიერი ანგარიშის მუხლი იცვლება — „პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „SARAS მუხლები“ (შეცვლილი — „შეცვლილი“). ფორმა ივსება reportal.ge-ზე — პროგრამა ციფრებს ამზადებს.

ვალუტის ანგარიშები, ინვოისების ხაზები
- „ვალუტის ანგარიშები“ და გადაფასება — თავი ვალუტა.
- „ინვოისების საქონელი და ხარჯები“ — დოკუმენტების ხაზები: „შესყიდვები და ხარჯები“, „რეალიზაცია“, „ჩამოწერები“ — საქონელი / მომსახურება, მუხლი, ხარჯ. ცენტრი, რაოდენობა, დღგ-ს გარეშე, დღგ, სულ, თვითღირებულება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.