ანგარიშთა გეგმა: ქართული გეგმის კლასები, ჯგუფები, ახალი ანგარიში, იმპორტი, მოკლე გეგმიდან გადასვლა
Activi ბუღალტერიის ანგარიშთა გეგმა — კლასები 1–9 და 0, ჯგუფები (სათაურები), რომელ ანგარიშზე რა ტარდება, ახალი ანგარიში და ქვეანგარიში, ვალუტის ანგარიში, გაუქმება, შაბლონის დამატება, Excel-ით იმპორტი და ძველი მოკლე გეგმიდან (1000, 1100 …) ნაშთების გადატანა.
„პარამეტრები“ → „ბუღალტერია“ → „ანგარიშთა გეგმა“.

კლასები (სამეწარმეო გეგმა)
| კლასი | შინაარსი | მაგალითები |
|---|---|---|
| 1 მიმდინარე აქტივები | ფული, მოთხოვნები, მარაგი, ავანსები | 1110 სალარო · 1120 სალარო (ვალუტა) · 1210 ბანკი · 1220 ბანკი (ვალუტა) · 1290 ფული გზაში (ბარათით) · 1410 მოთხოვნები მყიდველებზე · 1430 ანგარიშვალდებული პირები · 1610 საქონელი · 1620 მასალები · 1630 დაუმთავრებელი წარმოება · 1640 მზა პროდუქცია · 1710 გაცემული ავანსები · 1730 ავანსის დღგ |
| 2 გრძელვადიანი აქტივები | ძირითადი საშუალებები, ცვეთა, არამატერიალური | 2110 მიწა · 2120 შენობა · 2130 მანქანა-დანადგარი · 2140 ტრანსპორტი · 2150 ავეჯი · 2160 კომპიუტერი · 2180 შესაძენი / შეუყვანელი ძ.ს. · 2210 დაგროვილი ცვეთა |
| 3 მიმდინარე ვალდებულებები | მომწოდებლები, ხელფასი, გადასახადები | 3110 მომწოდებლები · 3120 მიღებული ავანსები · 3130 ხელფასი · 3310 მოგების · 3320 საშემოსავლო · 3330 გადასახდელი დღგ · 3340 ჩასათვლელი დღგ · 3370 საპენსიო · 3410 პროცენტი · 3420 დივიდენდი |
| 4 გრძელვადიანი ვალდებულებები | სესხები | 4110 |
| 5 საკუთარი კაპიტალი | 5110 საწესდებო · 5220 გადაფასების რეზერვი · 5310 გაუნაწილებელი მოგება · 5330 პერიოდის მოგება / ზარალი | |
| 6 საოპერაციო შემოსავლები | 6110 საქონლის რეალიზაცია · 6120 მომსახურება · 6150 დაბრუნება | |
| 7 საოპერაციო ხარჯები | 7110 თვითღირებულება · 7310 ხელფასი · 7320 დამსაქმებლის საპენსიო · 7330 ცვეთა · 7340 იჯარა · 7350 კომუნალური · 7370 საბანკო · 7390 სხვა · 7395 დანაკლისი | |
| 8 არასაოპერაციო | 8110 პროცენტი · 8130 / 8220 კურსთაშორისი სხვაობა · 8140 / 8230 ძ.ს.-ის რეალიზაცია · 8210 საპროცენტო ხარჯი | |
| 9 მოგების გადასახადი | 9110 | |
| 0 ბალანსგარეშე | 0110 გაცემული მცირეფასიანი ინვენტარი · 0120 იჯარით აღებული ძ.ს. · 0140 მიღებული გირაო |
ჩასათვლელი დღგ (3340) ვალდებულებების კლასშია, მაგრამ ნაშთი დებეტურია — ბრუნვით უწყისში ის დებეტის სვეტში ჩანს. 9999 „გაურკვეველი თანხები“ — დროებითი ანგარიში.
1- და 2-ნიშნა კოდები (1, 11, 12 …) ჯგუფებია (სათაურები) — მათზე არ ტარდება, მხოლოდ ჯამს აჩვენებს.
სვეტები
„კოდი“, „დასახელება“, „ტიპი“ (აქტივი, ვალდებულება, კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯი, ბალანსგარეშე), „ვალუტა“, „ავტომატური“ (რამდენი როლი მიდის ამ ანგარიშზე), „გატარებები“ (✓ — თუ ანგარიშზე უკვე არის ოპერაცია).
ახალი ანგარიში
„+ ანგარიში“ (ან არსებულზე დაჭერა — შეცვლა):
- კოდი — ციფრები, ასოები, წერტილი (მაგ.
1210.01); - დასახელება, ტიპი;
- ვალუტა — თუ ვალუტის ანგარიშია (
USD); - მშობელი (ჯგუფი) — მაგ.
12; - ჯგუფი (სათაური) — „არა — მასზე ტარდება“ / „კი — მხოლოდ ჯამი“;
- აქტიური, შენიშვნა.
წესები: ერთი კოდი ერთხელ; გატარებებიან ანგარიშს ბალანსისა და მოგება-ზარალის ტიპს ვერ შეუცვლით; გატარებებიანი ან ავტომატური როლის ანგარიში არ იშლება — „აქტიური: არა“ (გაუქმება). კოდის შეცვლისას როლი ანგარიშს მიჰყვება.
რჩევა: სალაროს ან საბანკო ანგარიშის დამატებისას („ფული“ → „ახალი ანგარიში“) ქვეანგარიში (1210.1, 1220.1 …) თავისით იქმნება — ხელით არ სჭირდება.
შაბლონი, იმპორტი
- „შაბლონის ანგარიშების დამატება“ — არჩეული სახის (სამეწარმეო / საჯარო / მიკროსაფინანსო) გეგმის ანგარიშებიდან ემატება ის, რაც აკლია; არაფერი იშლება და არ ერქმევა ახალი სახელი.
- „იმპორტი“ — Excel / CSV: კოდი, დასახელება, ტიპი (
asset / liability / equity / income / expense), ვალუტა. ფაილის ნაცვლად შეგიძლიათ ცხრილი ჩასვათ (Excel-იდან კოპირებით). თავი იმპორტი, ექსპორტი და API.
მოკლე გეგმიდან ქართულზე
Activi-ს პროგრამები 2.37-მდე ბუღალტერიას მოკლე გეგმით აწარმოებდა (1000 სალარო, 1100 ბანკი, 1200 დებიტორები …). ასეთ ბაზაში ჩნდება ღილაკი „ნაშთების გადატანა ქართულ გეგმაზე“: ყველა ნაშთი ერთი გატარებით გადადის 1110, 1210 … ანგარიშებზე, ავტომატური გატარებებიც იქ წავა; ძველი გატარებები ხელუხლებელი რჩება. გადატანის გატარება ავტომატურია — ჟურნალიდან ის ვერ წაიშლება, ამიტომ გადატანამდე გააკეთეთ ბექაპი. ცალკე პროგრამა Activi ბუღალტერია ყოველთვის ქართული გეგმით იწყება.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.