Activi
Activi ბუღალტერია · თავი 31

დახმარება და Activi Remote — დისტანციური მხარდაჭერა

როგორ მივმართოთ Activi-ს მხარდაჭერას Activi ბუღალტერიიდან — ღილაკი „დახმარება“, ეკრანის სურათი, სასწრაფო მოთხოვნა, დისტანციური დახმარება Activi Remote-ით, შეცდომების ავტომატური შეტყობინება.

ღილაკი „დახმარება“

ზედა ზოლის სამაშველო რგოლი — „დახმარება“ — ნებისმიერი გვერდიდან უგზავნის შეტყობინებას Activi-ს მხარდაჭერას (ყველა თანამშრომლისთვის).

  1. „რას ეხება“ — „სალარო / ჩეკი“, „პრინტერი“, „ბარათის ტერმინალი“, „პროდუქცია / მარაგი“, „RS.ge“, „შესვლა / პაროლი“, „სხვა“. ბუღალტერიის საკითხისთვის ცალკე თემა 2.38-ში არ არის — აირჩიეთ „სხვა“ (ან „RS.ge“, „პროდუქცია / მარაგი“).
  2. „რა ხდება“ — ორიოდე სიტყვით (მაგ. „ამონაწერი სვეტებს ვერ ცნობს“).
  3. სამუშაო გაჩერებულია? — „სასწრაფოა“.
  4. „რომელ ნომერზე დაგირეკოთ“ — ორგანიზაციის ტელეფონი; შეცვალეთ საჭიროებისამებრ.
  5. დაინსტალირებულ პროგრამაში ერთვის ეკრანის სურათი („არ დაერთოს“ — თუ არ გინდათ; ბუღალტრული ციფრები ეკრანზე ჩანს — გაითვალისწინეთ).
  6. „გაგზავნა“ — „მოთხოვნა მიღებულია — დაგირეკავთ ნომერზე …“.
დახმარების ფორმა: თემა, აღწერა, სასწრაფო, ნომერი და Activi Remote-ის ნომერი
დახმარების ფორმა: თემა, აღწერა, სასწრაფო, ნომერი და Activi Remote-ის ნომერი

იგზავნება: ორგანიზაცია, პროგრამის ვერსია, Activi Remote-ის ნომერი (და ეკრანის სურათი); ბაზის მონაცემები — არა. ინტერნეტი სჭირდება.

Activi Remote

ინსტალაციისას პროგრამასთან ერთად დგება Activi Remote. დაგვირეკეთ და უკარნახეთ ამ კომპიუტერის ნომერი — თქვენი ნებართვის გარეშე ჩართვა შეუძლებელია. ნომერი ჩანს „დახმარების“ ფორმაში და „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „დისტანციური დახმარება“.

დისტანციური დახმარება: ამ კომპიუტერის ნომერი და შეცდომების ავტომატური შეტყობინება
დისტანციური დახმარება: ამ კომპიუტერის ნომერი და შეცდომების ავტომატური შეტყობინება

თუ ვერ მოიძებნა — დააყენეთ Activi ბუღალტერია ხელახლა ან ჩამოტვირთეთ Activi Remote. ბრაუზერიდან დისტანციური დახმარება და ეკრანის სურათი არ მუშაობს.

შეცდომების ავტომატური შეტყობინება

გადამრთველი „შეცდომის შემთხვევაში ავტომატურად გვაცნობოს…“ (ადმინისტრატორი; ნაგულისხმევად ჩართული) — იგზავნება მხოლოდ შეცდომის ტექსტი, ვერსია და ორგანიზაციის სახელი.

სხვა გზები

activi.ge — კონტაქტი; ელ. ფოსტა info@activi.ge; საკუთარი IT-სპეციალისტის კონტაქტი — „პარამეტრები“ → „ორგანიზაცია“ → „მხარდაჭერის კონტაქტები“ (ჩანს დაბლოკვის ეკრანზე).

რჩევა: დარეკვამდე მოამზადეთ Activi Remote-ის ნომერი და ვერსია (მენიუს ბოლოში, მაგ. „Activi ბუღალტერია v2.38.0“).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.