Activi
Activi ბუღალტერია · თავი 19

კრედიტები: მიღებული და გაცემული სესხები, გრაფიკი (ანუიტეტი, თანაბარი ძირი, ბოლოს), პროცენტის დარიცხვა, დაფარვა

სესხები Activi ბუღალტერიაში — მიღებული და გაცემული, ვალუტით, გრაფიკი ანუიტეტით, თანაბარი ძირით ან ძირი ბოლოს, პროცენტის თვიური დარიცხვა რეალური ნაშთით (act/365, 30/360), დაფარვა ძირით და პროცენტით, ვადაგადაცილება, პორტფელი და მაგალითი.

„კრედიტები“ — მიღებული (ბანკიდან, პარტნიორისგან) და გაცემული სესხები. სიაში: ნომერი, სახე, კონტრაგენტი, თანხა, %, დაწყება, ნაშთი, ლარში, დარიცხული პროცენტი, ვადაგადაცილებული, შემდეგი გადახდა; ზემოთ — მიღებულის და გაცემულის ჯამები.

კრედიტები: სხ-2026/01 — 10 000,00 ₾, 12%, შემდეგი გადახდა
კრედიტები: სხ-2026/01 — 10 000,00 ₾, 12%, შემდეგი გადახდა

ახალი სესხი

„+ ახალი სესხი“ → ფორმა: სახე (მიღებული / გაცემული), კონტრაგენტი (გამსესხებელი / მსესხებელი), ხელშეკრულების №, ვალუტა, თანხა, წლიური %, დაწყება, ვადა (თვე), გრაფიკი, დღეთა დათვლა (act/365 ან 30/360), ვადიანობა (12 თვეზე მეტი — გრძელვადიანი), ფული (ჩარიცხვა / გაცემა), შენიშვნა.

ახალი სესხი
ახალი სესხი
გრაფიკითვის გადახდა
ანუიტეტი (თანაბარი გადახდა)ძირი + პროცენტი ყოველ თვე ერთნაირი
თანაბარი ძირიძირი თანაბარი, პროცენტი მცირდება
ძირი ბოლოსმხოლოდ პროცენტი, ძირი — ბოლო თვეს

„შექმნა და გატარება“ — თანხა მაშინვე ჩაირიცხება / გაიცემა: მიღებული — ბანკი / 3210 (გრძელვადიანი — 4110), გაცემული — 1450 (2410) / ბანკი.

მაგალითი

სხ-2026/01, სს „სანიმუშო ბანკი“: 10 000,00 ₾, 12 %, 12 თვე, ანუიტეტი, 01.10.2026 → თვის გადახდა 888,49 ₾ (პირველი: ძირი 788,49 + პროცენტი 100,00; ბოლო — 888,47).

სესხის ბარათი: გრაფიკი 12 თვეზე და ოპერაციები
სესხის ბარათი: გრაფიკი 12 თვეზე და ოპერაციები

პროცენტი და დაფარვა

  • „პროცენტის დარიცხვა“ — ველი „თვე“ → ყველა აქტიური სესხი: პროცენტი თვის ნამდვილი ნაშთით (თუ თვის შუაში დაიფარა — დღეების მიხედვით); მიღებული — 8210 / 3410, გაცემული — 1820 / 8110. ერთ თვეზე ერთხელ.
  • ბარათში „დაფარვა“ — თარიღი, ძირი (შემდეგი გრაფიკიდან), პროცენტი (დარიცხული), ფული → „გატარება“: მიღებული — 3210 + 3410 / ბანკი. ძირი ნაშთზე მეტი ვერ იქნება; სრულად დაფარული სესხი იხურება.
  • ოპერაცია ბარათში წაიშლება (×) — გატარებაც ქრება.
  • ვალუტის სესხის ნაშთი თვის ბოლოს გადაფასდება (თავი ვალუტა).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.