ლიცენზია: საცდელი პერიოდი, გააქტიურება, მოდული „ბუღალტერია“, პაკეტები Start, Pro, Enterprise, სამუშაო ადგილები
Activi ბუღალტერიის ლიცენზია — 30-დღიანი საცდელი პერიოდი, ლიცენზიის კოდის მიბმა, მოდული „ბუღალტერია“, პაკეტები და მომხმარებლების რაოდენობა, ბუღალტერია Activi-ს სხვა პროგრამებში, ინტერნეტის გარეშე მუშაობა, ვადის გასვლა, კომპიუტერის შეცვლა.
ლიცენზია მიბმულია კონკრეტულ კომპიუტერზე (ქსელში — მთავარზე, სადაც ბაზაა).
საცდელი პერიოდი
ახალი ბაზის შექმნიდან 30 დღე პროგრამა სრულად მუშაობს ლიცენზიის გარეშე. დარჩენილი დღეები ჩანს გვერდის თავში და შესვლის ფანჯარაში.
ლიცენზიის კოდის მიბმა
„პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → ბარათი „ლიცენზია და კლიენტის მიბმა“ → „ლიცენზიის კოდი“ (XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX) → „მიბმა და გააქტიურება“ (ინტერნეტით).

მიბმის შემდეგ: „კლიენტი“, „ს/კ“, „პაკეტი“, „ვადა“, „სამუშაო ადგილები“, „ბოლო გადამოწმება“, „ჩართული მოდულები“, „ამ კომპიუტერის ID“; „გადამოწმება“, „კოდის შეცვლა“, „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“.
მოდული და პაკეტები
Activi ბუღალტერიას სჭირდება ლიცენზიის მოდული „ბუღალტერია“. activi.ge-ზე პაკეტები — Start (1 მომხმარებელი), Pro (5-მდე), Enterprise (შეუზღუდავი, რამდენიმე ორგანიზაცია) — მომხმარებლების რაოდენობით და მომსახურებით განსხვავდება.
შენიშვნა: 2.38-ში პროგრამა პაკეტის მიხედვით ფუნქციებს არ ზღუდავს: წარმოება, ხელფასი, ძირითადი საშუალებები, ხარჯების ცენტრები, პროგრამების ჩაბმა, მეორე საბაზო ვალუტა და რამდენიმე ბაზა ყველა პაკეტში ერთნაირად ჩართულია; ლიცენზია განსაზღვრავს მოდულს, ვადას და სამუშაო ადგილებს.
Activi-ს სხვა პროგრამებში (POS, Rest, Hotel …) ბუღალტერიის მოდული Pro პაკეტში შედის; მოდულის გარეშე მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“ არ ჩანს.
სამუშაო ადგილები
ადგილს იკავებს ყოველი მოწყობილობა, რომლითაც თანამშრომელი შედის; თავისუფლდება 30 დღის უმოქმედობის შემდეგ ან „მოხსნით“ (თავი ორგანიზაციები, ქსელი და ბაზები). სერვისების ჩაბმით დაკავშირებული პროგრამა ადგილს არ იკავებს.
ინტერნეტის გარეშე და ვადის გასვლა
პროგრამა ლიცენზიას ამოწმებს ჩართვისას და ყოველ 6 საათში; ინტერნეტის გარეშე მუშაობს იმდენ დღეს, რამდენსაც ლიცენზია უშვებს (ნაგულისხმევად 7). საცდელის ან ვადის გასვლისას, შეჩერებისას პროგრამა იბლოკება — ადმინისტრატორი იქვე წერს კოდს, სხვები ხედავენ „მიმართეთ ადმინისტრატორს“. მონაცემები არ იშლება.
კომპიუტერის შეცვლა
ძველზე (ინტერნეტით) — „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი.
| შეტყობინება | რა ვქნათ |
|---|---|
| „ლიცენზიის სერვერთან კავშირი ვერ დამყარდა“ | შეამოწმეთ ინტერნეტი |
| „ლიცენზია სხვა მოწყობილობისთვის გაიცა“ | გაათავისუფლეთ ძველ კომპიუტერზე |
| „ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“ | სამუშაო ადგილები შევსებულია |
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.