Activi
Activi Hotel · თავი 13

მენიუ, ბარი და მინიბარი: პროდუქცია, მარაგი, მომწოდებლები და საწყობის დოკუმენტები

საქონელი Activi Hotel-ში: კატეგორიები ბარი, მინიბარი და რესტორანი, პროდუქტის ბარათი, ფასი და სამზარეულოს სადგური, რეცეპტი, საქონლის მიღება მომწოდებლისგან დღგ-თი, RS.ge-ს ზედნადები, მარაგის ნაშთები, ინვენტარიზაცია და ჩამოწერა, ხარჯები.

ბარის, მინიბარისა და რესტორნის საქონელი ერთ სიაშია — გვერდი „მენიუ / ბარი / მინიბარი“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი). საწყობი იგივეა, რაც Activi POS-ში და Activi Rest-ში; აქ მოკლედაა აღწერილი ის, რაც სასტუმროს სჭირდება, დეტალები — Activi POS-ის და Activi Rest-ის სახელმძღვანელოებში.

კატეგორიები და პროდუქცია

სანიმუშო სასტუმროში სამი კატეგორიაა:

კატეგორიარა არისმარაგი
ბარი 🍷ღვინო, ლუდი, ჭაჭა, ყავა, ლიმონათიმარაგით — ბარის სალარო ჩამოწერს
მინიბარი 🧊ბორჯომი, კოკა-კოლა, შოკოლადი, ჩიფსი, ღვინო 0.375ლმარაგით — ფოლიოს „მინიბარი“ ჩამოწერს
რესტორანი 🍽ხაჭაპური, მწვადი, ხინკალი, სალათი, საუზმემარაგის გარეშე (ან რეცეპტით)
მენიუ / ბარი / მინიბარი: პროდუქცია კატეგორიებით, ფასით და მარაგით
მენიუ / ბარი / მინიბარი: პროდუქცია კატეგორიებით, ფასით და მარაგით

ახალი პროდუქტი: „ახალი პროდუქტი“ → სახელი, კატეგორია, ფასი, ერთეული (ც, კგ…), ემოჯი ან სურათი, შტრიხკოდი (სურვილისამებრ), მინიმალური მარაგი; რესტორნის კერძისთვის — სამზარეულოს სადგური („ცხელი სამზარეულო“, „ცივი სამზარეულო“, „ბარი“) და, საჭიროებისას, რეცეპტი (ინგრედიენტები, რომლებიც გაყიდვისას ჩამოიწერება). მინიბარის ფანჯარა აჩვენებს კატეგორიას, რომლის სახელშიც „მინიბარი“ წერია.

რჩევა: ერთი და იგივე სასმელი ბარში და მინიბარში სხვადასხვა ფასით იყიდება? შექმენით ორი პროდუქტი (მაგ. „ბორჯომი 0.5ლ“ ბარში და „ბორჯომი 0.5ლ (მინიბარი)“) — მარაგსაც ცალ-ცალკე დაინახავთ.

საქონლის მიღება

გვერდი „მარაგი“ → ბარათი „საქონლის მიღება“:

  1. „პროდუქტი“ (ან „+ ახალი პროდუქტი“).
  2. „რაოდენობა“ და „თვითღირებულება ერთეულზე (₾)“.
  3. **„მომწოდებელი “ (სავალდებულო) და „შენიშვნა“* (მაგ. ინვოისის ნომერი); საჭიროებისას — ვადის გასვლის თარიღი.
  4. „ფასი დღგ-ს ჩათვლითაა — დღგ (18%) ცალკე გამოიყოფა ჩასათვლელად“ — დღგ-ს გადამხდელისთვის.
  5. „მარაგის შეტანა“ — მარაგი იზრდება, თვითღირებულება საშუალოდ გადაითვლება, ბუღალტერიაში გატარება თავისით კეთდება.
მარაგი: მარაგის ღირებულება, იწურება, საქონლის მიღება
მარაგი: მარაგის ღირებულება, იწურება, საქონლის მიღება

ზემოთ: „Excel“, „ექსელის სიით მიღება“, „RS.ge-დან შემოტანა“ და „RS.ge-ზე გატანა“ (RS.ge-ს ზედნადებები ხელმისაწვდომია, თუ ლიცენზიაში ბუღალტერიაა — საცდელ პერიოდში ყოველთვის). ბარათები: მარაგის ღირებულება (თვითღირებულებით და გასაყიდი ფასით, პოტენციური მოგება), „იწურება“ და „არ არის მარაგში“.

შენიშვნა: რესტორნის კერძები მარაგის გარეშე „იწურება“ და „არ არის მარაგში“ სიებში 0-ით ჩანს — ეს მათ გაყიდვას რესტორანში არ უშლის. სიების გასასუფთავებლად კერძს რეცეპტი მიეცით.

მომწოდებლები, საწყობის დოკუმენტები, ხარჯები

  • „მომწოდებლები“ — სია, ვალი და გადახდა (ნაღდით გადახდა სალაროს ნაღდს ამცირებს).
  • „საწყობის დოკუმენტები“ — ინვენტარიზაცია (თვლა და სხვაობის გატარება), ჩამოწერა (დაზიანებული, ვადაგასული, პერსონალის მიერ გამოყენებული), მომწოდებელს დაბრუნება, ვადიანი პარტიები.
  • „ხარჯები“ — საოპერაციო ხარჯები (კომუნალური, სარეცხი საშუალებები, რემონტი…).

რჩევა: მინიბარი თვეში ერთხელ აღწერეთ ინვენტარიზაციით: თუ ოთახებიდან გამოყენებული ნივთები ყოველთვის ჩაწერილია ფოლიოში, სხვაობა მცირე უნდა იყოს. ოთახების მინიბარების ცალ-ცალკე მარაგი (თითო ოთახზე) პროგრამაში არ ითვლება — მინიბარი ერთი საერთო მარაგია.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.