განახლებები: ახალი ვერსია, როდის და როგორ განვაახლოთ
Activi Hotel-ის განახლება: როგორ გაიგებთ ახალ ვერსიაზე, სავალდებულო განახლება, განახლება ნაბიჯ-ნაბიჯ, რა ემართება ჯავშნებსა და ქსელის კომპიუტერებს, თუ განახლება ვერ მოხერხდა.
Activi Hotel ახალ ვერსიას თავად ამოწმებს, მაგრამ თავისით არაფერს აყენებს — განახლებას იწყებთ თქვენ, მოსახერხებელ დროს.
როგორ გაიგებთ ახალ ვერსიაზე
პროგრამა ამოწმებს ჩართვისას და ყოველ საათში (ინტერნეტი სჭირდება). ახალი ვერსიისას (ადმინისტრატორი და მენეჯერი):
- ერთხელ ჩნდება ფანჯარა „ხელმისაწვდომია ვერსია …“ ცვლილებების აღწერით და ღილაკებით „მოგვიანებით“ და „განახლება ახლა“;
- ზედა ზოლის ქვემოთ რჩება შეტყობინება ღილაკით „განახლება“;
- იგივე ჩანს „პარამეტრები“ → „ლიცენზია“.
სავალდებულო განახლება ასეა მონიშნული და ყოველ ჩართვაზე ჩნდება („მოგვიანებით“-ის ნაცვლად — „დღის ბოლოს“); ის მაინც მხოლოდ თქვენი თანხმობით დგება.
ხელით შემოწმება: მენიუს ბოლოში — „Activi Hotel v… · შემოწმება“.
განახლება ნაბიჯ-ნაბიჯ
- აირჩიეთ მშვიდი დრო — როცა მოსვლა-გასვლა არ არის (მაგ. ღამით ან 12:00-დან 14:00-მდე, გაწერებსა და შესახლებებს შორის).
- „განახლება ახლა“ — ვერსია ჩამოიტვირთება (პროცენტით), შემდეგ „ინსტალაცია მიმდინარეობს — პროგრამა გადაიტვირთება…“.
- დაახლოებით ერთ წუთში პროგრამა ისევ იხსნება — შედით ჩვეულებრივ.
განახლების დროს მთავარი კომპიუტერი ერთი წუთით მიუწვდომელია: სხვა კომპიუტერები და ტაბლეტები ამ დროს ვერ მუშაობს და შემდეგ ხელახლა უკავშირდება. ჯავშნები, ფოლიოები და ღია მაგიდები ბაზაშია — განახლების შემდეგ იმავე მდგომარეობაში იქნება.
მონაცემები
ბაზა Windows-ის მომხმარებლის საქაღალდეშია (%APPDATA%\CloudPos\data ან data-cloudhotel) — განახლებისას არაფერი იკარგება: ოთახები, ფასები, სტუმრები, ჯავშნები, თანამშრომლები, ლიცენზია.
რჩევა: რამდენიმე კომპიუტერისას ჯერ განაახლეთ მთავარი, შემდეგ — დანარჩენი Activi Hotel-ები. ბრაუზერით მომუშავე ტაბლეტებს განახლება არ სჭირდება — ისინი მთავარი კომპიუტერის ვერსიას ხსნიან (საჭიროებისას გვერდი განაახლეთ).
თუ განახლება ვერ მოხერხდა
- „განახლება ვერ მოხერხდა“ — შეამოწმეთ ინტერნეტი და სცადეთ ხელახლა.
- ჩამოტვირთეთ ინსტალერი activi.ge/download-დან (
Activi-Hotel-Setup-….exe) და გაუშვით ძველზე — მონაცემები ადგილზე დარჩება.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.