ბარი, რესტორანი და სამზარეულო: გაყიდვა და „ნომერზე ჩაწერა“
სასტუმროს ბარი და რესტორანი Activi Hotel-ში: ბარის სალარო, რესტორნის დარბაზი და შეკვეთა მაგიდაზე, სამზარეულოს ეკრანი სადგურებით, გადახდა ნაღდით, ბარათით და „ნომერზე ჩაწერით“ შესახლებული სტუმრის ფოლიოში.
Activi Hotel-ს თან ახლავს ბარის სალარო, რესტორნის დარბაზი და სამზარეულოს ეკრანი — ცალკე პროგრამა ან მოდული საჭირო არ არის. სამივე იყენებს ერთ მენიუს („მენიუ / ბარი / მინიბარი“) და ერთ საწყობს, ხოლო ყოველი ანგარიში შეიძლება გადაიხადოს ადგილზე ან ჩაიწეროს ნომერზე.
| გვერდი | რისთვის |
|---|---|
| ბარი / სალარო | სწრაფი გაყიდვა დახლთან: ბარი, ლობის კაფე, მაღაზია |
| რესტორანი | დარბაზის გეგმა, შეკვეთა მაგიდაზე, პირველადი ჩეკი |
| სამზარეულო | რესტორნის შეკვეთები სამზარეულოს სადგურების მიხედვით |
ბარი / სალარო
- გახსენით „ბარი / სალარო“.
- აირჩიეთ კატეგორია მარცხნივ („ბარი“, „მინიბარი“, „რესტორანი“) ან მოძებნეთ (
F2), დააჭირეთ პროდუქტს — ის ემატება ჩეკს მარჯვნივ (− / + რაოდენობა, ✕ წაშლა). - „გადახდა“ — გადახდის ფანჯარა.

სალაროს იერი („მენიუ — კატეგორიები გვერდით“, „დიდი ფილები“, „სალარო-აპარატი“ და სხვ.) ირჩევა „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“; სანიმუშო სასტუმროში არჩეულია „მენიუ — კატეგორიები გვერდით“. ფასდაკლება, გადადება და დაბრუნება ისევეა, როგორც მაღაზიის სალაროში — დაწვრილებით Activi POS-ის სახელმძღვანელოში.
შენიშვნა: ბარის სალარო მარაგს ამოწმებს: პროდუქტი, რომელსაც მარაგი არ აქვს და არც რეცეპტი, ჩანს როგორც „არ არის“ და არ იყიდება. რესტორნის კერძები (მარაგის გარეშე) ამიტომ ბარის სალაროში არ იყიდება — ისინი რესტორნის გვერდით გაიყიდება, ან კერძს რეცეპტი მიეცით (თავი მენიუ, მარაგი და მომწოდებლები).
ნომერზე ჩაწერა
გადახდის ფანჯარაში (ბარშიც და რესტორანშიც) ჩანს დამატებითი სახე „ნომერზე ჩაწერა“:
- აირჩიეთ „ნომერზე ჩაწერა“.
- ქვემოთ იხსნება შესახლებული სტუმრების სია — ოთახი, სახელი, ჯგუფი, „გასვლა 3 ოქტ“ და უკვე ჩაწერილი თანხა („ჩაწერილია 120,00 ₾“). მოძებნეთ ოთახის ნომრით ან სახელით და აირჩიეთ სტუმარი — „ჩაიწერება: ოთახი 201 — დავით ხუციშვილი“.
- „ზუსტი“ (ან ნაწილობრივი თანხა — დანარჩენი ნაღდით ან ბარათით).
- „გადახდის დადასტურება“.

ჩეკი იბეჭდება ჩანაწერით „ჩაიწერა ნომერზე 201 — 24,00 ₾“, ფოლიოში კი ჩნდება ხაზები „ბარი: ესპრესო“, „ბარი: ჭაჭა 50მლ“, „ბარი: ქინძმარაული (ჭიქა)“. თუ ჩეკის მხოლოდ ნაწილი ჩაიწერა ნომერზე (ან ფასდაკლებით), ფოლიოში ერთი ხაზია: „ბარი — ჩეკი #426“.

წესები:
- ჩაწერა შეიძლება მხოლოდ შესახლებულ სტუმარზე („ნომერზე ჩაწერა შეიძლება მხოლოდ შესახლებულ სტუმარზე“) — დაჯავშნილზე ან უკვე გაწერილზე არა;
- ფოლიოდან ასეთი ხაზი არ წაიშლება — დააბრუნეთ ჩეკი გვერდზე „გადახდები“ (თავი გადახდები და დაბრუნება); გაწერის შემდეგ — ჯერ გაწერის ჩეკი;
- თანხა გადაიხდება გაწერისას (ხაზი „ნომერზე ჩაწერილი (ბარი, რესტ.)“ — თავი გაწერა და გადახდა);
- შავ სიაში მყოფ სტუმარს სიაში გაფრთხილების ნიშანი აქვს.
რჩევა: სტუმარს შეგიძლიათ სთხოვოთ ხელმოწერა დაბეჭდილ ჩეკზე — ასე გაწერისას კითხვები არ გაჩნდება. ელექტრონული ხელმოწერა პროგრამაში არ არის.
რესტორანი
ახალ ბაზაში უკვე არის ორი მოწყობილი დარბაზი — „მთავარი დარბაზი“ და „ტერასა“; გეგმის შეცვლა („მაგიდების მართვა“) ადმინისტრატორსა და მენეჯერს შეუძლია.

- დააჭირეთ მაგიდას — იხსნება შეკვეთა.
- მარჯვნივ დააჭირეთ კერძებს და სასმელებს (ან მოძებნეთ) — ისინი ემატება შეკვეთას.
- „სამზარეულოში“ — ახალი ხაზები მიდის სამზარეულოში („შეკვეთა გაიგზავნა სამზარეულოში“), თითო კერძი თავის სადგურზე; სადგურს თუ პრინტერი აქვს, იბეჭდება ტალონი.
- „პირველადი ჩეკი“ — ანგარიში სტუმრისთვის, გადახდამდე.
- „გადახდა“ → ნაღდი, ბარათი, გადმორიცხვა ან „ნომერზე ჩაწერა“ → „გადახდის დადასტურება“.


„გაუქმება“ შეკვეთის ცარიელ ან შეცდომით გახსნილ მაგიდას ხურავს. რესტორნის დარბაზის, მაგიდების, შეკვეთისა და პირველადი ჩეკის დეტალები იგივეა, რაც Activi Rest-ში — იხ. Activi Rest-ის სახელმძღვანელო.
ყურადღება: რესტორნის გვერდიდან გაყიდული მარაგიანი საქონელი (მაგ. ლუდი, ბოთლის ღვინო) 2.38-ში მარაგიდან არ ჩამოიწერება და მარაგიც არ მოწმდება — რესტორანი ითვლის, რომ მისი კერძები მარაგს არ იყენებს. რეცეპტიანი კერძის ინგრედიენტები ჩამოიწერება. თუ სასმელს რესტორანშიც ყიდით, ან რესტორნის გაყიდვის შემდეგ მარაგი „საწყობის დოკუმენტით“ ჩამოწერეთ, ან სასმელი ბარის სალაროდან გაყიდეთ.
სამზარეულო
გვერდი „სამზარეულო“ აჩვენებს რესტორნიდან გაგზავნილ შეკვეთებს: მაგიდა, დარბაზი, რამდენი წუთია, პოზიციები სადგურით. ზემოთ — სადგურის ფილტრი („ყველა“, „ცხელი სამზარეულო“, „ცივი სამზარეულო“, „ბარი“, „სხვა“), „ხმა ჩართულია“ და „სრულ ეკრანზე“. მზარეული ნიშნავს პოზიციას ✓-ით ან მთელ შეკვეთას — „ყველა მზადაა“.

სადგურები და მათი პრინტერები — „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „სამზარეულოს სადგურები“; კერძის სადგური ირჩევა პროდუქტის ბარათში. ბარის სალაროდან გაყიდული სამზარეულოში არ მიდის.
შენიშვნა: ოთახში მიტანის (room service) ცალკე ფორმა არ არის — გამოიყენეთ რესტორნის მაგიდა (მაგ. დაარქვით ერთ მაგიდას „Room service“) და გადახდისას — „ნომერზე ჩაწერა“. საუზმე, რომელიც ფასშია, ცალკე არ აღირიცხება; ფასიანი საუზმე („საუზმე (ბუფეტი)“) — რესტორნიდან ნომერზე ჩაწერით ან ფოლიოს სერვისად.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.