სალაროს დახურვა: მოსალოდნელი ნაღდი, ავანსები, ნომერზე ჩაწერილი, X და Z-რეპორტი
დღის დახურვა Activi Hotel-ში: საწყისი ნაღდი, ნაღდი და ბარათი, გადმორიცხვა, ავანსები, ნომერზე ჩაწერილი, ნაღდის შემოტანა და გატანა, X-რეპორტი, დათვლა და Z-რეპორტი, დახურული დღეები, ავტომატური დახურვა და ღამის ცვლა.
გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს სალაროს დღეს: რამდენი შემოვიდა ნაღდით, ბარათით და გადმორიცხვით, რამდენი ნაღდი უნდა იყოს უჯრაში და რამდენი აღმოჩნდა. ერთი დღე აერთიანებს რეცეფციას, ბარს და რესტორანს — ყველა ჩეკს ამ ბაზაში. გვერდი ყველა თანამშრომელს უჩანს; „დახურული დღეების“ სიას ადმინისტრატორი და მენეჯერი ხედავენ.

დღის გახსნა
დღე იხსნება პირველივე ოპერაციით (პირველი ჩეკი, ნაღდის შემოტანა ან ამ გვერდის გახსნა): „გახსნილია · გაიხსნა: … (პირველი ოპერაციით)“. საწყისი ნაღდი — წინა დღის დათვლილი ნაღდი.
მაჩვენებლები
| ფილა | რას აჩვენებს სასტუმროში |
|---|---|
| საწყისი ნაღდი | დღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი |
| ნაღდი გაყიდვები | ნაღდით მიღებული ყველაფერი — ავანსები, გაწერები, ბარი, ჯარიმები — ხურდისა და ნაღდით დაბრუნებული ავანსის ნაშთის გამოკლებით |
| ბარათი | ბარათით მიღებული (ავანსების ჩათვლით) |
| ნისია / ნომერზე | კომპანიის ანგარიშზე ჩაწერილი / ბარიდან და რესტორნიდან ნომერზე ჩაწერილი — ფული ჯერ არ შემოსულა |
| შემოტანა / გატანა | ხელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი |
| დაბრუნებები | დაბრუნებული თანხა და ჩეკების რაოდენობა |
მოსალოდნელი ნაღდი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გაყიდვები − ნაღდი დაბრუნება + ნისიის (კომპანიის ვალის) გადახდა ნაღდით − ხარჯები − მომწოდებლებს ნაღდით + შემოტანა − გატანა.
სანიმუშო დღეს (X-რეპორტი ქვემოთ): საწყისი 209 ₾ + ნაღდი 116 ₾ = მოსალოდნელი 325 ₾; ბარათით 1 387 ₾ (ავანსების ჩათვლით), მიღებული ავანსები სულ 1 036 ₾; კომპანიის ანგარიშზე („ნისია“) 912 ₾ და ნომერზე ჩაწერილი 161 ₾ — ეს ორი ჯერ ფული არ არის და უჯრაში არ ითვლება.
შენიშვნა: გადმორიცხვით მიღებული ავანსი და გაწერა (მაგ. სააგენტოს თანხა) უჯრაში არ ჩანს და მოსალოდნელ ნაღდს არ ცვლის — ის ცალკე ჩანს X/Z-რეპორტის სტრიქონში „გადმორიცხვა“ და ბუღალტერიაში ბანკზე (1100) ტარდება.
ნაღდის შემოტანა და გატანა
უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“ (ნაგულისხმევად ყველას): „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. ხურდა დილით) ან „ნაღდის გატანა“ (ინკასაცია, სარეცხი საშუალებების ყიდვა) → „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“ → „დადასტურება“. ჩანაწერები ჩანს ბარათში „ნაღდის მოძრაობა“.
X-რეპორტი
„X-რეპორტი“ აჩვენებს დღის მიმდინარე მდგომარეობას დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, დღგ, დაბრუნება, ნაღდი, ბარათი, გადმორიცხვა, მიღებული ავანსები, ნომერზე ჩაწერილი, ნისია, საწყისი ნაღდი, ხარჯები, ნაღდის მოძრაობა, მოსალოდნელი ნაღდი და (რამდენიმე თანამშრომლისას) თითოეულის ბრუნვა. „ბეჭდვა“ — ჩეკის პრინტერზე. გამოიყენეთ ცვლის გადაბარებისას (დღის რეცეფციონისტი → ღამის).

დღის დახურვა (Z-რეპორტი)
უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“ (რეცეფციონისტს ნაგულისხმევად აქვს):
- დარწმუნდით, რომ რესტორანში ღია მაგიდა აღარ არის (ან ის ხვალინდელ დღეს ეკუთვნის).
- „დღის დახურვა (Z-რეპორტი)“ — ფანჯრის თავში „მოსალოდნელი ნაღდი“.
- დაითვალეთ უჯრა: „კუპიურების დათვლა“ ან „სწრაფი თანხა“ — „დათვლილი ნაღდი (₾)“.
- პროგრამა აჩვენებს: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“; საჭიროებისას — „შენიშვნა“.
- „დახურვა“ — „დღე დაიხურა“; იხსნება Z-რეპორტი ნომრით (
Z-00034) → „ამობეჭდვა“.
რჩევა: ღამით ფული სეიფში მიგაქვთ? დახურვამდე გაატარეთ „ნაღდის გატანა“ („ინკასაცია — ბანკში“) და უჯრაში მხოლოდ ხურდა დატოვეთ — სანიმუშო სასტუმროში ყოველ საღამოს უჯრაში 200 ₾ რჩება.
დახურული დღეები
ბარათი „დახურული დღეები“: „Z №“, ვინ დახურა, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“ (დანაკლისი — წითლად, მაგ. Z-00028: −5,00 ₾); პრინტერის ხატულა ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად.

ავტომატური დახურვა და ღამის ცვლა
„პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ (ნაგულისხმევად ჩართული) — ღია დღე შუაღამისას დათვლის გარეშე იხურება (ნიშანი „ავტომატურად (00:00)“). სასტუმროს რეცეფცია ღამითაც მუშაობს: თუ ცვლა დილით იცვლება, გამორთეთ ავტომატური დახურვა და დღე დახურეთ ხელით, ცვლის ბოლოს — სხვაგვარად ღამის ცვლის ფული ორ Z-ში გაიყოფა. ავტომატური დახურვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მთავარი კომპიუტერი 00:00-ზე ჩართულია.
შენიშვნა: სალაროს დახურვა „ღამის აუდიტი“ არ არის: ის ღამეებს არ არიცხავს, ჯავშნებს არ ცვლის და no-show-ს თავისით არ ნიშნავს. ოთახის ღამეები ფოლიოში ჯავშნის ფასით არის, შემოსავალი კი გაწერისას აღირიცხება; დღიური დატვირთვა და ღამეების შემოსავალი — „სასტუმროს ანგარიშებში“.
ფისკალური აპარატის X და Z
ფისკალური აპარატის საკუთარი X და Z ანგარიშები — „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ფისკალური აპარატი“ → „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“ (თავი პრინტერი, ფისკალური აპარატი და ტერმინალი).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.