Activi
Activi Hotel · თავი 18

რეკვიზიტები, ჩეკის პრინტერი, ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალი და ფისკალური აპარატი

მოწყობილობების გამართვა Activi Hotel-ში: სასტუმროს რეკვიზიტები და ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები, ჩეკის პრინტერი (USB, ქსელური, Windows), ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალები (ხელით და ინტეგრირებული), ფისკალური აპარატი Daisy — რა იბეჭდება ავანსზე და გაწერაზე — სამზარეულოს პრინტერები და RS.ge.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“-ში (ადმინისტრატორი).

რეკვიზიტები

„პარამეტრები“ → „მაღაზია“:

  • „მაღაზიის დასახელება“ (სასტუმროს სახელი), „მისამართი“, „ტელეფონი“, „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“ — ჩეკისა და ინვოისის თავში;
  • „დღგ-ს გადამხდელი“, „დღგ-ს განაკვეთი (%)“;
  • „ჩეკის ბოლო ტექსტი“ (მაგ. „გმადლობთ, რომ ჩვენთან დარჩით!“);
  • „გადახდის მეთოდები“;
  • „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“;
  • „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ (თავი სალაროს დახურვა);
  • „მხარდაჭერის კონტაქტები“ — ჩანს დაბლოკვის ეკრანზე.

მარჯვნივ — „ჩეკის პრევიუ“. შეცვლის შემდეგ — „შენახვა“.

პარამეტრები → მაღაზია: რეკვიზიტები, დღგ, ჩეკის ტექსტი და პრევიუ
პარამეტრები → მაღაზია: რეკვიზიტები, დღგ, ჩეკის ტექსტი და პრევიუ

შენიშვნა: „გადახდის მეთოდები“ მოქმედებს ბარის სალაროზე (და ნაწილობრივ რესტორანზე). რეცეფციის გადახდის ფანჯრები (ავანსი, გაწერა, ჯარიმა) ყოველთვის გთავაზობთ „ნაღდს“, ბარათის ტერმინალებს და „გადმორიცხვას“, გაწერისას — კომპანიის ანგარიშსაც; ბარი და რესტორანი ყოველთვის გთავაზობს „ნომერზე ჩაწერას“.

ჩეკის პრინტერი

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ჩეკის პრინტერი“ → „ბეჭდვის რეჟიმი“:

რეჟიმიროგორ ბეჭდავსროდის
USB თერმული (პირდაპირ)პირდაპირ (ESC/POS), ფანჯრის გარეშეUSB პრინტერი რეცეფციის კომპიუტერზე
ქსელური (IP)ქსელით: „IP მისამართი“, „პორტი“ (9100)Ethernet / Wi-Fi პრინტერი; ბეჭდვა ტაბლეტიდან
Windows-ის დრაივერითWindows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე, ბეჭდვის ფანჯრითჩვეულებრივი (A4) პრინტერი

USB და ქსელურში: „ქაღალდის სიგანე“ (58 / 80 მმ), „ჩეკის ავტომატური მოჭრა“, „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“, „ტესტური ბეჭდვა“, „უჯრის გახსნა“ → „შენახვა“.

ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში
ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში

ჩეკის ტიპები: ავანსის ქვითარი („ავანსი (წინასწარი გადახდა)“), გაწერის ჩეკი (ღამეები, სერვისები, „ნომერზე ჩაწერილი“, „ავანსით დაფარული“, დღგ), ბარის / რესტორნის ჩეკი („ჩაიწერა ნომერზე 201“), ჯარიმის ჩეკი, X / Z-რეპორტი. ფოლიოს ცალკე ამონაბეჭდი (გაწერამდე) და სარეგისტრაციო ბარათი 2.38-ში არ იბეჭდება — წინასწარი ანგარიშისთვის გამოიყენეთ ინვოისი (თავი ჯგუფები და კომპანიები).

ფულის უჯრა (USB ან ქსელურ რეჟიმში, მონიშნული „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“) იხსნება ნაღდით გადახდილი ჩეკის ავტომატური ბეჭდვისას; ხელით — „უჯრის გახსნა“.

ბარათის ტერმინალები

ბარათი „გადახდის ტერმინალები“ → „ტერმინალის დამატება“:

  • „ტიპი“: „ხელით (ცალკე მდგარი)“ — თანხას რეცეფციონისტი ტერმინალზე კრეფს და პროგრამაში ადასტურებს („გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“, სურვილისამებრ RRN / ავტორიზაციის კოდით); „ინტეგრირებული“ — თანხა ტერმინალზე თავად მიდის;
  • „ბანკი“: საქართველოს ბანკი (BOG), თიბისი (TBC), კრედო, ლიბერთი, სხვა ან „სიმულატორი (ტესტი)“;
  • „დასახელება“, „აქტიური“.

ინტეგრირებულისთვის: „აპარატის მოდელი“, „კავშირი“ (IP, COM ან DualConnector), „კავშირის შემოწმება“, „ტესტი 1 ₾“.

ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG
ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG

გადახდის ფანჯარაში თითო ჩართული ტერმინალი ცალკე ღილაკია ბანკის სახელით („საქართველოს ბანკი (BOG) · ხელით“). დაბრუნებისას ინტეგრირებული ტერმინალი თანხას თავად აბრუნებს, ხელით ტერმინალზე პროგრამა გეტყვით, რომ ტერმინალიდან დააბრუნოთ.

შენიშვნა: ბარათის წინასწარი ავტორიზაცია (თანხის „დაბლოკვა“ სტუმრის ბარათზე შესახლებისას) Activi Hotel 2.38-ში არ არის — ავანსი ჩვეულებრივი გადახდაა.

ფისკალური აპარატი

ბარათი „ფისკალური აპარატი“: „აპარატი“ (Daisy Expert, Daisy Expert SX, სხვა), „კავშირი“ (COM ან IP), „ოპერატორი“ და პაროლი, „კავშირის შემოწმება“, ჩართეთ „ფისკალური ბეჭდვა ჩართულია“ → „შენახვა“.

ფისკალური აპარატი
ფისკალური აპარატი

ჩართვის შემდეგ:

ოპერაციაფისკალურ აპარატზე
ავანსიარ იბეჭდება — ფული ჯერ შემოსავალი არ არის
გაწერაიბეჭდება: ღამეები, სერვისები, ქალაქის გადასახადი; გადახდა — ბარათი/გადმორიცხვა ბარათად, ავანსიდან და ნომერზე — კრედიტად, ნაღდი ნაღდად
ბარი, რესტორანი, მინიბარიიბეჭდება გაყიდვისას (ნომერზე ჩაწერილი — კრედიტად)
ჯარიმაიბეჭდება, თუ ჯარიმა 0-ზე მეტია
დაბრუნებაფისკალური დაბრუნების ჩეკი

„X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“ — აპარატის საკუთარი ანგარიშები.

ყურადღება: ფისკალური აპარატის პირველი ჩართვა გააკეთეთ Activi-ის მხარდაჭერასთან ერთად და შეამოწმეთ სატესტო ჩეკზე. ქალაქის გადასახადი დღგ-ს არ ექვემდებარება — თუ მას იყენებთ, მხარდაჭერასთან ერთად შეამოწმეთ, რომელი დღგ-ს ჯგუფით ბეჭდავს მას თქვენი აპარატი.

სამზარეულოს სადგურები

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „სამზარეულოს სადგურები“: „ცხელი სამზარეულო“, „ცივი სამზარეულო“, „ბარი“ — სახელი, ქსელური პრინტერის IP და პორტი, ქაღალდის სიგანე, ჩართვა და „ტესტი“. რესტორნის შეკვეთის „სამზარეულოში“ გაგზავნისას თითო სადგური საკუთარ ტალონს ბეჭდავს.

სამზარეულოს სადგურები
სამზარეულოს სადგურები

RS.ge

ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“, „შენახვა“, „კავშირის შემოწმება“. ზედნადებები (საქონლის მიღება და გატანა) და ანგარიშ-ფაქტურები ხელმისაწვდომია, თუ ლიცენზიაში ბუღალტერიაა (საცდელ პერიოდში — ყოველთვის) — თავები მენიუ, მარაგი და მომწოდებლები და ბუღალტერია.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.