Activi
Activi Hotel · თავი 23

დახმარება და Activi Remote: მოთხოვნა მხარდაჭერას, დისტანციური დახმარება

როგორ მივიღოთ დახმარება Activi Hotel-ში: ღილაკი „დახმარება“, მოთხოვნის გაგზავნა ეკრანის სურათით, Activi Remote და კომპიუტერის ნომერი, შეცდომების ავტომატური შეტყობინება და სხვა საკონტაქტო გზები.

ღილაკი „დახმარება“

ზედა ზოლის სამაშველო რგოლი — „დახმარება“ — ნებისმიერი გვერდიდან უგზავნის შეტყობინებას Activi-ის მხარდაჭერას. ის ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია, ღამის ცვლის რეცეფციონისტისთვისაც.

  1. „რას ეხება“ — „სალარო / ჩეკი“, „პრინტერი“, „ბარათის ტერმინალი“, „პროდუქცია / მარაგი“, „RS.ge“, „შესვლა / პაროლი“, „სხვა“ (ჯავშნები, კალენდარი — „სხვა“).
  2. „რა ხდება“ — ორიოდე სიტყვით (მაგ. „გაწერისას ბარათით გადახდა არ გადის“).
  3. სამუშაო გაჩერებულია? — „სასწრაფოა“ — „სამუშაო გაჩერებულია — გაყიდვა ვერ ხერხდება“.
  4. „რომელ ნომერზე დაგირეკოთ“ — სასტუმროს ტელეფონი; შეცვალეთ საჭიროებისამებრ.
  5. დაინსტალირებულ პროგრამაში ერთვის ეკრანის სურათი („არ დაერთოს“ — თუ ეკრანზე სტუმრის მონაცემებია და არ გინდათ).
  6. „გაგზავნა“ — „მოთხოვნა მიღებულია — დაგირეკავთ ნომერზე …“.
დახმარების ფორმა: თემა, აღწერა, სასწრაფო, ნომერი და Activi Remote-ის ნომერი
დახმარების ფორმა: თემა, აღწერა, სასწრაფო, ნომერი და Activi Remote-ის ნომერი

იგზავნება: სასტუმროს სახელი, პროგრამის ვერსია, Activi Remote-ის ნომერი (და ეკრანის სურათი); ჯავშნები და სტუმრების მონაცემები — არა. გაგზავნას ინტერნეტი სჭირდება.

Activi Remote

ინსტალაციისას პროგრამასთან ერთად დგება Activi Remote. დახმარებისთვის დაგვირეკეთ და უკარნახეთ ამ კომპიუტერის ნომერი — თქვენი ნებართვის გარეშე ჩართვა შეუძლებელია („მიღება“). ნომერი ჩანს „დახმარების“ ფორმაში და „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „დისტანციური დახმარება“.

დისტანციური დახმარება: ამ კომპიუტერის ნომერი და შეცდომების ავტომატური შეტყობინება
დისტანციური დახმარება: ამ კომპიუტერის ნომერი და შეცდომების ავტომატური შეტყობინება

თუ პროგრამა ვერ მოიძებნა — დააყენეთ Activi Hotel ხელახლა ან ჩამოტვირთეთ Activi Remote.

შენიშვნა: დისტანციური დახმარება და ეკრანის სურათი მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაშია; ტაბლეტის ბრაუზერში „დახმარება“ ეკრანის სურათს ვერ დაურთავს — მიმართეთ მთავარი კომპიუტერიდან.

შეცდომების ავტომატური შეტყობინება

გადამრთველი „შეცდომის შემთხვევაში ავტომატურად გვაცნობოს…“ (ადმინისტრატორი; ნაგულისხმევად ჩართული) — იგზავნება მხოლოდ შეცდომის ტექსტი, ვერსია და სასტუმროს სახელი.

სხვა გზები

  • activi.ge — კონტაქტი, ინსტალერი (activi.ge/download);
  • ელ. ფოსტა: info@activi.ge;
  • საკუთარი IT-სპეციალისტის კონტაქტი — „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „მხარდაჭერის კონტაქტები“ (ჩანს დაბლოკვის ეკრანზე).

რჩევა: დარეკვამდე მოამზადეთ Activi Remote-ის ნომერი და ვერსია (მენიუს ბოლოში, მაგ. „Activi Hotel v2.38.0“), ჯავშნის ან ჩეკის ნომერი, რომელსაც პრობლემა ეხება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.