Activi
Activi Hotel · თავი 9

ჯგუფები, კომპანიები, ინვოისები და კომპანიის დავალიანება

ჯგუფური ჯავშნები Activi Hotel-ში: ერთი გადამხდელი ან თითო ოთახი ცალკე, ჯგუფის საერთო ფოლიო და ავანსი, მთელი ჯგუფის შესახლება და გაწერა; კომპანიები და დებიტორები, ინვოისი ფოლიოდან, კომპანიის ანგარიშზე გაწერა და დავალიანების მიღება.

ჯგუფი

ჯგუფი არის რამდენიმე ოთახის ჯავშანი ერთ სახელქვეშ (თავი ახალი ჯავშანი — „ჯგუფი (რამდენიმე ოთახი)“). ჯგუფის ჯავშნებს კალენდარში 🔗 ნიშანი და ჯგუფის სახელი აქვს, ბარათზე კი — ნიშანი „კონფერენცია — … · ერთი გადამხდელი“ და ბლოკი „ჯგუფის ოთახები“ (თითო ოთახი, სტუმარი და სტატუსი).

„ვინ იხდის“როგორ მუშაობს
ერთი გადამხდელიერთი საერთო ფოლიო („ფოლიო — ჯგუფი“) — ყველა ოთახის ღამეები, სერვისები და ნომერზე ჩაწერილი ერთად; ავანსი ჯგუფისაა; გაწერა — „ჯგუფის გაწერა“ ერთი ჩეკით
თითო ოთახი ცალკეყოველ ოთახს თავისი ფოლიო და თავისი გაწერა აქვს; ჯგუფი მხოლოდ აერთიანებს (მაგ. ქორწილის სტუმრები)
ჯგუფის ჯავშანი: საერთო ფოლიო, ორი ოთახი, ავანსი 500 ₾, გადახდა „ინვოისით“
ჯგუფის ჯავშანი: საერთო ფოლიო, ორი ოთახი, ავანსი 500 ₾, გადახდა „ინვოისით“

მაგალითი: კონფერენცია, ერთი გადამხდელი

„კონფერენცია — კავკასიური კონფერენციები“: ოთახები 302 (დელუქსი) და 206 (ლუქსი), 6 → 9 ოქტომბერი, ფასდაკლება 10%, წყარო „სააგენტო“, შენიშვნა „საუზმე ფასში“.

ოთახიღამეებიფასდაკლებამდე−10%
302 დელუქსი6 ოქტ 200 + 7 ოქტ 200 + 8 ოქტ („რთველი“) 240640 ₾576 ₾
206 ლუქსი320 + 320 + 390 („რთველი“)1 030 ₾927 ₾
ჯგუფი სულ1 503 ₾

29 სექტემბერს კომპანიამ გადმორიცხა ავანსი 500 ₾ → გადასახდელი 1 003 ₾.

ჯგუფთან მუშაობა

  • შესახლება: ნებისმიერ ოთახზე — „შესახლება“ (მხოლოდ ეს ოთახი) ან „მთელი ჯგუფის შესახლება“.
  • ავანსი: ჯგუფის ნებისმიერი ოთახის ბარათიდან — ის საერთო ფოლიოში მიდის.
  • ნომერზე ჩაწერა: ბარი და რესტორანი კონკრეტულ ოთახს ირჩევს; საერთო ფოლიოში ეს ყველაფერი ერთად ჩანს.
  • გაწერა: „ჯგუფის გაწერა“ ერთდროულად აწერს ჯგუფის ყველა შესახლებულ ოთახს (ერთი ჩეკი, ხაზი თითო ოთახზე). „თითო ოთახი ცალკე“ ჯგუფს ცალ-ცალკე აწერთ.
  • ერთი ოთახის გაუქმება: „გაუქმება“ ამ ოთახზე — დანარჩენი რჩება; ჯგუფის ავანსი დანარჩენ ოთახებს რჩება.
  • გადამხდელის შეცვლა შეუძლებელია, როცა ჯგუფს უკვე აქვს ავანსი ან გაწერა.

შენიშვნა: ჯგუფის ყველა ოთახი ხელმძღვანელის სახელზე იწერება. თითოეული ოთახის სტუმრის სახელის ცალკე ჩაწერა ჯგუფურ ფორმაში 2.38-ში არ არის — საჭიროებისას შეცვალეთ ოთახის ჯავშანი „რედაქტირებით“ (სტუმრის ველები). ცალკე „ჯგუფების“ გვერდი არ არის: ჯგუფს კალენდრიდან, მისი რომელიმე ოთახით ხსნით.

კომპანიები / დებიტორები

ტურისტული სააგენტოები, ორგანიზაციები, რომლებიც სტუმრებს აგზავნიან, ინახება გვერდზე „კომპანიები / დებიტორები“ (გვერდის სათაური — „მომხმარებლები“): „ახალი მომხმარებელი“ → სახელი (მაგ. შპს „სანიმუშო ტური“), ტელეფონი, ელ-ფოსტა, ს/კ, მისამართი → „შენახვა“. სიაში ჩანს კონტაქტი, ჩეკები, ჯამი, ბოლო ვიზიტი და ვალი.

კომპანია გამოიყენება:

  • ფოლიოს გადახდის წესში — „ინვოისით“ ან „კომპანიის ანგარიშზე“ (თავი ფოლიო);
  • გაწერისას — „კომპანია იხდის?“ → „კომპანიის ანგარიშზე (ინვოისი)“: თანხა ემატება კომპანიის ვალს (თავი გაწერა და გადახდა);
  • ინვოისში — რეკვიზიტები (სახელი, ს/კ, მისამართი) თავისით ივსება.
კომპანიები: ვალი კომპანიის ანგარიშზე გაწერის შემდეგ
კომპანიები: ვალი კომპანიის ანგარიშზე გაწერის შემდეგ

დავალიანების მიღება

როცა კომპანია იხდის, ვალიან კომპანიასთან — „გადახდა“ → „ნისიის გადახდა“ → „გადასახდელი თანხა (₾)“ → „გადახდა“ („… ჩამოიწერა ვალიდან“).

ნისიის გადახდა: შპს „კავკასიური კონფერენციები“, 912 ₾
ნისიის გადახდა: შპს „კავკასიური კონფერენციები“, 912 ₾

კომპანიის ბარათში (სახელზე დაჭერა) ჩანს მისი ჩეკები და გადახდები.

ყურადღება: ამ ფანჯრით მიღებული თანხა პროგრამა ნაღდად ითვლის — ის ემატება სალაროს მოსალოდნელ ნაღდს და ბუღალტერიაში სალაროში (1000) ტარდება. თუ კომპანიამ ბანკში გადმორიცხა, 2.38-ში გადახდის სახის („გადმორიცხვა“) არჩევა აქ არ არის: დღის დახურვისას იგივე თანხა გაატარეთ „ნაღდის გატანით“ (მიზეზი „კომპანიის გადმორიცხვა — ბანკი“) ან შეუთანხმდით ბუღალტერს.

ინვოისი ფოლიოდან

ჯავშნის ბარათზე (ადმინისტრატორი და მენეჯერი) — „ინვოისი კომპანიაზე“:

  1. „კომპანია (მომხმარებლებიდან)“ — აირჩიეთ სიიდან, ან „— ხელით შეყვანა —“ და შეავსეთ „მყიდველი“, „ს/კ“, „მისამართი“.
  2. „გადახდის ვადა“ (არასავალდებულო).
  3. „ინვოისის შექმნა“ — „ინვოისი INV-000001 შეიქმნა — 1 503,00 ₾“.
ინვოისი ფოლიოდან: კომპანია, გადახდის ვადა
ინვოისი ფოლიოდან: კომპანია, გადახდის ვადა

ინვოისში ჩაიწერება ოთახის ღამეები (თითო ოთახზე, სტუმრის სახელით), სერვისები, ბარი/რესტორანი/მინიბარი და ქალაქის გადასახადი; თანხები მოიცავს დღგ-ს (შენიშვნაში წერია „თანხები მოიცავს დღგ-ს 18%: …“). ინვოისი ჩანს ფოლიოს ბლოკში „ინვოისები“, ჯავშნის ნიშანი კი ხდება „ინვოისით“.

ჯგუფის ფოლიო ინვოისით: INV-000001
ჯგუფის ფოლიო ინვოისით: INV-000001

ყველა ინვოისი — გვერდზე „ინვოისები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი): ნომერი, მყიდველი, თარიღი, თანხა და სტატუსი („გამოწერილი“, „გადახდილი“, „გაუქმებული“). ინვოისზე დაჭერით — ბეჭდვა (ქართულად, ინგლისურად ან რუსულად) და „გადახდილად მონიშვნა“; ღილაკით „ახალი ინვოისი“ — ინვოისი ხელით, ჯავშნის გარეშე. „გადახდილად მონიშვნა“ მხოლოდ ინვოისის სტატუსს ცვლის — კომპანიის ვალს არა.

ინვოისები
ინვოისები

ყურადღება: ინვოისი დოკუმენტია და ფულს არ მოძრაობს: ის არც ფოლიოს ხურავს, არც კომპანიის ვალს ზრდის. გადახდა მაინც გაწერით აღირიცხება — ან კომპანიის თანხა მიიღეთ („გადმორიცხვა“) გაწერისას, ან გაწერეთ „კომპანიის ანგარიშზე“ და შემდეგ მიიღეთ დავალიანება. ინვოისი შეგიძლიათ გამოწეროთ გაწერამდეც (წინასწარი ანგარიში) და გაწერის შემდეგაც.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.