Activi
Activi Hotel · თავი 19

ქსელი, ტაბლეტები და მონაცემთა ბაზები: მეორე რეცეფცია, ბარი, სერვერი ფონზე

Activi Hotel ლოკალურ ქსელში: მთავარი კომპიუტერი და მეორე რეცეფცია, ბარი და რესტორანი სხვა კომპიუტერზე, ტაბლეტი მიმტანისა და დამლაგებლისთვის ბრაუზერით, ქსელში ძებნა, სერვერის ფონზე მუშაობა (ტრეი), Windows-თან ერთად ჩართვა, ბაზები, დემო ბაზა, ფილიალი და სამუშაო ადგილები.

სასტუმროს ყველა მონაცემი — ოთახები, ჯავშნები, სტუმრები, ფოლიოები, ბარი და რესტორანი — ერთ მონაცემთა ბაზაშია, ერთ კომპიუტერზე. მასზე ქსელით ერთდროულად მუშაობენ: რეცეფციის მეორე კომპიუტერი, ბარის სალარო, მიმტანის ან დამლაგებლის ტაბლეტი, სამზარეულოს ეკრანი, მენეჯერის კომპიუტერი. ყველა ერთსა და იმავე კალენდარს ხედავს.

ცნებები

  • ბაზა — ერთი სასტუმროს ყველა მონაცემი, საკუთარი თანამშრომლებით და ბუღალტერიით.
  • მთავარი კომპიუტერი (სერვერი) — სადაც ბაზა ინახება; ჩართული უნდა იყოს, სანამ სხვები მუშაობენ.
  • კლიენტი — კომპიუტერი Activi Hotel-ით, რომელიც მთავარს ქსელით უკავშირდება.
  • ბრაუზერი — ტაბლეტი, ტელეფონი ან კომპიუტერი, რომელიც მთავარს ბრაუზერით ხსნის, დაყენების გარეშე.

Activi Hotel-ის ბაზა ჩვეულებრივ Activi-ის მთავარი ბაზაა (%APPDATA%\CloudPos\data, ქსელის პორტი 3030); თუ პირველ გაშვებაზე „ახალი, ცალკე ბაზა“ აირჩიეთ — %APPDATA%\CloudPos\data-cloudhotel, პორტი 3032 (თავი მიმოხილვა და დაყენება).

ტიპიური მოწყობა

მოწყობილობაროგორლიცენზიის ადგილი
რეცეფცია (ბაზით)Activi Hotel✓ (ყოველთვის)
მეორე რეცეფცია, მენეჯერის კომპიუტერიActivi Hotel → „ბაზა / სერვერი“ — მთავარი კომპიუტერი; ან ბრაუზერი✓
ბარის / რესტორნის სალაროActivi Hotel ან ბრაუზერი; შესვლა მიმტანის ანგარიშით✓
მიმტანის / დამლაგებლის ტაბლეტიბრაუზერი http://192.168.1.10:3030✓
სამზარეულოს ეკრანიბრაუზერი ან Activi Hotel, „სამზარეულოს“ ანგარიშით✓

ტაბლეტი ან ტელეფონი ბრაუზერით

  1. მოწყობილობა შეაერთეთ იმავე Wi-Fi ქსელში, რომელშიც მთავარი კომპიუტერია.
  2. ბრაუზერში (Chrome, Edge, Safari) აკრიფეთ http://მთავარი-კომპიუტერის-IP:3030 (ცალკე ბაზისთვის — :3032). მისამართი ჩანს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“: „ქსელში: 192.168.1.10:3030“.
  3. შედით თანამშრომლის სახელით და პაროლით; შეინახეთ გვერდი სანიშნეში ან „მთავარ ეკრანზე“.

ტაბლეტზე კარგად მუშაობს „ნომრები დღეს“, „დასუფთავება“, რესტორანი და სამზარეულო; კალენდარი და ჯავშნის ფორმა ფართო ეკრანს ითხოვს. ტაბლეტიდან ჩეკის ბეჭდვისთვის ჩეკის პრინტერი ქსელური უნდა იყოს.

ბრაუზერში არ არის: „USB თერმული“ ბეჭდვა, ბაზების მართვა, ფონური სერვერის პარამეტრები და დისტანციური დახმარება — ისინი მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაშია.

მეორე კომპიუტერი Activi Hotel-ით

  1. მთავარ კომპიუტერზე პროგრამა ჩართული უნდა იყოს. თუ Windows-ის Firewall-მა იკითხა („Allow access“), დაადასტურეთ.
  2. დააყენეთ Activi Hotel მეორე კომპიუტერზე.
  3. შესვლის ფანჯრის ველში „ბაზა / სერვერი“ აირჩიეთ მთავარი კომპიუტერი ჯგუფიდან „ქსელის სერვერები“, ან „+ სერვერის დამატება…“ → მისამართი (მაგ. 192.168.1.10) → „დაკავშირება“.
  4. პროგრამა გადაიტვირთება და მთავარი კომპიუტერის ბაზით იმუშავებს.

იგივე შესულ კომპიუტერზე: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ქსელში ძებნა“ → „დაკავშირება“ (ან „ან მისამართით“). ასეთ კომპიუტერზე მენიუს ბოლოში წერია „ქსელის ბაზა · …“.

შენიშვნა: კალენდარი და „ნომრები დღეს“ თავისით არ ახლდება: როცა ერთ რეცეფციაზე ჯავშანს აკეთებენ, მეორეზე ის გამოჩნდება ჩანართის ხელახლა გახსნისას ან ნებისმიერი მოქმედების შემდეგ. ერთსა და იმავე ოთახზე ორი ჯავშანი მაინც ვერ გაკეთდება — მეორე მიიღებს „ოთახი … ამ დღეებში დაკავებულია“.

ბაზების მართვა

„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „ბაზები“:

ღილაკირას აკეთებს
სერვერების კონფიგურაციაამ კომპიუტერის ბაზები, შენახული და ქსელში ნაპოვნი სერვერები
ქსელში ძებნაეძებს ლოკალურ ქსელში სხვა კომპიუტერების ბაზებს
არსებული ბაზის დამატებასიაში ამატებს სხვა საქაღალდეში არსებულ ბაზას
ახალი ბაზაქმნის ახალ ბაზას (ფილიალისთვის ან დემოსთვის)

თითო ბაზასთან ჩანს სახელი, „გახსნილია“, ქსელის მისამართი, საქაღალდე, „ქსელში ყოველთვის“, საქაღალდის გახსნა, სახელის შეცვლა და „გახსნა“.

ბაზები: სამუშაო ბაზა (გახსნილია) და დემო ბაზა
ბაზები: სამუშაო ბაზა (გახსნილია) და დემო ბაზა

ახალი ბაზა: „ახალი ბაზა“ → „სახელი“ → „სად შეიქმნას“ („სტანდარტული ადგილი“ ან „საქაღალდის არჩევა…“) → სურვილისამებრ „დემო მონაცემებით“ → „შექმნა“. „ამ კომპიუტერის ლიცენზია ახალ ბაზასაც მიჰყვება. შესვლა: admin / 1111 (მენეჯერი 2222, მოლარე 3333).“ ახალ ბაზაში 3 სართული და 18 ოთახია; დემო ბაზის შიგთავსი — თავი მიმოხილვა და დაყენება.

ახალი ბაზა: სახელი, ადგილი, „დემო მონაცემებით“
ახალი ბაზა: სახელი, ადგილი, „დემო მონაცემებით“

გახსნა (გადართვა) — პროგრამა გადაიტვირთება არჩეული ბაზით; წინა ბაზა ადგილზე რჩება. ბაზის წაშლა პროგრამიდან შეუძლებელია.

შენიშვნა: რამდენიმე სასტუმრო (ფილიალი) = რამდენიმე ცალკე ბაზა. თითოეულს საკუთარი ოთახები, სტუმრები და ანგარიშები აქვს; ყველა ფილიალის ერთად ნახვა ან სტუმრების საერთო ბაზა 2.38-ში არ არის.

სერვერი ფონზე

2.38-დან მთავარი კომპიუტერი სხვებს აღარ თიშავს, როცა მის ფანჯარას ✕-ით ხურავთ: პროგრამა იმალება ტრეიში (ხატულა საათთან) და ბაზა მუშაობას აგრძელებს — მეორე რეცეფცია, ბარი და ტაბლეტები დაკავშირებული რჩება. პირველად ჩნდება შეტყობინება „Activi ფონზე მუშაობს — სალაროები დაკავშირებული რჩება“.

  • გახსნა — ტრეის ხატულაზე დაჭერა.
  • სრულად გამორთვა — ტრეის ხატულა → მარჯვენა ღილაკი → „სრულად გამორთვა“ (თუ სხვები მუშაობენ, პროგრამა გაგაფრთხილებთ).

„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა“:

პარამეტრივარიანტები„ავტომატურად“ ნიშნავს
ფანჯრის დახურვისას — ფონზე მუშაობაავტომატურად / ჩართული / გამორთული✕ ფანჯარას მალავს, თუ ეს კომპიუტერი სხვების სერვერია (ბოლო დღეებში მას სხვა კომპიუტერები დაუკავშირდნენ, ან ბაზა „ქსელში ყოველთვისაა“)
Windows-თან ერთად ჩართვა (ფონზე)ავტომატურად (სერვერზე) / ჩართული / გამორთულიკომპიუტერის ჩართვისას სერვერი ფონზე ირთვება
ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა
ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა

რჩევა: სასტუმრო 24 საათს მუშაობს — მთავარ კომპიუტერზე დატოვეთ ორივე პარამეტრი „ავტომატურად“: ღამით ✕-ით დახურული ფანჯარა ბარსა და ტაბლეტებს არ გათიშავს, დენის გათიშვის შემდეგ კი სერვერი Windows-თან ერთად თავისით ჩაირთვება.

თუ მთავარი კომპიუტერი გამორთულია

  • ტაბლეტები (ბრაუზერი) ვერ გაიხსნება, სანამ მთავარ კომპიუტერს არ ჩართავთ.
  • Activi Hotel მეორე კომპიუტერზე დაახლოებით 45 წამი ცდილობს დაკავშირებას („მთავარ კომპიუტერს ვუკავშირდები…“); ვერ დაუკავშირდა — ხსნის საკუთარ ცალკე ბაზას და აჩვენებს გაფრთხილებას. ამ ბაზაში თქვენი ჯავშნები არ არის — ჩართეთ მთავარი კომპიუტერი და დააჭირეთ „ხელახლა ცდა“.

სამუშაო ადგილები

ადგილს იკავებს ყოველი კომპიუტერი და ბრაუზერი (ტაბლეტი, ტელეფონი), რომლითაც თანამშრომელი შედის. „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)“: მოწყობილობები, პირველი და ბოლო შესვლა; „მოხსნა“ — ადგილის გათავისუფლება. საცდელ პერიოდში რაოდენობა შეზღუდული არ არის.

კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)
კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)

მნიშვნელოვანი წესები

  • ბაზა არ შეიძლება იყოს გაზიარებულ ქსელურ საქაღალდეში — დატოვეთ მთავარ კომპიუტერზე, სხვები ქსელით დაუკავშირდებიან.
  • ყველა მოწყობილობა ერთ ლოკალურ ქსელში. პორტები: TCP 3030 (ცალკე ბაზა — 3032, დამატებითი ბაზები — 3040-დან), ძებნა — UDP 3029. Firewall-მა არ უნდა დაბლოკოს.
  • მთავარ კომპიუტერს მიანიჭეთ მუდმივი (სტატიკური) IP როუტერში.
  • პროგრამა ინტერნეტით გარედან (სახლიდან, ტელეფონით ქალაქიდან) არ იხსნება — მხოლოდ ლოკალურ ქსელში. დისტანციური დახმარებისთვის — Activi Remote (თავი დახმარება).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.