Activi
Activi Hotel · თავი 6

ნომრები დღეს: მოსვლები, გასვლები, შესახლება, გადაცილება და ვადამდე გასვლა

Activi Hotel-ის „ნომრები დღეს“: დღის ციფრები, ოთახის ფერები და ფილტრები, ბარათები და კომპაქტური ხედი, ჯავშნის ბარათი, შესახლება და მთელი ჯგუფის შესახლება, შესახლების გაუქმება, ოთახის შეცვლა, გასვლის გადაცილება და ღამეების დარიცხვა, ვადამდე გასვლა.

„ჯავშნები / ნომრები“ → ჩანართი „ნომრები დღეს“ აჩვენებს ყოველ ოთახს ახლა: ვინ ცხოვრობს, ვინ მოდის, ვინ მიდის, რა მდგომარეობაშია დასუფთავება და როგორ არის ყოფნა გადახდილი. ეს დილის და საღამოს ცვლის გვერდია.

ნომრები დღეს: დღის ციფრები, ფილტრები, ოთახების ბარათები სართულებით
ნომრები დღეს: დღის ციფრები, ფილტრები, ოთახების ბარათები სართულებით

დღის ციფრები

ბარათირას ითვლის
დაკავებული ოთახიშესახლებული ოთახები ყველა ოთახიდან და სტუმრების რაოდენობა („12 / 18 · 22 სტუმარი“)
მოსვლა დღესდაჯავშნილი, ჯერ არ შესახლებული სტუმრები, ვისი შესვლის დღეც დადგა
გასვლა დღესშესახლებულები, ვისი გასვლის დღეც დღეს ან უკვე გავიდა; წითლად — „1 გადაცილებული“
თავისუფალი ღამისთვისოთახები, რომლებიც დღეს ღამით თავისუფალია
დასალაგებელი„დასალაგებელი“ ოთახები და „მწყობრიდან გამოსული“

ფილტრები და ძებნა

  • ძებნა — ოთახის ნომრით ან სტუმრის სახელით;
  • „ყველა სართული“, „ყველა ტიპი“;
  • სტატუსის ღილაკები რაოდენობით: ყველა, თავისუფალი, დაკავებული, მოსვლა, გასვლა, დასალაგებელი, მწყობრიდან გამოსული;
  • „აკეცვა / გაშლა“ — სართულების ჩაკეცვა (სათაურზე დაჭერით — ერთი სართული);
  • „ბარათები“ / „კომპაქტური“ — ჩვენების ზომა.

ოთახის ფერი (ბარათის ზედა ზოლი): თავისუფალი, მოსვლა დღეს, სტუმარი ცხოვრობს, გასვლა დღეს, გასვლა გადაცილებულია, მწყობრიდან გამოსული; ქვემოთ — გადახდის ნიშანი (გადახდილია, ავანსი, დარჩა, ინვოისით, კომპანიის ანგარიშზე — როგორც კალენდარში).

ოთახის ბარათზე: ნომერი, ტიპი, ადგილი, დასუფთავების ნიშანი, სტუმარი, თარიღები და ღამეები, ჯგუფი; თავისუფალზე — „შემდეგი: 5 ოქტ · სახელი“. შესახლებულ ოთახზე ღილაკი „გაწერა“ პირდაპირ გადახდას ხსნის (თავი გაწერა და გადახდა).

ფილტრი „გასვლა“: დღეს გასასვლელი და გადაცილებული ოთახები
ფილტრი „გასვლა“: დღეს გასასვლელი და გადაცილებული ოთახები

კომპაქტური ხედი

დიდი სასტუმროსთვის (50–100 ოთახი სართულზე) — „კომპაქტური“: ოთახი პატარა ფილაა ფერით, დასუფთავების წერტილით, სტუმრის გვარით და გადახდის მოკლე ნიშნით (✓, თანხა, „ინვ.“, „კომპ.“). კურსორის მიტანისას — სრული ინფორმაცია.

კომპაქტური ხედი
კომპაქტური ხედი

დაჭერა ოთახზე: სტუმრით — იხსნება ჯავშნის ბარათი; თავისუფალზე — „ახალი ჯავშანი“ ამ ოთახით (მწყობრიდან გამოსულზე — არაფერი).

ჯავშნის ბარათი

ბარათი (კალენდრიდან ან „ნომრები დღეს“-დან) აერთიანებს ყველაფერს:

  • სათაური — სტუმარი, ოთახი, ტიპი, თარიღები, ღამეები, ჯავშნის ნომერი;
  • ნიშნები — სტატუსი, ჯგუფი, წყარო, გადახდის ნიშანი;
  • მოქმედებები (სტატუსის მიხედვით) — „შესახლება“, „მთელი ჯგუფის შესახლება“, „არ გამოცხადდა“, „გაუქმება“, „ვადამდე გასვლა“, „შესახლების გაუქმება“, „რედაქტირება“;
  • „სტუმარი“ — სახელი, დოკუმენტი, მოქალაქეობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა, სტუმრის შენიშვნა, შავი სია;
  • „ყოფნა“ — შესვლა და გასვლა (შესახლების / გაწერის დროით), სტუმრები, ფასი (ფასდაკლებით, „ხელით“), შენიშვნა, ვინ და როდის დაჯავშნა;
  • „ღამეების ფასი“ — ჩამოსაშლელი: თითო ღამე, სეზონი, შაბ-კვ, დამატებითი პირი/საწოლი, ფასდაკლება;
  • „ფოლიო“ — თავი ფოლიო.
ჯავშნის ბარათი: დაჯავშნილი, მოსვლა დღეს, ავანსი 230 ₾ — „შესახლება“, „არ გამოცხადდა“, „გაუქმება“
ჯავშნის ბარათი: დაჯავშნილი, მოსვლა დღეს, ავანსი 230 ₾ — „შესახლება“, „არ გამოცხადდა“, „გაუქმება“

შესახლება

  1. გახსენით სტუმრის ჯავშანი (ფილტრი „მოსვლა“ ან კალენდარი).
  2. შეამოწმეთ დოკუმენტი და მონაცემები; საჭიროებისას — „რედაქტირება“ (მაგ. პასპორტის ნომრის ჩასაწერად).
  3. „შესახლება“ — „Sophie Martin შესახლდა“. ზოლი მწვანე ხდება, ოთახი — „სტუმარი ცხოვრობს“.

შესახლება შეუძლებელია, თუ:

  • შესვლის დღე ჯერ არ დამდგარა („შესვლის დღე … — ჯერ ადრეა“) — ადრე მოსულ სტუმარს ჯერ ჯავშანი დღევანდელ დღეზე გადაუტანეთ (კალენდარში ან „რედაქტირებით“);
  • ოთახი მწყობრიდან გამოსულია — გადაიტანეთ სხვა ოთახში;
  • ოთახში წინა სტუმარი ჯერ არ გაწერილა — ჯერ გაწერეთ ის (ან ახალი სტუმარი სხვა ოთახში შეასახლეთ);
  • სტუმარი შავ სიაშია — მხოლოდ ადმინისტრატორი ან მენეჯერი.

შენიშვნა: შესახლებისას პროგრამა არ ამოწმებს, დალაგებულია თუ არა ოთახი — „დასალაგებელ“ ოთახშიც შეასახლებს. სანამ სტუმარს გასაღებს მისცემთ, შეხედეთ დასუფთავების ნიშანს. პროგრამა არ ბეჭდავს სარეგისტრაციო ბარათს და არ ინახავს დოკუმენტის ასლს (სკანს) — დოკუმენტის ნომერი და მოქალაქეობა იწერება სტუმრის ბარათში.

მთელი ჯგუფის შესახლება

ჯგუფის ნებისმიერ ჯავშანზე ჩნდება „მთელი ჯგუფის შესახლება“ — ყველა ჯერ არ შესახლებული ოთახი ერთად („ჯგუფი შესახლდა“). თუ რომელიმე ოთახი მზად არ არის (მწყობრიდან გამოსულია, წინა სტუმარი არ წასულა), არცერთი არ შესახლდება და შეტყობინება ოთახს ასახელებს.

შესახლების გაუქმება

შეცდომით შესახლებული? „შესახლების გაუქმება“ ჯავშანს „დაჯავშნილს“ უბრუნებს. შესაძლებელია მხოლოდ, სანამ ფოლიოში არაფერია ჩაწერილი (სერვისი, ბარი, მინიბარი), და საჭიროებს „შეკვეთის / ჯავშნის გაუქმების“ უფლებას.

ოთახის შეცვლა სტუმრისთვის

სტუმარს სხვა ოთახი სჭირდება? კალენდარში მისი ზოლი გადაათრიეთ სხვა ოთახის მწკრივში (ან „რედაქტირება“ → სხვა ოთახი → „შენახვა“). ფასი ახალი ოთახის ტიპით გადაითვლება მთელ ყოფნაზე, ძველი ოთახი „დასალაგებელი“ ხდება. ფოლიო, ავანსები და ნომერზე ჩაწერილი ჯავშანს მიჰყვება.

გასვლა გადაცილებულია

სტუმარი, რომელიც გასვლის დღეს არ გაწერეთ, სასტუმროში რჩება — პროგრამა მას თავისით არ აწერს: ბარათზე ჩანს „გასვლა გადაცილებულია — 1 ღამე“, კალენდარში ზოლი დღემდე გრძელდება წითელი ბოლოთი, „ნომრები დღეს“-ში — ⏰ „+1 ღ.“, ოთახი კი ახალ ჯავშანზე დაკავებულად ითვლება.

გასვლა გადაცილებულია — 1 ღამე: „დარიცხვა დღემდე“
გასვლა გადაცილებულია — 1 ღამე: „დარიცხვა დღემდე“

დამატებითი ღამეები ფოლიოში თავისით არ ემატება. ორი გზაა:

  • სტუმარი დარჩა და იხდის — „დარიცხვა დღემდე“: გასვლის დღე ხდება დღევანდელი, ფოლიოს ემატება გადაცილებული ღამეები (მაგ. ოჯახური ოთახი, +1 ღამე ხუთშაბათს → 520 ₾ → 780 ₾);
  • სტუმარი უბრალოდ დაგვიანებით გაწერეთ — „გაწერა“ (ფოლიო დაგეგმილი ღამეებით იხურება).

ვადამდე გასვლა

სტუმარი დაგეგმილზე ადრე მიდის? შესახლებულ ჯავშანზე, რომლის გასვლის დღეც ჯერ არ დამდგარა, ჩანს „ვადამდე გასვლა“ → „გასვლის დღე გახდება დღევანდელი … და ფასი გადაითვლება ფაქტობრივი ღამეებით“ → „გადათვლა“. შემდეგ — ჩვეულებრივი „გაწერა“.

ყურადღება: თუ ვადამდე გასულ სტუმარს „ვადამდე გასვლის“ გარეშე გაწერთ, ფოლიო ყველა დაჯავშნილ ღამეს მოითხოვს (ეს შეიძლება სწორიც იყოს — თუ წესით სტუმარი იხდის), ხოლო ოთახი ახალი სტუმრისთვის დღეიდანვე თავისუფლდება. კალენდარში მისი ზოლი შემოკლდება, თუმცა ფასი და ღამეების რიცხვი ჯავშანზე ძველი რჩება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.