ბექაპი: ავტომატური ასლები, სარეზერვო ფაილი, აღდგენა და კომპიუტერის შეცვლა
მონაცემების დაცვა Activi Hotel-ში: ყოველდღიური ავტომატური ბექაფი და აღდგენა, სარეზერვო ფაილის ჩამოტვირთვა და ატვირთვა, დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე, ბაზის სრული განულება და სასტუმროს ახალ კომპიუტერზე გადატანა.
ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“ (ადმინისტრატორი; ქსელში — მთავარ კომპიუტერზე, სადაც ბაზაა).
ავტომატური ბექაფი
პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — ბაზის საქაღალდის ქვესაქაღალდეში backups (მაგ. %APPDATA%\CloudPos\data\backups). ინახება ბოლო 14 დღიური ასლი.
ბარათი „ავტომატური ბექაფი“: „ბოლო ბექაფი“, „შენახული ასლები“, „ბექაფის შექმნა ახლა“ (მაგ. ფასების ან ოთახების დიდი ცვლილების წინ), ასლების სია სახეობით — „დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“ — და ღილაკი „აღდგენა“.

აღდგენა ავტომატური ასლიდან
- დარწმუნდით, რომ სხვა კომპიუტერებზე და ტაბლეტებზე ამ დროს არავინ მუშაობს.
- სასურველ ასლთან — „აღდგენა“ → დაადასტურეთ („მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება…“).
- „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“.
ყურადღება: ასლის შემდეგ გაკეთებული ჯავშნები, შესახლებები, ავანსები და გაწერები აღდგენისას ქრება (აღდგენამდე მდგომარეობა „აღდგენამდე“ ასლად რჩება). სასტუმროში ეს ნიშნავს დაკარგულ ჯავშნებს — აღდგენამდე ჩაიწერეთ ბოლო საათების ჯავშნები (კალენდრიდან), ან დაგვიკავშირდით. ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზეა — დისკის გაფუჭებისას ისინიც დაიკარგება; პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან.
სარეზერვო ფაილი
ბარათი „მონაცემები“:
- „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ —
cloudpos-backup_თარიღი.json: ოთახები, ტიპები, სეზონები, სტუმრები, ჯავშნები, ფოლიოები, ჩეკები, მენიუ და საწყობი, თანამშრომლები, ბუღალტერია. ფაილში არ შედის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-იუზერი და ტერმინალების პარამეტრები. - „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — ყველა მიმდინარე მონაცემი ფაილით ჩანაცვლდება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება).
- „თემა“ — ღია / მუქი.

ყურადღება: სარეზერვო ფაილში სტუმრების პერსონალური მონაცემებია (დოკუმენტის ნომრები, ტელეფონები). შეინახეთ ის დაცულ ადგილას და ელ-ფოსტით ნუ გაგზავნით.
დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ასლს Activi-ის სერვერზე (ბოლო 14). ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს; აღდგენისთვის დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს (ჯავშნები, სტუმრები, ჩეკები, მენიუ, საწყობი, ბუღალტერია, თანამშრომლები); რჩება ლიცენზია და პრინტერის პარამეტრები. „განულება“ → (სურვილისამებრ „მაღაზიის პარამეტრები დარჩეს…“) → ეკრანზე ნაჩვენები ციფრები → „სამუდამოდ წაშლა“. განულებამდე ასლი ინახება („გასუფთავებამდე“).

რჩევა: დემოთი ვარჯიშისთვის განულება საჭირო არ არის — შექმენით ცალკე დემო ბაზა (თავი ქსელი, ტაბლეტები და ბაზები), სამუშაო ბაზა კი ხელუხლებელი დარჩება.
კომპიუტერის შეცვლა
- ძველ კომპიუტერზე ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი (ან დააკოპირეთ ბაზის საქაღალდე
%APPDATA%\CloudPos\data— ტრეიდან „სრულად გამორთვის“ შემდეგ). - ახალზე დააყენეთ Activi Hotel; აღადგინეთ ფაილი („მონაცემები“ → „აღდგენა“) ან დაამატეთ საქაღალდე („ბაზები“ → „არსებული ბაზის დამატება“).
- ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი (თავი ლიცენზია).
- სხვა კომპიუტერებსა და ტაბლეტებზე შეცვალეთ მთავარი კომპიუტერის მისამართი (ახალი IP).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.