ბუღალტერია: როგორ ტარდება ავანსი, ნომერზე ჩაწერა, გაწერა და ქალაქის გადასახადი
ჩაშენებული ბუღალტერია Activi Hotel-ში მოკლედ: როდის ჩანს, პირველი დაყენება, როგორ ტარდება სასტუმროს ოპერაციები (ავანსი — 2150, ნომერზე ჩაწერა — 1210, ქალაქის გადასახადი — 2110), მენიუს გვერდები, პარამეტრები და ბუღალტრის ცალკე პროგრამასთან დაკავშირება.
Activi Hotel-ში ჩაშენებულია ბუღალტერია — ორმაგი ჩანაწერით. ყოველი ავანსი, ნომერზე ჩაწერა, გაწერა, ჯარიმა, დაბრუნება, მარაგის მიღება და ჩამოწერა, ხარჯი, ნაღდის შემოტანა/გატანა და მომწოდებლის გადახდა თავისით ტარდება. ეს თავი მოკლე მიმოხილვაა; მოდულის სრული აღწერა — Activi ბუღალტერია.
როდის ჩანს
მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“ ჩანს საცდელ პერიოდში ყოველთვის, ლიცენზიით — თუ მასში შედის მოდული „ბუღალტერია“; თანამშრომელს — თუ აქვს უფლება „ბუღალტერია: ნახვა“ (ადმინისტრატორს და მენეჯერს — ნაგულისხმევად).
პირველი დაყენება
პირველად გახსნისას გვერდი „ბუღალტერია“ გთავაზობთ „ორგანიზაციის დაყენებას“: ორგანიზაციის სახე, დასახელება და ს/კ, დღგ-ს გადამხდელობა, მეორე საბაზო ვალუტა, მარაგის თვითღირებულების მეთოდი, აღრიცხვის დაწყების თარიღი და ანგარიშთა გეგმა → „დაყენება“ ან „მოგვიანებით“.

რჩევა: ბუღალტერია დააყენეთ პირველივე დღეს, პირველ ავანსამდე, ან შეუთანხმეთ ბუღალტერს — დაწყების თარიღი და ანგარიშთა გეგმა მთელ შემდგომ აღრიცხვას განსაზღვრავს.
როგორ ტარდება სასტუმროს ოპერაციები
სასტუმროსთვის ანგარიშთა გეგმაში სამი საკუთარი ანგარიშია: 1210 „სტუმრების მოთხოვნები (ნომერზე ჩაწერილი)“, 2150 „სტუმრებისგან მიღებული ავანსები“, 2110 „გადასახდელი ქალაქის (ტურისტული) გადასახადი“.
| ოპერაცია | დებეტი | კრედიტი |
|---|---|---|
| ავანსი (150 ₾ ბარათით) | 1100 ბანკი 150 | 2150 ავანსები 150 |
| ბარი / რესტორანი / მინიბარი ნომერზე (86 ₾) | 1210 სტუმრების მოთხოვნები 86 | 4000 შემოსავალი + 2100 დღგ (+ თვითღირებულება 5000 / 1300) |
| გაწერა (ღამეები + სერვისი 475 ₾) | 1000 სალარო 111, 1100 ბანკი 300, 2150 ავანსები 150 | 1210 მოთხოვნები 86, 4000 შემოსავალი 402,54, 2100 დღგ 72,46 |
| ქალაქის გადასახადი გაწერისას | (ფულის ანგარიში) | 2110 — ვალდებულება, არა შემოსავალი |
| კომპანიის ანგარიშზე გაწერა | 1200 დებიტორები | 4000, 2100 |
| ჯარიმა (გაუქმება / no-show) | 2150 ავანსები (ან ფული) | 4000, 2100 |
ზემოთ — ნინო გელაშვილის გაწერის ნამდვილი გატარება (თავი გაწერა და გადახდა): შემოსავალი და დღგ ერთხელ ითვლება — ბარის/რესტორნის თანხა თავის ჩეკზე, ღამეები გაწერაზე; ავანსი შემოსავალი არ ხდება მანამ, სანამ სტუმარი არ გაიწერება.
ყურადღება: კომპანიის დავალიანების მიღება გვერდიდან „კომპანიები / დებიტორები“ ყოველთვის სალაროში (1000) ტარდება, გადმორიცხვის შემთხვევაშიც (თავი ჯგუფები და კომპანიები) — ბანკით მიღებული თანხა ბუღალტერმა შეასწოროს.
მენიუს გვერდები
| გვერდი | მოკლედ |
|---|---|
| ბუღალტერია | მიმოხილვა: ძირითადი ციფრები |
| რეალიზაცია, შესყიდვები | გაყიდვებისა და შესყიდვების ჟურნალები |
| სამეურნეო ოპერაციები | ბუღალტრული დოკუმენტები |
| ფული: სალარო და ბანკი | ნაღდი და საბანკო ოპერაციები |
| ჟურნალი (გატარებები) | ყველა გატარება — მაგ. „გაყიდვა #424 — სასტუმრო — ოთახი 102 · ნინო გელაშვილი“ |
| კონტრაგენტები და ვალები | დებიტორები და კრედიტორები |
| მარაგები, ძირითადი საშუალებები | მარაგი და ძირითადი საშუალებები (შენობა, ავეჯი) |
| ხელფასი და დივიდენდი | ხელფასის დარიცხვა (ხელფასი ეთითება თანამშრომლის ბარათში) |
| კრედიტები, წარმოება | სესხები; წარმოება |
| გადასახადები და RS.ge | დღგ, ბიუჯეტის გადასახადები, ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები |
| ანგარიშგება | ფინანსური ანგარიშგება (უფლებით „ბუღალტერია: ანგარიშგება“) |
| ვალუტა და კურსები | კურსები და სავალუტო ოპერაციები |
| სერვისების ჩაბმა | სხვა Activi პროგრამების ბუღალტერიის მიერთება |
ბუღალტერიის პარამეტრები (ორგანიზაცია, ანგარიშთა გეგმა, ანალიტიკა, პერიოდები, საწყისი ნაშთები, წვდომა) — „პარამეტრები“ → ჩანართი „ბუღალტერია“.
შენიშვნა: სასტუმროს ყველა ფასი ლარშია — სხვა ვალუტით ჯავშანი, ფოლიო ან გადახდა (მაგ. დოლარით) 2.38-ში არ არის; ვალუტა მხოლოდ ბუღალტერიის ოპერაციებშია.
Activi ბუღალტერია სხვა კომპიუტერზე
თუ ბუღალტერი ცალკე პროგრამით — Activi ბუღალტერია — მუშაობს, მას შეუძლია სასტუმროს ბუღალტერია ქსელით წაიკითხოს (მხოლოდ წაკითხვით): სასტუმროს ადმინისტრატორი „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ბუღალტერიასთან დაკავშირება“ → „კოდის მიღება“ იღებს ერთჯერად კოდს (მოქმედებს 10 წუთი), ბუღალტერი კი თავის პროგრამაში — „სერვისების ჩაბმა“ → „პროგრამის დაკავშირება“ — წერს მისამართს და კოდს. სასტუმროს მონაცემებს ბუღალტერია ვერ ცვლის.
ბუღალტერიასთან დაკავშირებული კითხვებით მოგვწერეთ: info@activi.ge ან კონტაქტის გვერდიდან.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.