Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 15

მარაგი და საწყობი: მიღება, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია, მომწოდებლები და ხარჯები

საწყობი Activi გასართობ ცენტრში: საქონლის მიღება მომწოდებლისგან, მიღება Excel-ის სიით, RS.ge-ს ზედნადები, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლისთვის დაბრუნება, ვადები, მომწოდებლების ვალები და საოპერაციო ხარჯები.

კაფე-ბარის საქონელი და ინგრედიენტები აღირიცხება ოთხ გვერდზე (ადმინისტრატორი და მენეჯერი):

  • „მარაგი“ — ნაშთები, საქონლის მიღება, Excel-ით მიღება, RS.ge-ს ზედნადებები;
  • „საწყობის დოკუმენტები“ — ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლისთვის დაბრუნება, ვადები;
  • „მომწოდებლები“ — ვისგან რა შემოგვაქვს და ვისთან რა ვალი გვაქვს;
  • „ხარჯები“ — იჯარა, კომუნალური, ხელფასი და სხვა საოპერაციო ხარჯები.

პროგრამაში ერთი საწყობია. ყოველი გაყიდვა მარაგს აკლებს (რეცეპტიანი — ინგრედიენტებს), დაბრუნება — უმატებს.

გვერდი „მარაგი“

მარაგი: ღირებულება, რა იწურება, საქონლის მიღება და მიღების ისტორია
მარაგი: ღირებულება, რა იწურება, საქონლის მიღება და მიღების ისტორია
  • ზემოთ ოთხი ფილა: „მარაგის ღირებულება (თვითღ.)“ (უფლებით „თვითღირებულება და მოგება“), „მარაგის ღირებულება (გასაყ.)“ პოტენციური მოგებით, „იწურება“ და „არ არის მარაგში“.
  • ღილაკები: „Excel“ (ნაშთების სია), „ექსელის სიით მიღება“, „RS.ge-დან შემოტანა“, „RS.ge-ზე გატანა“.
  • ბარათი „იწურება“ — პროდუქცია, რომლის ნაშთი „მინ. მარაგს“ არ აღემატება; ღილაკი „შეტანა“ მიღების ფორმას ამ პროდუქტით ავსებს.
  • ბარათი „მიღების ისტორია“ — თარიღი, პროდუქტი, რაოდენობა, ფასი, ჯამი, მომწოდებელი, ვინ მიიღო; ძიებით.

საქონლის მიღება ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. „პროდუქტი“ — აირჩიეთ სიიდან (ფრჩხილებში ჩანს ნაშთი). ახალი პროდუქტისთვის — „+ ახალი პროდუქტი“.
  2. „რაოდენობა“ (ერთეულით — ც ან კგ) და „თვითღირებულება ერთეულზე (₾)“ — ერთი ცალის ან ერთი კილოგრამის ფასი.
  3. „მომწოდებელი“ — სავალდებულოა; ჩაწერეთ ან აირჩიეთ ადრე გამოყენებული.
  4. სურვილისამებრ: „შენიშვნა“ (ინვოისის/ზედნადების №) და „ვადის გასვლის თარიღი“ (პარტია გამოჩნდება „ვადებში“).
  5. დღგ-ს გადამხდელისთვის: „ფასი დღგ-ს ჩათვლითაა — დღგ (18%) ცალკე გამოიყოფა ჩასათვლელად“ (ნაგულისხმევად მონიშნულია).
  6. თუ ჯერ არ გადაგიხდიათ — „მომწოდებლის ვალში — თანხა ჯერ არ არის გადახდილი“.
  7. შეამოწმეთ ზოლი „ახალი ნაშთი · ჯამი · დღგ · მარაგში ჩადგება“ და დააჭირეთ „მარაგის შეტანა“.
საქონლის მიღება: რძე 10 კგ × 4,72 ₾, დღგ 7,20 ₾, მარაგში ჩადგება 40,00 ₾
საქონლის მიღება: რძე 10 კგ × 4,72 ₾, დღგ 7,20 ₾, მარაგში ჩადგება 40,00 ₾

მიღებისას:

  • ნაშთი იზრდება;
  • თვითღირებულება ხდება საშუალო შეწონილი ძველი ნაშთისა და ახალი მიღების (დღგ-ს გარეშე, თუ დღგ ჩასათვლელია); ამ ინგრედიენტის შემცველი ყველა რეცეპტის თვითღირებულებაც თავისით ახლდება;
  • თუ პროდუქტის გასაყიდი ფასი 0 იყო, ის თვითღირებულებით ივსება;
  • მომწოდებელი თავისით ჩნდება „მომწოდებლების“ სიაში; ვალში მიღება მის ვალს ზრდის;
  • მიღება ბუღალტერიაში თავად ტარდება.

გატარებული მიღება აღარ იცვლება და არ იშლება — შეცდომა გაასწორეთ ჩამოწერით, მომწოდებლისთვის დაბრუნებით ან ინვენტარიზაციით.

რჩევა: მიღება სალაროს „მოსალოდნელ ნაღდს“ არ ცვლის. თუ მომწოდებელს უჯრიდან უხდით, მიიღეთ საქონელი „მომწოდებლის ვალში“ და შემდეგ გადაუხადეთ გვერდიდან „მომწოდებლები“ → „გადახდა“ → „ნაღდი“ — ასე თანხა სალაროს დღეშიც გამოკლდება.

მიღება Excel-ის სიით

ბევრი პოზიციისთვის (ან პირველად შეტანისას) — „ექსელის სიით მიღება“ („შეავსეთ ნიმუში და ატვირთეთ — თითო სტრიქონი ერთი მიღებაა“):

  1. „ნიმუშის ჩამოტვირთვა“ — ჩამოიტვირთება cloudpos-მიღების-ნიმუში.xlsx.
  2. შეავსეთ Excel-ში. სვეტები: კატეგორია · კოდი · დასახელება · რაოდენობა · შესყიდვის ფასი · მომწოდებელი · ერთეული · გასაყიდი ფასი · შტრიხკოდი · შენიშვნა (სავალდებულოა დასახელება, რაოდენობა და შესყიდვის ფასი; ერთეული „კგ“ — კილოგრამი, სხვა ყველაფერი — ცალი). სვეტების რიგი შეიძლება შეცვალოთ — სათაურებით იცნობა.
  3. „ფაილის არჩევა“ — პროგრამა აჩვენებს, რომელი სტრიქონი რომელ არსებულ პროდუქტს დაუკავშირდა (შტრიხკოდით, კოდით ან ზუსტი დასახელებით), რომელი შეიქმნება „ახალი“ და რომელს აქვს შეცდომა („დასახელება ცარიელია“, „რაოდენობა არასწორია“, „შესყიდვის ფასი არასწორია“).
  4. მიუთითეთ: „მომწოდებელი (სტრიქონში თუ არ წერია)“, „დღგ ჩათვლილია“, „ნისიად (გადასახდელია მომწოდებლისთვის)“ და „ფასების განახლება ფაილიდან“ (ფაილის „გასაყიდი ფასი“ ჩაანაცვლებს არსებულს).
  5. დააჭირეთ „მიღება (N)“.

ახალი პროდუქტის ფასი, თუ ფაილში არ წერია: თვითღირებულება + „ფასნამატი ახალ საქონელზე (%)“ („პარამეტრები“ → „მაღაზია“); ფასნამატის გარეშე — თვითღირებულება და ნიშანი „ფასი შესავსებია“.

RS.ge-ს ზედნადებები

„RS.ge-დან შემოტანა“ აჩვენებს თქვენს სახელზე გამოწერილ, ჯერ შეუტანელ ზედნადებებს: „გადმოწერა RS.ge-დან“, „ნახვა“ და „მარაგში შეტანა“ (საქონელი ემატება არსებულ პროდუქტს შტრიხკოდით ან დასახელებით, ახალი იქმნება, მომწოდებელი ზედნადებიდან ივსება). „RS.ge-ზე გატანა“ ქმნის გასავალ ზედნადებს. ორივეს სჭირდება RS.ge-ს სერვის-იუზერი: „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“ („სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“, „კავშირის შემოწმება“).

საწყობის დოკუმენტები

გვერდზე „საწყობის დოკუმენტები“ („ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებელს დაბრუნება და ვადების კონტროლი“) იქმნება სამი სახის დოკუმენტი. თითოეული ჯერ „დრაფტია“ და მარაგს მხოლოდ „გატარების“ შემდეგ ცვლის. გატარებული დოკუმენტი აღარ იცვლება; დრაფტის წაშლა შეიძლება უფლებით „ჩანაწერების წაშლა“. რეცეპტიანი პროდუქტი (ესპრესო, კაპუჩინო) დოკუმენტებში არ ჩანს — მას საკუთარი მარაგი არ აქვს; ითვლება და ჩამოიწერება მისი ინგრედიენტები.

საწყობის დოკუმენტების სია
საწყობის დოკუმენტების სია

ინვენტარიზაცია

  1. დააჭირეთ „ინვენტარიზაცია“, აირჩიეთ „კატეგორია“ (ცარიელი — „— ყველა პროდუქტი —“, მთელი საწყობი) და „შექმნა“.
  2. იხსნება სია: „სისტემაში“ (პროგრამის ნაშთი) და „დათვლილი“ (თავიდან იგივე რიცხვი).
  3. ჩაწერეთ ფაქტობრივი რაოდენობა სვეტში „დათვლილი“. „სხვაობა“ და „თანხა“ თავად ითვლება, ქვემოთ — „სხვაობის ღირებულება“. დათვლა შეიძლება ნაწილ-ნაწილ — ღილაკით „შენახვა“.
  4. „გატარება“ → „ნაშთები გასწორდება დათვლილით და სხვაობა გატარდება ბუღალტერიაში.“
ინვენტარიზაცია, კატეგორია „ინგრედიენტები“: ყავის მარცვალი −0,036 კგ, თავსახური −2
ინვენტარიზაცია, კატეგორია „ინგრედიენტები“: ყავის მარცვალი −0,036 კგ, თავსახური −2

რჩევა: ინვენტარიზაცია ჩაატარეთ, როცა კაფე არ მუშაობს. გატარებისას ნაშთი ზუსტად „დათვლილი“ ხდება — დოკუმენტის შექმნის შემდეგ გაყიდული არ გაითვალისწინება.

ჩამოწერა

ვადაგასული, დაზიანებული ან დაკარგული საქონლისთვის (მაგ. გაფუჭებული რძე, დამსხვრეული ჭიქები):

  1. „ჩამოწერა“ → „მიზეზი“: „ვადაგასული“, „დაზიანებული“, „დაკარგული“ ან „სხვა“.
  2. დაამატეთ პოზიციები: პროდუქტი, რაოდენობა (თვითღირებულება თავად ივსება) — „პოზიციის დამატება“.
  3. დღგ-ს გადამხდელისთვის: „ჩათვლილი დღგ უკან გატარდეს (18%) — ჩვეულებრივ ასე ხდება ვადაგასულ საქონელზე“.
  4. „შექმნა“, შემდეგ დოკუმენტში — „გატარება“.
ჩამოწერა: რძე 1 კგ, მიზეზი „დაზიანებული“
ჩამოწერა: რძე 1 კგ, მიზეზი „დაზიანებული“

მომწოდებელს დაბრუნება

ისევე, როგორც ჩამოწერა, ოღონდ მიუთითეთ „მომწოდებელი“ და „ანგარიშსწორება“: „მომწოდებელი ვალს ჩამოგვიწერს“, „ფულს გვიბრუნებს (სალარო)“, „ფულს გვიბრუნებს (ბანკი)“ ან „სანაცვლო საქონელს მოგვცემს“.

ვადები

ჩანართი „ვადები“ აჩვენებს პარტიებს, რომელთაც მიღებისას ვადა მიეთითა — ფილტრით „ვადაგასული“, „7 დღე“, „30 დღე“, „90 დღე“. ღილაკები „დაბრუნება“ და „ჩამოწერა“ შესაბამის დოკუმენტს ერთი დაჭერით ქმნის.

ნაშთის სწრაფი გასწორება

ერთი პროდუქტის ნაშთი შეიძლება პროდუქტის ფორმაშიც შეცვალოთ (ველი „მარაგი“) — პროგრამა კორექციას ბუღალტერიაში თავად ატარებს, მაგრამ მიზეზი არ იწერება. სიზუსტისთვის უმჯობესია ინვენტარიზაცია ან ჩამოწერა.

მომწოდებლები

გვერდი „მომწოდებლები“ („ვისგან რა შემოგვაქვს და ვისთან რა ვალი გვაქვს“): მომწოდებელი აქ თავისით ჩნდება მიღებისას ან RS.ge-ს ზედნადებით; ხელით — „ახალი მომწოდებელი“.

მომწოდებლები: ამ თვეში მიღებული, სულ მიღებული, ბოლო მიღება და ვალი
მომწოდებლები: ამ თვეში მიღებული, სულ მიღებული, ბოლო მიღება და ვალი
  • მაჩვენებლები: „სულ გვმართებს“, „30 დღეზე ძველი ვალი“, „ამ თვეში მივიღეთ“, „მომწოდებლები“; ფილტრები „ყველა“, „ვალით“, „ამ თვეში“.
  • მომწოდებლის ბარათში: კონტაქტები (ს/ნ, ტელეფონი, საკონტაქტო პირი, ელ. ფოსტა, IBAN, მისამართი, შენიშვნა) და ჩანართები „პროდუქცია“ (ბოლო ფასი და ცვლილება), „მიღებები“ („ვალში“ / „გადახდილი“), „ამონაწერი“.
  • „გადახდა“ (უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“) — თანხა, „ნაღდი“ ან „ბანკით“, შენიშვნა. ნაღდით გადახდა სალაროს მოსალოდნელ ნაღდს აკლდება; ვალზე მეტი თანხა ავანსად ჩაიწერება.
  • „გაერთიანება“ — ორად შექმნილი ერთი მომწოდებლის ბარათების შერწყმა; „წაშლა“ — მხოლოდ ისტორიის არმქონე მომწოდებლისთვის.

ხარჯები

გვერდი „ხარჯები“ („იჯარა, ხელფასები და სხვა საოპერაციო ხარჯები“):

  1. „ახალი ხარჯი“ → „თარიღი“, „თანხა (₾)“, „კატეგორია“ (იჯარა, კომუნალური, ხელფასი, ტრანსპორტი, მარკეტინგი, გადასახადი, სხვა), დღგ-ს გადამხდელისთვის — „თანხა დღგ-ს ჩათვლითაა — … ₾ ჩასათვლელი დღგ“, „შენიშვნა“.
  2. „შენახვა“ — „ხარჯი დაემატა“.
ახალი ხარჯი: კომუნალური 120 ₾
ახალი ხარჯი: კომუნალური 120 ₾

ზემოთ ჩანს „ხარჯები პერიოდში“ და „ყველაზე დიდი“ კატეგორია, ქვემოთ — სია პერიოდის არჩევით. ხარჯი შედის „ანგარიშებში“ (წმინდა მოგება) და ბუღალტერიაში.

ყურადღება: ხარჯი, რომელიც ღია სავაჭრო დღის განმავლობაში შეიტანეთ, სალაროს „მოსალოდნელ ნაღდს“ აკლდება (თავი სალაროს დახურვა). თუ ხარჯი ბანკით გადაიხადეთ, გაითვალისწინეთ ეს დღის დახურვისას.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.