Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 11

კაფე / სალარო: ჩეკის შედგენა, ძიება, სკანერი, ფასდაკლება და გადადება

როგორ გავყიდოთ კაფე-ბარის პროდუქცია Activi გასართობ ცენტრში: სალაროს ხედები, ძიება და შტრიხკოდის სკანერი, რაოდენობა, ციფრული კლავიატურა, ფასდაკლება, მომხმარებელი, ჩეკის გადადება და ფულის უჯრა.

გვერდი „კაფე / სალარო“ ყველა თანამშრომლისთვისაა. აქ იყიდება კაფე-ბარის პროდუქცია და სხვა საქონელი: წვენი, ნაყინი, ყავა, ტორტი, წინდები. შესვლა, დროის დამატება და ბარათის შევსება აქ არ იყიდება — ისინი „შემოსვლების“ და „კლიენტების“ გვერდებზეა. ორივე ერთ სალაროს დღეში ითვლება.

სავაჭრო დღის „გახსნა“ გაყიდვამდე საჭირო არ არის — დღეს პირველი ოპერაცია თავად ხსნის (თავი სალაროს დახურვა).

სალაროს ხედები

სალაროს გარეგნობას ადმინისტრატორი ირჩევს: „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“. არჩეული ხედი ჩაირთვება ყველა კომპიუტერზე, რომელიც ამ ბაზას იყენებს.

ხედირისთვის
სალარო-აპარატი (ნაგულისხმევი)ჩეკი ცხრილად, დიდი ციფრული კლავიატურა და მოქმედებების ზოლი — პროდუქცია ეკრანზე არ იფინება, იძებნება კოდით ან დასახელებით
ტაჩ-სალაროფოტოებიანი ფილები და ციფრული კლავიატურა — სენსორული POS-კომპიუტერისთვის
ბარათებიფოტოებიანი ბარათები, ბალანსირებული ზომა
კომპაქტური სიაბევრი პროდუქტი ერთ ეკრანზე — შტრიხკოდით მუშაობისთვის
დიდი ფილებიმსხვილი ღილაკები და ფასები — თაჩსკრინისთვის
მენიუ — კატეგორიები გვერდითკატეგორიები მარცხენა სვეტში — კაფესა და რესტორნისთვის
პარამეტრები → სალაროს ვიზუალი: განლაგების არჩევა და სრული ეკრანი
პარამეტრები → სალაროს ვიზუალი: განლაგების არჩევა და სრული ეკრანი

რჩევა: გასართობი ცენტრის კაფესთვის ხშირად ყველაზე მოსახერხებელია „მენიუ — კატეგორიები გვერდით“ ან „ტაჩ-სალარო“: მოლარე პროდუქტს ფოტოზე აჭერს და კატეგორიებით („კაფე“, „ყავის ბარი“) გადადის.

ხედი „მენიუ — კატეგორიები გვერდით“: კატეგორია „ყავის ბარი“, ესპრესო და კაპუჩინო ულუფების რაოდენობით
ხედი „მენიუ — კატეგორიები გვერდით“: კატეგორია „ყავის ბარი“, ესპრესო და კაპუჩინო ულუფების რაოდენობით

ხედი „სალარო-აპარატი“

სალარო-აპარატი: ჩეკი ცხრილად, ციფრული კლავიატურა და მოქმედებების ზოლი
სალარო-აპარატი: ჩეკი ცხრილად, ციფრული კლავიატურა და მოქმედებების ზოლი
  • ზემოთ — საძიებო ველი („დაასკანერეთ შტრიხკოდი ან აკრიფეთ კოდი / დასახელება… (F2)“), მომხმარებლის არჩევა და „ახალი მომხმარებელი“.
  • ცენტრში — ჩეკი: „#“, „შტრიხკოდი“, „დასახელება“, „რაოდ.“, „ფასი“, „ჯამი“. ახალი ხაზი სიის თავში ემატება და მაშინვე მოინიშნება; ✕ შლის ხაზს.
  • მარჯვნივ — ციფრული კლავიატურა: ციფრები, „00“, „.“, ⌫, „C“ და ღილაკები „რაოდ.“, „კოდი“, „ფასდაკ.“ (ფასდაკლების უფლებით).
  • ქვემოთ — ზემოთ/ქვემოთ (ხაზის არჩევა), + და − (რაოდენობა ერთით), ნაგვის ყუთი (ხაზის წაშლა), ხელი („გადადება“), „გადადებული ჩეკები“ (ნიშნით — რამდენია), ✕ („ჩეკის გასუფთავება“), „უჯრის გახსნა“ (თუ ფულის უჯრა გამართულია და გაქვთ უფლება „ნაღდის შემოტანა / გატანა“); მარჯვნივ — „სულ“, „მ.შ. დღგ“ და „გადახდა F9“.

პროდუქტის დამატება

ძიებით

დააჭირეთ F2 (ან საძიებო ველს) და აკრიფეთ დასახელების ნაწილი, შტრიხკოდი ან პროდუქტის ნომერი. ჩამოსაშლელ სიაში ჩანს 8-მდე პროდუქტი — მარაგით (რეცეპტიანზე — ულუფებით) და ფასით. დააჭირეთ საჭიროს, ან Enter, თუ ერთადერთი დარჩა.

ძიება: „კაპ“ — კაპუჩინო, 66 ულუფა
ძიება: „კაპ“ — კაპუჩინო, 66 ულუფა

შტრიხკოდის სკანერით

უბრალოდ დაასკანერეთ — ველზე დაჭერა საჭირო არ არის. წარმატებისას ისმის მოკლე მაღალი ხმა; თუ პროდუქტი ვერ მოიძებნა — დაბალი ხმა და „პროდუქტი ვერ მოიძებნა: კოდი“. იგივე საქონლის ხელახლა სკანირება რაოდენობას ერთით ზრდის.

ციფრული კლავიატურით

აკრიფეთ პროდუქტის კოდი (შტრიხკოდი ან ნომერი) და დააჭირეთ „კოდი“.

ფილებიან ხედებში

დააჭირეთ პროდუქტის ფილას; ზემოთ არის კატეგორიები („✨ ყველა“ და სხვ.). ფილაზე ჩანს ფასი და მარაგი („არ არის“, თუ ამოიწურა). მარჯვნივ — „მიმდინარე ჩეკი“: ხაზზე რაოდენობა იცვლება − და + ღილაკებით ან ველში აკრეფით.

ინგრედიენტად მონიშნული პროდუქცია (ყავის მარცვალი, რძე, ჭიქა) სალაროზე არ ჩანს.

რაოდენობა

  • დამატებამდე: აკრიფეთ რიცხვი ციფრულ კლავიატურაზე, შემდეგ დაასკანერეთ პროდუქტი — დაემატება აკრეფილი რაოდენობა.
  • დამატების შემდეგ: მონიშნულ ხაზზე (ბოლოს დამატებული ან დაჭერით არჩეული) აკრიფეთ რიცხვი და დააჭირეთ „რაოდ.“, ან გამოიყენეთ + / −.
  • 0 რაოდენობა ხაზს შლის.

ცალობით საქონელზე რაოდენობა მთელი რიცხვია, კილოგრამიანზე — სამ ათწილადამდე. მარაგზე მეტს ვერ გაყიდით: „„…“ მარაგში არ არის“ ან „მარაგში დარჩა მხოლოდ …“; რეცეპტიან პროდუქტზე — ულუფებით (თავი რეცეპტები).

ფასდაკლება

ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებით „ფასდაკლება გაყიდვისას“ და ვრცელდება მთელ ჩეკზე:

  • „სალარო-აპარატში“: აკრიფეთ პროცენტი და დააჭირეთ „ფასდაკ.“ (10 → 10%);
  • სხვა ხედებში: ველი „ფასდაკლება“ გადამრთველით „%“ ან „₾“.

ჩეკზე ჩანს „ფასდაკლება −…“. ცალკეულ ხაზზე ფასდაკლება და ფასის შეცვლა სალაროზე შეუძლებელია.

მომხმარებელი ჩეკზე

ჩეკი ნაგულისხმევად იწერება „👤 საცალო მომხმარებელზე“. მომხმარებლის არჩევა სიიდან საჭიროა ნისიით (ვალით) გაყიდვისთვის; ვალიანი მომხმარებლის გვერდით ჩანს „· ვალი …“. ახალი მომხმარებელი ემატება სალაროდან გაუსვლელად — ღილაკით „ახალი მომხმარებელი“ (ადამიანის ხატულა +).

შენიშვნა: გასართობი ცენტრის ოჯახები („სტუმრები“) და სალაროს „მომხმარებლები“ სხვადასხვა სიაა. სალაროს მომხმარებელი მხოლოდ ნისიისთვის ან კომპანიის სახელზე ჩეკისთვისაა საჭირო.

ჩეკის გადადება

თუ მყიდველს რაღაც დაავიწყდა:

  1. დააჭირეთ „გადადება“ (ხელის ხატულა) — „ჩეკი გადადებულია“, ეკრანი სუფთავდება.
  2. დაბრუნებისას დააჭირეთ „გადადებული ჩეკები“ და ჩეკთან — „გახსნა“.
  • გახსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მიმდინარე ჩეკი ცარიელია: „ჯერ დაასრულეთ ან გადადეთ მიმდინარე ჩეკი“.
  • გადადებული ჩეკები ყველა სალაროსა და თანამშრომლისთვის საერთოა; სხვისი ჩეკი მონიშნულია მისი სახელით.
  • გახსნისას ფასები მიმდინარე ფასებით განახლდება. გადადებული ჩეკი მარაგს არ „იტოვებს“.
  • წაშლა (ნაგვის ყუთი) დადასტურებას ითხოვს: „გადადებული ჩეკის წაშლა“.

ჩეკის გასუფთავება და ფულის უჯრა

  • ✕ / „გასუფთავება“ — მთელი ჩეკის წაშლა, დადასტურებით: „ჩეკიდან წაიშლება N პოზიცია (…). გავასუფთავო?“
  • „უჯრის გახსნა“ — ფულის უჯრის გახსნა გაყიდვის გარეშე (მაგ. ხურდისთვის). უჯრა თავისით იხსნება ნაღდით გადახდილი ჩეკის ბეჭდვისას (თუ პრინტერის პარამეტრებში ჩართულია „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“); ჩეკის ხელახლა ბეჭდვისას — არასდროს.

გადახდა — შემდეგ თავში: გადახდა.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.