Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 4

აქტიური ვიზიტები: ტაიმერები, ფერები, პაუზა, დროის დამატება და გასვლა

შემოსვლების დაფა Activi გასართობ ცენტრში: დარჩენილი დროის ტაიმერები, მწვანე-ყვითელი-წითელი ფერები და ხმოვანი სიგნალი, ძებნა სამაჯურით, პაუზა და გაგრძელება, +1 საათი, გასვლა და ვადაგადაცილება.

„შემოსვლების“ გვერდის მარჯვენა ნაწილი — „აქტიური ვიზიტები“ — აჩვენებს ყველა ბავშვს, ვინც ახლა ცენტრშია. თითოეულს აქვს ტაიმერი, რომელიც წამობრივად ითვლის დარჩენილ დროს. ზემოთ არის ის, ვისაც დრო ყველაზე მალე უმთავრდება.

აქტიური ვიზიტების დაფა: წითელი — დრო ამოიწურა, ყვითელი — მთავრდება, მწვანე — აქტიური
აქტიური ვიზიტების დაფა: წითელი — დრო ამოიწურა, ყვითელი — მთავრდება, მწვანე — აქტიური

დაფის თავი

  • მრიცხველები: „შიგნით“ (ბავშვების რაოდენობა), „მთავრდება“, „დრო ამოიწურა“, „პაუზა“ და „დღეს“ (დღეს დარეგისტრირებული ვიზიტები).
  • ძებნა — „სამაჯური, მშობელი, ბავშვი, ბარათი, ტელეფონი…“: აკრიფეთ ან დაასკანერეთ სამაჯური და დაფაზე მხოლოდ ის ბავშვი დარჩება.
  • ხედი — ორი ღილაკი: „ბარათები“ (ფილები) და „ცხრილი“. არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება.
  • ხმა — დინამიკის ღილაკი რთავს და თიშავს ხმოვან სიგნალს („ხმა ჩართულია“ / „ხმა გამორთულია“).
  • „ჯგუფის შესვლა“ — თავი ჯგუფები.

დაფა ყოველ 15 წამში თავისით ახლდება — სხვა სალაროზე დარეგისტრირებული ბავშვიც გამოჩნდება.

ფერები და ხმოვანი სიგნალი

ფერისტატუსირას ნიშნავს
მწვანეაქტიურიდრო საკმარისია
ყვითელიმთავრდებადასრულებამდე დარჩა „ყვითელი ფერის“ წუთები ან ნაკლები (ნაგულისხმევად 10 წუთი)
წითელიდრო ამოიწურატაიმერი ნულს გასცდა და მინუსით ითვლის (მაგ. „−00:13:48“)
ნაცრისფერიპაუზატაიმერი გაჩერებულია

როცა ბავშვი ყვითელ სტატუსზე გადადის, ისმის რბილი ორნოტიანი სიგნალი; წითელზე — სამი მოკლე სიგნალი. ხმა მუშაობს მას შემდეგ, რაც ფანჯარაზე ერთხელ მაინც დააჭერთ (ბრაუზერის წესი). „ყვითელი ფერის“ წუთები იცვლება „ცენტრის პარამეტრებში“.

რჩევა: თუ მიმღებთან ხმაურია, დატოვეთ ხმა ჩართული და დაფა — ხატულების მენიუთი (მენიუს ჩაკეცვა), რომ ფილები დიდად ჩანდეს.

ბავშვის ფილა

ფილა: ტაიმერი, პროგრესის ზოლი, მშობელი, ბავშვი, ტელეფონი, სამაჯური, პაკეტი და ღილაკები
ფილა: ტაიმერი, პროგრესის ზოლი, მშობელი, ბავშვი, ტელეფონი, სამაჯური, პაკეტი და ღილაკები

ფილაზე ჩანს:

  • ტაიმერი (სთ:წთ:წმ) და პროგრესის ზოლი სტატუსით;
  • მშობელი, ბავშვი (ან „ბავშვის სახელი არ წერია“) და ტელეფონი;
  • სამაჯურის კოდი (#313926; ჯგუფში — ყველა კოდი, 8-ზე მეტის შემთხვევაში „+N“);
  • ჩიპები: პაკეტი, „+1 გაგრძ.“ (რამდენჯერ გაგრძელდა), კლიენტის ბარათის კოდი, ფასდაკლება („−20% სოც.“ ან „−10% ჯგუფი“) და ვინ დაარეგისტრირა;
  • სამი ღილაკი: „+1 სთ“, „პაუზა“ (პაუზაზე — „გაგრძელება“) და „გასვლა“.

ცხრილის ხედში იგივე ინფორმაციაა სვეტებად: „დარჩენილი დრო“, „სამაჯური“, „მშობელი“, „ბავშვი“, „ტელეფონი“, „პაკეტი“, „ბარათი“, „ფასდაკლება“, „გაგრძ.“, „ჯგუფი“, „დაარეგისტრირა“ და ღილაკები.

ცხრილის ხედი
ცხრილის ხედი

კონტექსტური მენიუ

ფილაზე ან ცხრილის ხაზზე მარჯვენა ღილაკით (სენსორულ ეკრანზე — ხანგრძლივი შეხებით) იხსნება მენიუ: „დროის დამატება“, „პაუზა“, „გაგრძელება“, „გასვლა“. მიუწვდომელი მოქმედება ნაცრისფერია (მაგ. „გაგრძელება“ აქტიურ ვიზიტზე). მენიუ იხურება Esc-ით ან სხვაგან დაჭერით.

კონტექსტური მენიუ
კონტექსტური მენიუ

პაუზა და გაგრძელება

როცა ბავშვი დროებით გადის (მაგალითად სასადილოდ):

  1. ბავშვის ფილაზე დააჭირეთ „პაუზა“. ტაიმერი ჩერდება, ფილა ნაცრისფერდება.
  2. დაბრუნებისას დააჭირეთ „გაგრძელება“. დასრულების დრო ზუსტად პაუზის ხანგრძლივობით გადაიწევს — ბავშვი არაფერს კარგავს.

ჯგუფის ფილაზე პაუზა და გაგრძელება ყველა ბავშვს ერთად ეხება. პაუზაზე მყოფი ბავშვის ტაიმერი არ წითლდება და სიგნალს არ იძლევა. კლიენტის ბარათით შესულ ბავშვს პაუზის დრო ბარათიდან არ ჩამოეჭრება.

დროის დამატება (+1 საათი)

  1. დააჭირეთ ფილაზე „+1 სთ“. იხსნება ფანჯარა „დროის დამატება (+1 საათი)“.
  2. ფანჯარაში ჩანს სამაჯური, ბავშვი, „პირველი გაგრძელება“ ან „უკვე გაგრძელდა N-ჯერ“ და ფასი.
  3. აირჩიეთ „ნაღდი“ ან „ბარათი“ და დააჭირეთ „დამატება“.
დროის დამატება ერთ ბავშვზე: პირველი გაგრძელება 10,00 ₾
დროის დამატება ერთ ბავშვზე: პირველი გაგრძელება 10,00 ₾

როგორ ითვლება:

  • ფასი: პაკეტის პირველ გაგრძელებას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ფასი (მაგალითად „1 საათი“ პაკეტზე — 10 ₾); ყოველი შემდეგი და იმ პაკეტების გაგრძელება, რომლებსაც ასეთი ფასი არ აქვთ — „გაგრძელება +1 სთ“-ის ფასით (ნაგულისხმევად 5 ₾). ორივე იცვლება „ცენტრის პარამეტრებში“.
  • დრო: საათი ემატება დაგეგმილ დასრულებას; თუ დრო უკვე ამოიწურა — ახლანდელ მომენტს. ანუ ვადაგადაცილებულ ბავშვს ახალი საათი დამატების მომენტიდან ეთვლება.
  • ჩეკზე იწერება „დროის დამატება +1 სთ (სამაჯური 313926)“.

კლიენტის ბარათით შესულ ბავშვს დრო ასე არ ემატება: „ბარათით შესულ ვიზიტს დრო არ ემატება — შეავსეთ ბარათი“. ბარათის შევსებისას (თუნდაც ბავშვი შიგნით იყოს) მისი ტაიმერი ახალ ბალანსს თავისით მიჰყვება.

გასვლა

  1. დააჭირეთ ფილაზე „გასვლა“. იხსნება ფანჯარა „გასვლა“ — ბავშვის სამაჯურით, სახელით და „შიგნით Xსთ Yწთ“ (რეალურად გატარებული დრო, პაუზების გარეშე).
  2. შეამოწმეთ და დააჭირეთ „გასვლის დადასტურება“. ვიზიტი იხურება და ბავშვი დაფიდან ქრება.

ჩვეულებრივი ვიზიტი შესვლისას უკვე გადახდილია, ამიტომ გასვლისას ფული აღარ აიღება.

ვადაგადაცილება

თუ ბავშვის დრო ამოიწურა, გასვლის ფანჯარაში წერია „ვადაგადაცილება N წთ“ და შეთავაზება: „დრო გადაცილებულია — გადახდა არ არის სავალდებულო, მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ საათი.“ ღილაკით.

გასვლა ვადაგადაცილებით: შეგიძლიათ დაამატოთ საათი ან უბრალოდ დაადასტუროთ გასვლა
გასვლა ვადაგადაცილებით: შეგიძლიათ დაამატოთ საათი ან უბრალოდ დაადასტუროთ გასვლა
  • „დროის დამატება“ — იხსნება „+1 სთ“ ფანჯარა; გადახდის შემდეგ ბავშვი ისევ დაფაზეა ახალი საათით, ან შემდეგ დააჭირეთ „გასვლა“.
  • „გასვლის დადასტურება“ — ბავშვი გადის დამატებითი გადახდის გარეშე.

ყურადღება: ჩვეულებრივ ვიზიტზე პროგრამა გადაცილებულ წუთებს ავტომატურად არ ახდევინებს — ეს მიმღების გადაწყვეტილებაა („დროის დამატება“). ავტომატურად ზედმეტი დრო მხოლოდ კლიენტის ბარათით შესულ ბავშვს ერიცხება (იხ. ქვემოთ).

გასვლა კლიენტის ბარათით

ბარათით შესულ ბავშვთან გასვლის ფანჯარა აჩვენებს: „ბარათიდან ჩამოიჭრება 0სთ 32წთ. დარჩენილი ბალანსი: 4სთ 28წთ“. თუ ბავშვი ბალანსზე მეტხანს დარჩა — „ბალანსი არ ყოფნის: N წთ — X ₾“, გადახდის სახის არჩევით; ეს თანხა იწერება ჩეკად „ბარათის ზედმეტი დრო — N წთ (ბარათი C0001, სამაჯური …)“ და ითვლება წუთობრივად ბარათის საათის ფასით.

გასვლა ბარათით: ბარათიდან ჩამოიჭრება ნახმარი დრო
გასვლა ბარათით: ბარათიდან ჩამოიჭრება ნახმარი დრო

ფანჯარაში ნაჩვენები თანხა ზუსტად ის თანხაა, რაც ჩაიწერება (ფანჯრის გახსნის მომენტით, თუ დადასტურება 15 წუთში მოხდა).

კითხვები

ბავშვი ფიზიკურად წავიდა, მაგრამ დაფაზე რჩება — რა მოხდება? ტაიმერი მინუსში გააგრძელებს თვლას და ფილა წითელი დარჩება, სანამ „გასვლას“ არ დაადასტურებთ. დღის ბოლოს შეამოწმეთ, რომ დაფაზე არავინ დარჩა.

სამაჯური დაიკარგა — როგორ ვიპოვო ბავშვი? ძებნის ველში აკრიფეთ მშობლის სახელი, ბავშვის სახელი ან ტელეფონი.

შეიძლება შესვლის დროის ან პაკეტის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ? არა — ვიზიტის პაკეტი და ფასი ფიქსირებულია. თუ შეცდომით დაარეგისტრირეთ, დახურეთ ვიზიტი „გასვლით“, ჩეკი დააბრუნეთ „ჩეკებში“ (თავი დაბრუნება) და დაარეგისტრირეთ თავიდან.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.