Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 17

თანამშრომლები, როლები, უფლებები და პაროლები

თანამშრომლების მართვა Activi გასართობ ცენტრში: ადმინისტრატორი, მენეჯერი და მოლარე, წვდომის შეზღუდვა გვერდებზე, ინდივიდუალური უფლებები, პაროლის შეცვლა, დაბლოკილი ანგარიში და ადმინისტრატორის პაროლის აღდგენა.

თითოეული თანამშრომელი პროგრამაში საკუთარი სახელითა და პაროლით შედის — ასე ყოველ ჩეკზე, შემოსვლაზე და ნაღდის მოძრაობაზე ჩანს, ვინ გააკეთა. თანამშრომლებს მართავს მხოლოდ ადმინისტრატორი, გვერდზე „თანამშრომლები“ („ანგარიშები და წვდომის უფლებები“).

თანამშრომლების სია: როლი, ჩეკების რაოდენობა, სტატუსი
თანამშრომლების სია: როლი, ჩეკების რაოდენობა, სტატუსი

როლები

როლირა შეუძლია (პროგრამის აღწერით)
ადმინისტრატორისრული წვდომა, მათ შორის თანამშრომლები და პარამეტრები
მენეჯერიპროდუქცია, მარაგი, ხარჯები, ანგარიშები, დაბრუნებები; ცენტრის პარამეტრები, სტატისტიკა, ბარათების შევსება
მოლარეშემოსვლები, სტუმრები, ბარათები (შევსების გარეშე), კაფეს სალარო, ჩეკები, სალაროს დახურვა

საწყისი ანგარიშები: admin / 1111, manager / 2222, cashier / 3333.

ახალი თანამშრომელი

  1. „ახალი თანამშრომელი“.
  2. „სახელი, გვარი“ — როგორ გამოჩნდეს ჩეკზე და დაფაზე („დაარეგისტრირა“).
  3. „მომხმარებლის სახელი“ — შესასვლელი სახელი (ლათინური ასოებით უმჯობესია); ორ თანამშრომელს ერთი ვერ ექნება.
  4. „პაროლი“ — „ნებისმიერი — მაგ. 1234“.
  5. „როლი“ — ადმინისტრატორი, მენეჯერი ან მოლარე (ქვეშ ჩანს როლის აღწერა).
  6. ბუღალტერიისთვის (სურვილისამებრ): „ხელფასი — ბრუტო თვეში (₾)“ („აქედან ითვლება ხელფასის დარიცხვა ბუღალტერიაში; 0 = ხელფასი არ ერიცხება“) და „საპენსიო სქემის მონაწილე (2% + 2%)“.
  7. საჭიროებისას — წვდომის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები (იხ. ქვემოთ).
  8. „შენახვა“ — „თანამშრომელი დაემატა“.
თანამშრომლის ფორმა: როლი, ხელფასი, წვდომის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები
თანამშრომლის ფორმა: როლი, ხელფასი, წვდომის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები

წვდომის შეზღუდვა გვერდებზე

გადამრთველი „წვდომის შეზღუდვა კონკრეტულ განყოფილებებზე“ აჩენს ყველა გვერდს ჯგუფებად. მონიშნეთ მხოლოდ ის გვერდები, რომლებიც თანამშრომელს უნდა უჩანდეს (მაგ. კაფეს მოლარეს — მხოლოდ „კაფე / სალარო“ და „ჩეკები“). „თუ არცერთი არ მონიშნავთ, გამოჩნდება ყველა (როლის მიხედვით). „ჩემი პროფილი“ ყოველთვის ხელმისაწვდომია.“ შეზღუდვა როლზე მეტს ვერ მისცემს — მხოლოდ ავიწროებს.

ინდივიდუალური უფლებები

გადამრთველის „ინდივიდუალური უფლებები“ გამორთულ მდგომარეობაში თანამშრომელს როლის უფლებები აქვს (ნაცრისფერი სია აჩვენებს, რომელი). ჩართვისას მონიშვნები შეგიძლიათ შეცვალოთ:

უფლებაადმინისტრატორი / მენეჯერიმოლარე (ნაგულისხმევად)რას ხსნის
ფასდაკლება გაყიდვისას✓✓კაფეს ჩეკზე ფასდაკლება („ფასდაკ.“)
გაყიდვის დაბრუნება✓—„დაბრუნება“ ჩეკებში, ბარათზე დაბრუნება
შეკვეთის / ჯავშნის გაუქმება✓✓გასართობ ცენტრში ამ უფლებას მოქმედება არ აქვს
დღის გახსნა / დახურვა✓✓„დღის დახურვა“ (Z), ფისკალური X/Z
ნაღდის შემოტანა / გატანა✓✓ნაღდის მოძრაობა, „უჯრის გახსნა“, მომწოდებლის გადახდა
თვითღირებულება და მოგება✓—თვითღირებულება, მარჟა და მოგება სიებსა და ანგარიშებში
ჩანაწერების წაშლა✓—პროდუქტის, ხარჯის, დოკუმენტის დრაფტის წაშლა
ბუღალტერია: ნახვა, დოკუმენტები, ანგარიშგება, ხელფასები, ანგარიშთა გეგმა, დახურული პერიოდი, სხვა პროგრამების ჩაბმა✓—ბუღალტერიის გვერდები (თავი ბუღალტერია)

ინდივიდუალური უფლებების მქონე თანამშრომელს სიაში აქვს ნიშანი „ინდ. უფლებები“.

შენიშვნა: ჯგუფის ფასდაკლების პროცენტს („ჯგუფის შესვლა“) „ფასდაკლების“ უფლება არ ზღუდავს — მას ზღუდავს „ცენტრის პარამეტრებში“ მითითებული მაქსიმუმი. სოციალური ფასდაკლება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც შემოსვლას არეგისტრირებს, მაგრამ მხოლოდ აქციის დღეებსა და საათებში.

ანგარიშის გამორთვა და ბლოკის მოხსნა

  • „ანგარიში აქტიურია“ გადამრთველის გამორთვა თანამშრომელს შესვლას უკრძალავს („ანგარიში დეაქტივირებულია“); ისტორია და ჩეკები რჩება. საკუთარ ანგარიშს ვერ გამორთავთ და საკუთარ როლს ვერ შეცვლით.
  • 5 არასწორი პაროლის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება — სიაში ჩანს „დაბლოკილია“ და ღილაკი „ბლოკის მოხსნა“ („„…“ განბლოკილია“).

ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა

ნებისმიერი თანამშრომელი საკუთარ პაროლს თავად ცვლის:

  1. ზედა ზოლში დააჭირეთ თქვენს სახელს (ან მენიუ → „ჩემი პროფილი“).
  2. ბარათში „პაროლის შეცვლა“: „მიმდინარე პაროლი“, „ახალი პაროლი“ („ნებისმიერი — მაგ. ციფრული კოდი 1234“), „გაიმეორეთ ახალი პაროლი“.
  3. „პაროლის შეცვლა“ — „პაროლი შეიცვალა“. „შეცვლის შემდეგ სხვა მოწყობილობებზე სესიები დაიხურება.“
ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა და აქტიური სესიები
ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა და აქტიური სესიები

ბარათში „აქტიური სესიები“ ჩანს, სად ხართ შესული (პროგრამა/ბრაუზერი, IP, ბოლო აქტივობა; მიმდინარეს — „ეს მოწყობილობა“). ნაგვის ყუთი ერთ სესიას თიშავს, „სხვების გათიშვა“ — ყველა სხვას.

დავიწყებული პაროლი

  • თანამშრომელს დაავიწყდა: ადმინისტრატორი „თანამშრომლები“ → ფანქარი → „ახალი პაროლი“ → „შენახვა“ (ცარიელი ველი ძველს ტოვებს).
  • ადმინისტრატორს დაავიწყდა: Activi-ის მხარდაჭერას აქვს აღდგენის ხელსაწყო password-reset (reset-admin.bat + reset-admin.js), რომელიც მხოლოდ ადმინისტრატორის პაროლს აბრუნებს 1111-ზე — პროდუქცია, ჩეკები და სხვა თანამშრომლები არ იცვლება, ხოლო მანამდე ბაზის ასლი ინახება (cloudpos.db.before-reset-…). გასართობი ცენტრის ბაზისთვის ის ეშვება ასე: reset-admin.bat data-cloudfun (Activi-ის პროგრამა ჯერ უნდა დაიხუროს; ქსელში — სერვერ-კომპიუტერზე, სადაც ბაზაა). დაუკავშირდით მხარდაჭერას (თავი დახმარება).

ყურადღება: „ბაზის სრული განულება“ (პარამეტრები → მონაცემები) პაროლის აღდგენის გზა არ არის — ის ყველა მონაცემს შლის.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.