Activi
Activi გასართობი ცენტრი · თავი 14

სალაროს დახურვა: X-რეპორტი, Z-რეპორტი, მოსალოდნელი ნაღდი

სავაჭრო დღე Activi გასართობ ცენტრში: დღის ავტომატური გახსნა, ნაღდის შემოტანა და გატანა, მოსალოდნელი ნაღდის დათვლა, X-რეპორტი, დღის დახურვა კუპიურების დათვლით, Z-რეპორტი და ავტომატური დახურვა 00:00-ზე.

გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს სავაჭრო დღეს: რამდენი შემოვიდა ნაღდით და ბარათით, რამდენი ნაღდი უნდა იყოს უჯრაში და რამდენი აღმოჩნდა რეალურად. დღეში ითვლება ყველა ჩეკი — კაფეს გაყიდვები, შესვლები, დროის დამატება, ბარათის შევსება და ზედმეტი დრო.

დღის გახსნა

დღის ხელით გახსნა საჭირო არ არის: დღე იხსნება პირველივე ოპერაციით (პირველი შესვლა, გაყიდვა ან ნაღდის შემოტანა). გვერდის თავში ჩანს „გახსნილია · გაიხსნა: 02.10.2026 18:00 · ადმინისტრატორი (პირველი ოპერაციით)“.

საწყისი ნაღდი — წინა დახურული დღის დათვლილი ნაღდი (თუ დათვლა არ მომხდარა — მოსალოდნელი). ანუ უჯრაში დატოვებული ხურდა შემდეგ დღეს გადადის.

ღია დღე: მაჩვენებლები, მოსალოდნელი ნაღდი და ნაღდის მოძრაობა
ღია დღე: მაჩვენებლები, მოსალოდნელი ნაღდი და ნაღდის მოძრაობა

მაჩვენებლები

ფილარას აჩვენებს
საწყისი ნაღდიდღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი
ნაღდი გაყიდვებინაღდით მიღებული (ხურდის გამოკლებით)
ბარათიბარათით მიღებული
ნისიავალით გაყიდული
შემოტანა / გატანახელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი
დაბრუნებებიდაბრუნებული თანხა და ჩეკების რაოდენობა

ბარათი „სალაროში მოსალოდნელი ნაღდი“:

მოსალოდნელი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გაყიდვები − ნაღდი დაბრუნება + ნისიის გადახდა ნაღდით − ხარჯები − მომწოდებლების გადახდა ნაღდით + შემოტანა − გატანა

ქვემოთ — „ჩეკები: N“ და „ბრუნვა: … ₾“.

შენიშვნა: „ხარჯები“ გვერდზე დამატებული ხარჯი, რომელიც ღია დღის განმავლობაში ჩაიწერა, მოსალოდნელ ნაღდს აკლდება (ითვლება, რომ უჯრიდან გადაიხადეს).

ნაღდის შემოტანა და გატანა

უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“ (ნაგულისხმევად ყველა როლს აქვს):

  1. დააჭირეთ „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. ხურდისთვის) ან „ნაღდის გატანა“ (მაგ. ინკასაცია).
  2. ჩაწერეთ „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“.
  3. „დადასტურება“ — „ნაღდი შემოტანილია“ / „ნაღდი გატანილია“.

მოძრაობა ჩანს ბარათში „ნაღდის მოძრაობა“ — მიზეზით, დროით, თანამშრომლით და თანხით.

ნაღდის შემოტანა ხურდისთვის
ნაღდის შემოტანა ხურდისთვის

X-რეპორტი (შუალედური)

„X-რეპორტი“ აჩვენებს დღის მიმდინარე მდგომარეობას დღის დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, ფასდაკლება, დღგ, დაბრუნება, ნაღდი/ბარათი/ნისია, საწყისი ნაღდი, ნაღდის მოძრაობა და მოსალოდნელი ნაღდი. „ბეჭდვა“ გაგზავნის მას ჩეკის პრინტერზე (ქსელური ან USB) ან ჩვეულებრივ ბეჭდვაზე. X-რეპორტი შეგიძლიათ დაბეჭდოთ რამდენჯერაც გინდათ.

X-რეპორტი
X-რეპორტი

დღის დახურვა (Z-რეპორტი)

უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“:

  1. დარწმუნდით, რომ შემოსვლების დაფაზე არავინ დარჩა (გასული ბავშვების „გასვლა“ დადასტურებულია). დღის დახურვა ვიზიტებს არ ხურავს — დაფა და სალაროს დღე ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.
  2. დააჭირეთ „დღის დახურვა“. ფანჯრის თავში ჩანს „მოსალოდნელი ნაღდი“.
  3. დაითვალეთ უჯრა ერთ-ერთი გზით: „კუპიურების დათვლა“ — ჩაწერეთ თითოეული კუპიურისა და მონეტის რაოდენობა (100, 50, 20, 10, 5, 2, 1 ₾ და 50, 20, 10, 5 თეთრი), ჯამი თავისით ითვლება; ან „სწრაფი თანხა“ — ჩაწერეთ დათვლილი ჯამი ველში „დათვლილი ნაღდი (₾)“ (ცარიელი — „თუ არ ითვლით“).
  4. პროგრამა აჩვენებს სხვაობას: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“. საჭიროებისას ჩაწერეთ „შენიშვნა“.
  5. დააჭირეთ „დახურვა“. სხვაობის შემთხვევაში პროგრამა იკითხავს: „დათვლილ ნაღდსა და მოსალოდნელს შორის სხვაობაა … დახუროთ მაინც?“
  6. იხსნება Z-რეპორტი ნომრით (Z-00001) — დაბეჭდეთ ღილაკით „ბეჭდვა“.
დღის დახურვა: სწრაფი თანხა, დანაკლისი 2,00 ₾
დღის დახურვა: სწრაფი თანხა, დანაკლისი 2,00 ₾
Z-რეპორტი: ჩეკები, ბრუნვა, გადახდის სახეები, ნაღდის მოძრაობა, მოსალოდნელი და დათვლილი ნაღდი, დანაკლისი
Z-რეპორტი: ჩეკები, ბრუნვა, გადახდის სახეები, ნაღდის მოძრაობა, მოსალოდნელი და დათვლილი ნაღდი, დანაკლისი

დახურვის შემდეგ შემდეგი ოპერაცია ახალ დღეს ხსნის — საწყისი ნაღდით, რომელიც ახლა დაითვალეთ.

დახურული დღეები

ბარათი „დახურული დღეები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი) ჩამოთვლის ყველა Z-რეპორტს: „Z №“, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“. ხაზი ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად. მოლარე ამ სიას ვერ ხედავს.

დახურული დღეების სია
დახურული დღეების სია

ავტომატური დახურვა 00:00-ზე

თუ „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ ჩართულია (ნაგულისხმევად ჩართულია), ღია დღე შუაღამისას თავისით იხურება — დათვლის გარეშე, ნიშნით „ავტო“ და შენიშვნით „ავტომატური დახურვა 00:00“; Z-რეპორტში წერია „დახურა: ავტომატურად (00:00)“. ამის შემდეგ საწყისი ნაღდი = მოსალოდნელი.

გამორთვისას დღე ღიაა, სანამ ვინმე არ დახურავს — მოსახერხებელია, თუ ცენტრი შუაღამის შემდეგაც მუშაობს.

ყურადღება: ავტომატური დახურვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა 00:00-ზე პროგრამა (სერვერ-კომპიუტერზე) ჩართულია. თუ კომპიუტერი ღამით გამორთულია, წინა დღე არ იხურება და დილით იმავე დღეში გაგრძელდება — ასეთ შემთხვევაში დახურეთ დღე ხელით სამუშაოს დაწყებამდე, ან დატოვეთ სერვერი ფონზე ჩართული (თავი ქსელი და მონაცემთა ბაზები).

ფისკალური აპარატის X და Z

თუ ფისკალური აპარატი გაქვთ, მისი საკუთარი X და Z ანგარიშები იბეჭდება „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ფისკალური აპარატი“ → „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“ — ეს პროგრამის X/Z-რეპორტისგან ცალკეა და მისი დაბეჭდვა საჭიროა კანონის მიხედვით. ბანკის ტერმინალის დღის დახურვა — იქვე, ტერმინალის ბარათში („დღის დახურვა (ტერმინალი)“, ინტეგრირებული TBC ტერმინალისთვის).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.