ბექაპი და აღდგენა: ავტომატური ასლები, ფაილი, აღდგენა და განულება
მონაცემების დაცვა Activi გასართობ ცენტრში: ყოველდღიური ავტომატური ასლები და მათგან აღდგენა, ხელით ასლის შექმნა, JSON სარეზერვო ფაილის ჩამოტვირთვა და აღდგენა, დაშიფრული ასლი სერვერზე, ბაზის სრული განულება და კომპიუტერის შეცვლა.
ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“ ჩანართზე (მხოლოდ ადმინისტრატორისთვის).
ავტომატური ბექაფი
პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) თავად ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — ბაზის საქაღალდის ქვესაქაღალდეში backups (გასართობი ცენტრის ბაზისთვის — %APPDATA%\CloudPos\data-cloudfun\backups). ინახება ბოლო 14 დღიური ასლი, ძველები თავისით იშლება.
ბარათი „ავტომატური ბექაფი“ („ჩართული“):
- „ბოლო ბექაფი“ და „შენახული ასლები“;
- „ბექაფის შექმნა ახლა“ — ქმნის ამ წამის ასლს („ასლი შეიქმნა: …“), სახეობით „ხელით“;
- ასლების სია (ბოლო 5, „ყველა (N)“ — ყველა): თარიღი, სახეობა — „დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „სერვერიდან აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“ — ზომა და ღილაკი „აღდგენა“.

აღდგენა ავტომატური ასლიდან
- სიაში იპოვეთ სასურველი თარიღის ასლი და დააჭირეთ „აღდგენა“.
- დაადასტურეთ: „ყველა მიმდინარე მონაცემი ჩანაცვლდება ასლით „…“. მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება ამავე სიაში („აღდგენამდე“). ყველა მომხმარებელი გავა სისტემიდან. გავაგრძელო?“
- „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“.
აღდგენამდე მიმდინარე მდგომარეობა ინახება („აღდგენამდე“), ასე რომ შეცდომით აღდგენის შემთხვევაში უკან დაბრუნება შეიძლება.
ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზეა. თუ დისკი გაფუჭდა ან კომპიუტერი დაიკარგა, ისინიც დაიკარგება — პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან (ფლეშზე, ღრუბელში).
სარეზერვო ფაილი
ბარათი „მონაცემები“:
- „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ — ჩამოიტვირთება
cloudpos-backup_თარიღი.json: ყველა მონაცემი (ვიზიტები, ბარათები, სტუმრები, პროდუქცია, ჩეკები, თანამშრომლები, საწყობი, ბუღალტერია). ფაილში არ შედის ამ კომპიუტერის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-იუზერი და ბარათის ტერმინალების პარამეტრები. - „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — აირჩიეთ
.jsonფაილი და დაადასტურეთ: „ყველა მიმდინარე მონაცემი ჩანაცვლდება ფაილის მონაცემებით. მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება (ავტომატური ბექაფის სიაში — „აღდგენამდე“), ასე რომ შეგიძლიათ დაბრუნდეთ.“ აღდგენის შემდეგ ყველა გამოდის სისტემიდან — შედით ხელახლა. - „თემა“ — ღია / მუქი ინტერფეისი.

დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის მონაცემების ასლს Activi-ის სერვერზე, სადაც ბოლო 14 ინახება. „ფაილი ამ კომპიუტერზევე იშიფრება — სერვერზე დაშიფრული სახით წევს. ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს.“ ამ ასლის ბარათი („ასლი სერვერზე“) ჩვეულებრივ რეჟიმში არ ჩანს — მას მხარდაჭერის ტექნიკოსი იყენებს. სერვერიდან აღდგენა გჭირდებათ? დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველა მონაცემს — „გაყიდვები, პროდუქცია, საწყობი, მომხმარებლები, ვალები, ბუღალტერია და თანამშრომლები“; რჩება ლიცენზია, პრინტერისა და სასწორის პარამეტრები. გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად თავიდან იწყებთ.
- „განულება“.
- საჭიროებისას მონიშნეთ „მაღაზიის პარამეტრები დარჩეს (დასახელება, მისამართი, ს/კ, დღგ, ჩეკის ტექსტი…)“.
- აკრიფეთ ეკრანზე ნაჩვენები ციფრები და „სამუდამოდ წაშლა“.

განულებამდე ბაზის ასლი ავტომატურად ინახება („გასუფთავებამდე“). შემდეგ რჩება მხოლოდ admin / 1111.
რჩევა: დემო მონაცემებით ვარჯიშის შემდეგ განულების ნაცვლად შექმენით ახალი ბაზა („ბაზები“ → „ახალი ბაზა“, თავი ქსელი და მონაცემთა ბაზები) — დემო ბაზა ცალკე დარჩება სავარჯიშოდ.
კომპიუტერის შეცვლა
- ძველ კომპიუტერზე ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი (ან დააკოპირეთ ბაზის საქაღალდე
%APPDATA%\CloudPos\data-cloudfun— პროგრამის სრულად გამორთვის შემდეგ). - ახალ კომპიუტერზე დააყენეთ Activi გასართობი ცენტრი და შედით ადმინისტრატორით (ან პირველ გაშვებაზე აირჩიეთ „არსებული ბაზა…“ → „საქაღალდეში“ და მიუთითეთ დაკოპირებული საქაღალდე).
- ფაილის შემთხვევაში — აღადგინეთ ის „მონაცემები“ → „აღდგენა“.
- ლიცენზიის გადასატანად დაგვიკავშირდით — ლიცენზია კომპიუტერზეა მიბმული (თავი ლიცენზია).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.