პროდუქცია (კაფე): პროდუქტები, კატეგორიები, ფასები, შტრიხკოდები და ფოტოები
როგორ დავამატოთ კაფე-ბარის პროდუქცია Activi გასართობ ცენტრში: დასახელება, ფასი, თვითღირებულება, ერთეული (ცალი, კილოგრამი), მარაგი, კატეგორიები, ფოტო, შტრიხკოდის გენერირება და ეტიკეტების ბეჭდვა.
გვერდი „პროდუქცია (კაფე)“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი) არის ცენტრის კაფე-ბარის კატალოგი: რა იყიდება, რა ფასად, რა შტრიხკოდით და რამდენია მარაგში. აქვეა ინგრედიენტები და რეცეპტები (თავი რეცეპტები და ინგრედიენტები). გვერდს სამი ჩანართი აქვს: „პროდუქტები“, „კატეგორიები“ და „შტრიხკოდები“.
შენიშვნა: შესვლის პაკეტები, დროის დამატება და ბარათის შევსება აქ არ არის — ისინი „ცენტრის პარამეტრებშია“ და მარაგს არ ეხება. „პროდუქცია“ მხოლოდ კაფე-ბარისა და სხვა საქონლისთვისაა (სასმელი, ნაყინი, სათამაშო, წინდები და ა.შ.).

პროდუქციის სია
- ძიება („დასახელება ან შტრიხკოდი…“) და კატეგორიის ფილტრი („ყველა კატეგორია“).
- სვეტები: „პროდუქტი“ (ქვეშ — შტრიხკოდი), „კატეგორია“, „თვითღირ.“, „ფასი“, „მარჟა“, „მარაგი“. თვითღირებულება და მარჟა ჩანს მხოლოდ უფლებით „თვითღირებულება და მოგება“.
- მარჟა გამაფრთხილებელი ფერით ჩანს, თუ 15%-ზე ნაკლებია.
- მარაგი წითლად ჩანს, თუ ნულია, ყვითლად — თუ „მინ. მარაგს“ ქვემოთაა. რეცეპტიან პროდუქტზე ნაშთის ნაცვლად წერია „N ულუფა“ — რამდენის გაკეთება შეიძლება საწყობში არსებული ინგრედიენტებით.
- ნიშნები დასახელების გვერდით: „რეცეპტი“, „ინგრედიენტი“, „ფასი შესავსებია“ (ზედნადებიდან ან ექსელიდან შექმნილი ბარათი, რომელსაც ფასი ჯერ არ დაუდეს).
- „Excel“ — სიის ჩამოტვირთვა
.xlsxფაილად.
პროდუქტის დამატება ნაბიჯ-ნაბიჯ
- დააჭირეთ „ახალი პროდუქტი“.
- „დასახელება“ — სავალდებულოა, მაგ. „ნაყინი ვანილის“.
- „შტრიხკოდი (EAN-13)“ — დაასკანერეთ ქარხნული შტრიხკოდი პირდაპირ ველში, ან დააჭირეთ გვერდით ღილაკს („შიდა შტრიხკოდის გენერირება (2…)“) — შეიქმნება მაღაზიის შიდა კოდი, რომელიც 2-ით იწყება (20–29 დიაპაზონი მაღაზიებისთვისაა; 486 საქართველოს მწარმოებლების კოდია და შიდა კოდისთვის არ გამოიყენება). შტრიხკოდი არასავალდებულოა — კაფეს უმეტეს პროდუქტს ის არ სჭირდება.
- „კატეგორია“ — ან „— კატეგორიის გარეშე —“.
- „გასაყიდი ფასი (₾, დღგ-ს ჩათვლით)“ — სავალდებულოა; სალაროზე ეს ფასი გამოიყენება.
- „თვითღირებულება (₾)“ — ქვემოთ ჩანს „მარჟა: …% · მოგება ერთეულზე: … ₾“. (რეცეპტიან პროდუქტზე ის თავისით ითვლება.)
- „ერთეული“ — „ცალი“ ან „კილოგრამი“.
- „მარაგი“ — მიმდინარე ნაშთი და „მინ. მარაგი“ — ამაზე ნაკლები ნაშთისას პროდუქტი „იწურება“ სიაში ჩნდება (ნაგულისხმევად 5).
- „ფოტო“ — „ფოტოს ატვირთვა“ (PNG, JPG ან WebP; პროგრამა სურათს თავად ამცირებს). ფოტოს გარეშე გამოიყენება „აიკონი (ფოტოს გარეშე)“ — აირჩიეთ ემოჯი.
- დააჭირეთ „შენახვა“ — „პროდუქტი დაემატა“.

ერთი შტრიხკოდი ორ პროდუქტს ვერ ექნება: „ასეთი შტრიხკოდი უკვე არსებობს“. ფოტოს ზომა მაქსიმუმ 3 MB-ია (პროგრამა მას ასატვირთად ამცირებს).
რჩევა: თუ პროდუქტის შექმნისას მარაგს მიუთითებთ ან შემდეგ ამ ველს შეცვლით, პროგრამა ბუღალტერიაში მარაგის კორექციას თავად ატარებს. რეგულარული მიწოდებისთვის გამოიყენეთ „მარაგი“ → „საქონლის მიღება“ — ასე ჩაიწერება მომწოდებელი და შესყიდვის ფასი (თავი მარაგი და საწყობი).
ფორმის კაფეს ველები
ფორმის ქვედა ნაწილში არის:
- მონიშვნა „საწყობის ინგრედიენტია — სალაროში არ გამოჩნდება, მხოლოდ რეცეპტებში იხარჯება“ — ყავის მარცვლისთვის, რძისთვის, ერთჯერადი ჭიქისთვის;
- ბლოკი „რეცეპტი / კალკულაცია“ — რისგან შედგება ერთი ულუფა.
ორივე დაწვრილებით — თავში რეცეპტები და ინგრედიენტები.
ფასის შეცვლა
ფასი იცვლება პროდუქტის ფორმაში (ფანქრის ღილაკი → „გასაყიდი ფასი“ → „შენახვა“). სალაროზე ფასის შეცვლა შეუძლებელია — იქ ყოველთვის კატალოგის ფასი გამოიყენება (ფასდაკლება შეიძლება — თავი კაფე / სალარო).
პროდუქტის წაშლა
ნაგვის ყუთის ღილაკი (უფლებით „ჩანაწერების წაშლა“) → „წაიშალოს „…“? გაყიდვების ისტორია შენარჩუნდება.“ ინგრედიენტი, რომელიც რომელიმე რეცეპტშია, არ წაიშლება: „პროდუქტი გამოიყენება N რეცეპტში — ჯერ ამოიღეთ რეცეპტებიდან“.
კატეგორიები
ჩანართი „კატეგორიები“: თითოეულ კატეგორიას აქვს სახელი, ფერი და აიკონი; ფერი და აიკონი სალაროზე ჩანს. ახალი — ბარათით „ახალი კატეგორია“. კატეგორიის წაშლისას მისი პროდუქცია რჩება და „კატეგორიის გარეშე“ ხდება. ქვეკატეგორიები არ არის.

რჩევა: ინგრედიენტები ცალკე კატეგორიაში შეინახეთ (მაგ. „ინგრედიენტები“) — ინვენტარიზაცია მარტივად მოხდება მხოლოდ მათზე.
შტრიხკოდები და ეტიკეტები
ჩანართი „შტრიხკოდები“ ბეჭდავს ფასის ეტიკეტებს:
- თუ ზოგ პროდუქტს შტრიხკოდი არ აქვს, დააჭირეთ „შტრიხკოდის გენერირება (N)“ — ყველას ერთად მიენიჭება შიდა EAN-13 კოდი (ან თითო პროდუქტზე — ხაზის ღილაკით).
- სიაში მიუთითეთ, რამდენი ეტიკეტი გჭირდებათ თითოეულ პროდუქტზე.
- „ეტიკეტის ზომა“: A4 · 3×8 (70×37 მმ), A4 · 4×10 (52×30 მმ), A4 · 2×6 (99×46 მმ), თერმული რულონი 58×40 მმ ან თერმული ეტიკეტი 40×30 მმ.
- „რა დაიბეჭდოს“: დასახელება, ფასი, ციფრები, მაღაზიის სახელი.
- „ბეჭდვა“ (ჩვეულებრივი პრინტერი) ან „თერმულ პრინტერზე“ (ქსელური ჩეკის პრინტერი; სხვა შემთხვევაში — „ქსელური პრინტერი არ არის გამართული — პარამეტრები → ინტეგრაციები“).
მარჯვნივ, „გადახედვაში“, ჩანს ეტიკეტები ზუსტად ისე, როგორც დაიბეჭდება.

ბევრი პროდუქტის ერთად შეტანა
ბევრი პროდუქტისთვის გამოიყენეთ „მარაგი“ → „ექსელის სიით მიღება“: ფაილის თითო სტრიქონი ერთი მიღებაა, ხოლო ჯერ არარსებული პროდუქტი (და კატეგორია) თავისით იქმნება — თავი მარაგი და საწყობი.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.