Activi
Activi POS · თავი 15

RS.ge: ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები

RS.ge Activi POS-ში: სერვის-იუზერის შეყვანა, მიღებული ზედნადების მარაგში შეტანა ერთი ღილაკით, გასავალი ზედნადების შექმნა და ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნა.

Activi POS პირდაპირ უკავშირდება RS.ge-ს ოფიციალურ სერვისებს: ზედნადებებს (WayBill) და ანგარიშ-ფაქტურებს. ამისთვის საჭიროა თქვენი ორგანიზაციის სერვის-იუზერი და ინტერნეტი.

შენიშვნა: RS.ge-ს დოკუმენტები ბუღალტერიის მოდულის ნაწილია: ისინი ხელმისაწვდომია საცდელ პერიოდში და ლიცენზიით, რომელშიც მოდული „ბუღალტერია“ შედის (თავი ლიცენზია). მათთან მუშაობა შეუძლიათ ადმინისტრატორს და მენეჯერს.

1. სერვის-იუზერის შექმნა RS.ge-ზე

სერვის-იუზერი იქმნება თქვენს RS.ge-ს კაბინეტში: მომხმარებელი → სერვისის მომხმარებელი. შექმნისას მიიღებთ სერვის-იუზერის სახელს (მაგალითად yourname:404123456) და პაროლს. ანგარიშ-ფაქტურებისთვის სერვის-იუზერს RS.ge-ზე ფაქტურებზე წვდომაც უნდა ჰქონდეს ჩართული.

ეს მონაცემები თქვენი ორგანიზაციისაა — Activi მათ არ ინახავს და არ ითხოვს.

2. მონაცემების შეყვანა პროგრამაში

  1. „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“.
  2. ჩაწერეთ „სერვის-იუზერი (su)“ და „სერვისის პაროლი (sp)“. „სერვისის მისამართი“ ფიქსირებულია — მისი შეცვლა საჭირო არ არის.
  3. დააჭირეთ „შენახვა“, შემდეგ „კავშირის შემოწმება“.

წარმატებისას: „კავშირი წარმატებულია — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები ხელმისაწვდომია.“ თუ წერია „ზედნადებები ხელმისაწვდომია; ანგარიშ-ფაქტურებზე სერვის-იუზერს წვდომა არ აქვს“ — ჩართეთ ფაქტურებზე წვდომა RS.ge-ს კაბინეტში.

პარამეტრები → ინტეგრაციები → RS.ge
პარამეტრები → ინტეგრაციები → RS.ge

მონაცემები ინახება ამ ბაზაში (სხვა სალაროებზე ხელახლა შეყვანა საჭირო არ არის) და სარეზერვო ფაილში არ გადადის. პაროლის ველი შენახვის შემდეგ ცარიელია — დატოვეთ ცარიელი, თუ არ ცვლით.

3. ზედნადებების ეკრანი

RS.ge-ს ეკრანი იხსნება: „ბუღალტერია“ → ჩანართი „RS.ge — ზედნადები / ფაქტურა“. პერიოდს ირჩევთ ბუღალტერიის თარიღების ზოლით (ნაგულისხმევად — მიმდინარე თვე).

  • გადამრთველი „ზედნადებები“ / „ანგარიშ-ფაქტურები“;
  • გადამრთველი „გაცემული“ (თქვენი გაცემული) / „მიღებული“ (თქვენზე გამოწერილი);
  • „გადმოწერა RS.ge-დან“ — ჩამოტვირთავს არჩეული პერიოდის დოკუმენტებს (გაცემულსაც და მიღებულსაც, ერთ წლამდე პერიოდით);
  • „ახალი ზედნადები“ / „ახალი ანგარიშ-ფაქტურა“.
ბუღალტერია → RS.ge — ზედნადები / ფაქტურა
ბუღალტერია → RS.ge — ზედნადები / ფაქტურა

ზედნადების სტატუსები: „შენახული“, „აქტიური“, „დახურული“, „გადამზიდავს გაგზავნილი“, „წაშლილი“, „გაუქმებული“. ნიშნები: „მარაგშია“ (მარაგში შეტანილი), „დადასტ.“ / „უარყოფ.“, „ფაქტურა“ (ფაქტურა გამოწერილია).

4. მიღებული ზედნადების მარაგში შეტანა

ეს ყველაზე ხშირი სამუშაოა: მომწოდებელმა ზედნადები გამოგიწერათ RS.ge-ზე — საქონელი ერთი ღილაკით შედის მარაგში.

  1. გადმოწერეთ დოკუმენტები („გადმოწერა RS.ge-დან“) და გადადით „მიღებულზე“.
  2. გახსენით ზედნადები. საჭიროების შემთხვევაში დააჭირეთ „დადასტურება“ ან „უარყოფა“ — ეს RS.ge-ზე აისახება.
  3. დააჭირეთ „მარაგში შეტანა“ და დაადასტურეთ.

იგივე უფრო მოკლედ: „მარაგი“ → „RS.ge-დან შემოტანა“ — სიაში მხოლოდ ის მიღებული ზედნადებებია, რომლებიც ჯერ მარაგში არ შეგიტანიათ, ღილაკებით „ნახვა“ და „მარაგში შეტანა“.

რა ხდება შეტანისას:

  • ზედნადების ყოველი სტრიქონი ემატება არსებულ პროდუქტს — შტრიხკოდით, ამ მომწოდებლის კოდით ან ზუსტი დასახელებით; დუბლიკატი არ იქმნება;
  • თუ შესაბამისი პროდუქტი არ მოიძებნა, ახალი პროდუქტი იქმნება — გასაყიდი ფასით, რომელიც თვითღირებულების ტოლია. შეტანის შემდეგ ახალ პროდუქტებს გასაყიდი ფასი დაუყენეთ (თავი პროდუქცია);
  • მომწოდებელი ზედნადებიდან ივსება, ხოლო თანხა მომწოდებლის ვალში ჩაიწერება;
  • ყველაფერი ავტომატურად გატარდება ბუღალტერიაში.

5. გასავალი ზედნადების შექმნა

„ახალი ზედნადები“ (ბუღალტერიიდან) ან „მარაგი“ → „RS.ge-ზე გატანა“.

ახალი ზედნადები — RS.ge
ახალი ზედნადები — RS.ge
  1. „შევსება:“ — სურვილისამებრ შეავსეთ ფორმა არსებული ჩეკიდან (ჩაწერეთ გაყიდვის ნომერი და „ჩეკიდან“) ან ინვოისიდან.
  2. „ზედნადების ტიპი“: „შიდა გადაზიდვა“, „ტრანსპორტირებით“, „ტრანსპორტირების გარეშე“, „დისტრიბუცია“ ან „უკან დაბრუნება“; „ტრანსპორტირების ხარჯს იხდის“.
  3. „მყიდველის ს/კ“ — 🔍 ღილაკი მყიდველის დასახელებას RS.ge-ში მოძებნის.
  4. ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი (დაწყება ივსება მაღაზიის მისამართით).
  5. „ტრანსპორტირება“: ტრანსპორტის სახე, მანქანის ნომერი, მძღოლის პ/ნ, ხარჯი.
  6. „საქონელი“: დასახელება, კოდი, ერთეული, რაოდენობა, ფასი — „საქონლის დამატება“.
  7. „შენახვა (დრაფტი)“ ან „შენახვა და გააქტიურება“ — გააქტიურებისას ზედნადებს RS.ge-ზე ნომერი ენიჭება.

შემდეგ, ზედნადების ფანჯრიდან: აქტიური ზედნადების „დახურვა“ (ტრანსპორტირება დასრულდა) ან „გაუქმება“, შენახულის — „გააქტიურება“ ან „წაშლა“, ხოლო „ანგარიშ-ფაქტურა“ ხსნის ფაქტურის ფორმას ამ ზედნადების მონაცემებით.

შენიშვნა: გასავალი ზედნადები პროგრამის მარაგს არ ცვლის — მარაგი მცირდება გაყიდვით. ზედნადების ბეჭდვა ხდება RS.ge-ს საიტიდან.

6. ანგარიშ-ფაქტურები

„ანგარიშ-ფაქტურები“ → „ახალი ანგარიშ-ფაქტურა“: მყიდველის ს/კ, ოპერაციის თარიღი, სურვილისამებრ ზედნადების ნომერი და სტრიქონები (თანხები დღგ-ს ჩათვლით). მონიშვნა „შენახვისთანავე გაგზავნა მყიდველთან“ ფაქტურას მაშინვე აგზავნის. შევსება შეიძლება ჩეკიდან, ინვოისიდან ან ზედნადებიდან.

მიღებულ ფაქტურაზე: „დადასტურება“ ან „უარყოფა“ (მიზეზის მითითებით).

შესაძლო შეცდომები

შეტყობინებარა ვქნათ
„RS.ge სერვის-იუზერი არ არის შეყვანილი — პარამეტრები → ინტეგრაციები“შეიყვანეთ სერვის-იუზერი (ნაბიჯი 2)
„სერვის-იუზერი ან პაროლი არასწორია.“შეამოწმეთ მონაცემები RS.ge-ს კაბინეტში
„სერვის-იუზერს ამ ოპერაციაზე უფლება არ აქვს.“მიანიჭეთ უფლება RS.ge-ს კაბინეტში
„RS.ge სერვისთან კავშირი ვერ დამყარდა — შეამოწმეთ ინტერნეტი“შეამოწმეთ ინტერნეტი
„ეს მოდული გამორთულია“ლიცენზიაში ბუღალტერიის მოდული არ შედის

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.