Activi
Activi POS · თავი 17

ანგარიშები: შემოსავალი, მოგება, პროდუქცია და მოლარეები

Activi POS-ის ანგარიშები: დღის მიმოხილვა, შემოსავალი და მოგება პერიოდში, კატეგორიები, გადახდის მეთოდები, მოლარეები, ტოპ პროდუქცია, ხარჯები და Excel-ში ჩამოტვირთვა.

ანალიტიკა რამდენიმე გვერდზეა. ყველა მათგანი (გარდა „გაყიდვებისა“) ადმინისტრატორისა და მენეჯერისთვისაა; თვითღირებულება და მოგება ჩანს მხოლოდ უფლებით „თვითღირებულება და მოგება“.

რა გაინტერესებთსად ნახოთ
დღეს როგორ მიდისმიმოხილვა
შემოსავალი და მოგება პერიოდში, კატეგორიები, მოლარეები, ტოპ პროდუქციაანგარიშები
კონკრეტული ჩეკებიგაყიდვები (თავი დაბრუნება და გაუქმება)
ნაღდი სალაროში, X/Z-რეპორტისალაროს დახურვა (თავი სალარო და დღის დახურვა)
მარაგის ღირებულება, რა იწურებამარაგი (თავი საწყობი)
ვალებიმომხმარებლები, მომწოდებლები

მიმოხილვა (დღევანდელი დღე)

  • ფილები (გუშინდელთან შედარებით): „დღევანდელი შემოსავალი“, „ჩეკები“, „საშუალო ჩეკი“, „მოგება (დღეს)“;
  • „შემოსავალი · ბოლო 14 დღე“ — გრაფიკი შემოსავლითა და მოგებით;
  • „გადახდის მეთოდები · დღეს“ — ნაღდი, ბარათი, ნისია;
  • „ბოლო გაყიდვები“ — ბოლო 8 ჩეკი (დაჭერით იხსნება ჩეკი; „ყველა“ — გვერდი „გაყიდვები“);
  • „ტოპ პროდუქცია · 30 დღე“;
  • „მარაგი იწურება“ — პროდუქცია, რომლის ნაშთი მინიმუმს არ აღემატება; „მარაგის შეტანა →“ გადაგიყვანთ მარაგზე.
მიმოხილვა
მიმოხილვა

მიმოხილვა მხოლოდ დღევანდელ დღეს აჩვენებს; პერიოდის ანალიზისთვის გამოიყენეთ „ანგარიშები“.

ანგარიშები

გვერდი „ანგარიშები“ („შემოსავალი, მოგება და გაყიდვების ანალიტიკა“).

პერიოდი: „დღეს“, „7 დღე“, „30 დღე“ (ნაგულისხმევი), „ეს თვე“, „3 თვე“, „წელი“ ან თარიღები ხელით.

ანგარიშები: შემოსავალი, თვითღირებულება, მოგება, ხარჯები, დღგ და დღიური გრაფიკი
ანგარიშები: შემოსავალი, თვითღირებულება, მოგება, ხარჯები, დღგ და დღიური გრაფიკი

ფილები:

ფილარას აჩვენებს
შემოსავალიგაყიდვების ჯამი და ჩეკების რაოდენობა
თვითღირებულებაგაყიდული საქონლის თვითღირებულება
მთლიანი მოგებაშემოსავალი − თვითღირებულება, მარჟის პროცენტით
ხარჯებიგვერდზე „ხარჯები“ ჩაწერილი ხარჯები ამ პერიოდში
წმინდა მოგებამთლიანი მოგება − ხარჯები
დღგ (ჩათვლით)შემოსავალში შემავალი დღგ; ქვემოთ — ფასდაკლებების ჯამი

ქვემოთ:

  • „შემოსავალი და მოგება დღეების მიხედვით“ — სვეტოვანი გრაფიკი;
  • „კატეგორიების მიხედვით“ — შემოსავლის წილი კატეგორიებზე;
  • „გადახდის მეთოდები“ — ნაღდი, ბარათი, ნისია (თანხა და პროცენტი);
  • „მოლარეები“ — თითოეული თანამშრომლის ჩეკები და შემოსავალი;
  • „ტოპ 15 პროდუქტი“ — გაყიდული რაოდენობა, შემოსავალი, მოგება და მარჟა; სათაურთან — პერიოდის დაბრუნებები.
კატეგორიები, გადახდის მეთოდები, მოლარეები და ტოპ პროდუქცია
კატეგორიები, გადახდის მეთოდები, მოლარეები და ტოპ პროდუქცია

ანგარიშებში ითვლება მხოლოდ შესრულებული (დაუბრუნებელი) გაყიდვები.

ჩამოტვირთვა

ღილაკი „Excel“ ჩამოტვირთავს ანგარიშს CSV ფაილად (cloudpos-report_…csv), რომელიც Excel-ში იხსნება: შეჯამება, დღეები, პროდუქცია და კატეგორიები. CSV ფაილად ჩამოიტვირთება სიები სხვა გვერდებიდანაც — „გაყიდვები“, „პროდუქცია“, „მარაგი“, „მომხმარებლები“, „მომწოდებლები“.

ხარჯები

გვერდი „ხარჯები“ („იჯარა, ხელფასები და სხვა საოპერაციო ხარჯები“) ინახავს ხარჯებს, რომლებიც „ანგარიშებში“ წმინდა მოგებიდან აკლდება.

  1. „ახალი ხარჯი“ → „თარიღი“, „თანხა (₾)“, „კატეგორია“ (იჯარა, კომუნალური, ხელფასი, ტრანსპორტი, მარკეტინგი, გადასახადი, სხვა), „შენიშვნა“.
  2. დღგ-ს გადამხდელისთვის — მონიშვნა, რომ თანხა დღგ-ს ჩათვლითაა.
  3. „შენახვა“.
ხარჯები
ხარჯები

ხარჯის წაშლას სჭირდება უფლება „ჩანაწერების წაშლა“. თუ ხარჯი სალაროს ნაღდიდან გადაიხადეთ, გაატარეთ „ნაღდის გატანაც“ (თავი სალარო და დღის დახურვა).

ინვოისები

გვერდი „ინვოისები“ გამოწერს ინვოისს კომპანიის რეკვიზიტებით — ქართულად, ინგლისურად ან რუსულად, ვალუტით GEL, USD, EUR, GBP ან RUB. ინვოისში მითითებული დღგ (%) ნეტო თანხას ემატება (სალაროსგან განსხვავებით, სადაც ფასი დღგ-ს შეიცავს). ინვოისის სტრიქონები თავისუფალი ტექსტია: ინვოისი მარაგს, გაყიდვებს და ბუღალტერიას არ ცვლის. ინვოისი იბეჭდება ღილაკით „ბეჭდვა“, სტატუსი იცვლება ღილაკებით „გადახდილად მონიშვნა“ და „გაუქმება“. ინვოისიდან შეიძლება RS.ge-ს ზედნადების ან ანგარიშ-ფაქტურის შევსება (თავი RS.ge).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.