Activi
Activi POS · თავი 11

გაყიდვების ისტორია, ჩეკის ხელახლა ბეჭდვა და დაბრუნება

Activi POS-ში გაყიდვების ისტორია: ჩეკის მოძებნა, ხელახლა ბეჭდვა და გაყიდვის დაბრუნება — ვის შეუძლია, რა ხდება მარაგთან, ნისიასთან და ბარათთან.

ყველა გატარებული ჩეკი ინახება გვერდზე „გაყიდვები“. აქედან იბეჭდება ჩეკის ასლი და ხდება გაყიდვის დაბრუნება.

გაყიდვების ისტორია

გვერდი „გაყიდვები“ („გაყიდვების ისტორია“) ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია და აჩვენებს ყველა სალაროს ყველა ჩეკს.

  • პერიოდი — ზემოთ: „დღეს“, „7 დღე“, „30 დღე“ და სხვ. ან თარიღები ხელით (ნაგულისხმევად ბოლო 7 დღე).
  • შეჯამება — „შემოსავალი“, „ჩეკები“, „საშუალო ჩეკი“, „დაბრუნებები“.
  • ძიება — „ჩეკის №, მომხმარებელი ან მოლარე…“ (ჩეკის ნომრისთვის საკმარისია ციფრები, მაგალითად 1436).
  • სტატუსი — „ყველა“, „შესრულებული“, „დაბრუნებული“.
  • „Excel“ — სიის ჩამოტვირთვა CSV ფაილად.

ცხრილში ჩანს ჩეკის ნომერი, თარიღი, მოლარე, მომხმარებელი, პოზიციების რაოდენობა, გადახდის სახე („ნაღდი“, „ბარათი“, „ნისია“ ან „შერეული“), სტატუსი და ჯამი.

გაყიდვების ისტორია
გაყიდვების ისტორია

ჩეკის ნახვა და ხელახლა ბეჭდვა

დააჭირეთ სტრიქონს — გაიხსნება ფანჯარა „ჩეკი CP-…“ ჩეკის ასლით. ღილაკი „ბეჭდვა“ ჩეკს ხელახლა ბეჭდავს იმავე პრინტერზე, რომელზეც ახალი ჩეკები იბეჭდება.

ჩეკის ფანჯარა: „დაბრუნება“ და „ბეჭდვა“
ჩეკის ფანჯარა: „დაბრუნება“ და „ბეჭდვა“

გაყიდვის დაბრუნება

ღილაკი „დაბრუნება“ ჩანს მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს უფლება „გაყიდვის დაბრუნება“ — სტანდარტულად ადმინისტრატორი და მენეჯერი. მოლარეს ეს უფლება ადმინისტრატორმა შეიძლება მისცეს (თავი მომხმარებლები და უფლებები).

  1. „გაყიდვები“ → მოძებნეთ ჩეკი → დააჭირეთ სტრიქონს.
  2. დააჭირეთ „დაბრუნება“.
  3. დაადასტურეთ: „პროდუქცია დაბრუნდება მარაგში, ნისიის თანხა ჩამოიწერება მომხმარებლის ვალიდან. გაგრძელება?“ → „დაბრუნება“.

გამოჩნდება „გაყიდვა დაბრუნდა“ და ჩეკს სტატუსი „დაბრუნებული“ მიენიჭება.

დაბრუნების დადასტურება
დაბრუნების დადასტურება

რა ხდება დაბრუნებისას

  • ჩეკის ყველა პოზიცია მარაგში ბრუნდება;
  • ბუღალტერიაში გაყიდვის გატარებები უკუიქცევა;
  • თუ ჩეკი (ან მისი ნაწილი) ნისიით იყო, თანხა მომხმარებლის ვალიდან ჩამოიწერება;
  • გაყიდვა ანგარიშებში და შემოსავალში აღარ ითვლება.

რა უნდა გააკეთოთ თავად

  • ნაღდი — დაუბრუნეთ მყიდველს.
  • ბარათი — თანხის დაბრუნება (refund) ან ოპერაციის გაუქმება გააკეთეთ ბარათის ტერმინალზე, ბანკის ინსტრუქციით — პროგრამა ამ დროს ტერმინალს არ უკავშირდება.
  • ფისკალური აპარატი — პროგრამა დაბრუნებას ფისკალურ აპარატზე არ აგზავნის; საჭიროების შემთხვევაში დაბრუნება აპარატზე გააფორმეთ მისი ინსტრუქციით.

შენიშვნა: ბრუნდება მთელი ჩეკი. ჩეკიდან მხოლოდ ერთი პოზიციის ან ნაწილის დაბრუნება შეუძლებელია. თუ მყიდველი მხოლოდ ერთ ნივთს აბრუნებს, დააბრუნეთ მთელი ჩეკი და დარჩენილი საქონელი ახალ ჩეკზე გაატარეთ.

გაყიდვის წაშლა და გაუქმება

გატარებული გაყიდვის წაშლა შეუძლებელია — ეს იცავს ისტორიასა და ანგარიშებს. შეცდომით გატარებული ჩეკი დააბრუნეთ, როგორც ზემოთაა აღწერილი.

ჯერ გაუტარებელი ჩეკის გაუქმება მარტივია: სალაროზე წაშალეთ პოზიციები (✕) ან ფილებიან ხედებში დააჭირეთ „გასუფთავება“. გადადებული ჩეკი იშლება სიიდან „გადადებული ჩეკები“.

დაბრუნება და სალაროს დახურვა

დაბრუნებული ჩეკები ჩანს გვერდზე „სალაროს დახურვა“ (ფილა „დაბრუნებები“) და X/Z-რეპორტში. დაბრუნება აისახება იმ დღის მონაცემებში, როცა თავდაპირველი გაყიდვა მოხდა (და არა იმ დღისა, როცა დააბრუნეთ). დეტალები — თავში სალარო და დღის დახურვა.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.