Activi
Activi POS · თავი 6

ინტერფეისი: მენიუ, ზედა ზოლი, თემა და კლავიშები

Activi POS-ის ფანჯარა: გვერდითა მენიუს ჯგუფები და ვინ რას ხედავს, მენიუს ჩაკეცვა, ზედა ზოლი, მიმოხილვის გვერდი, პარამეტრების ჩანართები, მუქი თემა, სრული ეკრანი, კლავიატურის მალსახმობები (F2, F9, F11, 1–9) და პროგრამის დრო.

ამ თავში აღწერილია Activi POS-ის მთავარი ფანჯარა: სად რა არის და როგორ მოვარგოთ ის საკუთარ სამუშაოს.

მთავარი ფანჯარა: მარცხნივ მენიუ, ზემოთ — გვერდის სათაური, საათი, დახმარება, თემა და მომხმარებელი
მთავარი ფანჯარა: მარცხნივ მენიუ, ზემოთ — გვერდის სათაური, საათი, დახმარება, თემა და მომხმარებელი

გვერდითა მენიუ

მარცხნივ არის მენიუ, დაყოფილი ჯგუფებად. რომელ პუნქტებს ხედავს თანამშრომელი, დამოკიდებულია მის როლზე, უფლებებზე და ადმინისტრატორის მიერ დაშვებულ გვერდებზე (თავი მომხმარებლები და უფლებები):

ჯგუფიგვერდებივინ ხედავს
მთავარიმიმოხილვაადმინისტრატორი, მენეჯერი
მთავარისალარო, გაყიდვები, სალაროს დახურვაყველა
ბუღალტერიაბუღალტერია, რეალიზაცია, შესყიდვები, სამეურნეო ოპერაციები, ფული: სალარო და ბანკი, ჟურნალი (გატარებები), კონტრაგენტები და ვალები, მარაგები, ძირითადი საშუალებები, ხელფასი და დივიდენდი, კრედიტები, წარმოება, გადასახადები და RS.ge, ანგარიშგება, ვალუტა და კურსები, სერვისების ჩაბმაუფლებით „ბუღალტერია: ნახვა“ (ადმინისტრატორი, მენეჯერი); ჩანს, თუ ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის)
მენეჯმენტიპროდუქცია, მარაგი, მომწოდებლები, საწყობის დოკუმენტები, ხარჯები, ინვოისებიადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიმომხმარებლებიყველა
ანალიტიკაანგარიშებიადმინისტრატორი, მენეჯერი
სისტემათანამშრომლები, პარამეტრებიადმინისტრატორი
სისტემაჩემი პროფილიყველა

„ანგარიშგება“ დამატებით მოითხოვს უფლებას „ბუღალტერია: ანგარიშგება“. ვისაც ბუღალტერიის უფლება აქვს, მაგრამ ადმინისტრატორი არ არის, ხედავს „პარამეტრებსაც“ — მხოლოდ ჩანართით „ბუღალტერია“.

მენიუს ქვედა ნაწილში ჩანს მაღაზიის სახელი, ბაზის სტატუსი („აქტიური · ლოკალური ბაზა“ ან „აქტიური · ქსელის ბაზა · …“) და ვერსიის სტრიქონი „Activi POS v2.38.0 · შემოწმება“ — დაჭერით პროგრამა ამოწმებს, არის თუ არა ახალი ვერსია (თავი განახლებები).

მენიუს ჩაკეცვა

ლოგოს გვერდით ღილაკი მენიუს სამ მდგომარეობას შორის ცვლის:

  1. სრული — ხატულები და წარწერები;
  2. ხატულები — მხოლოდ ხატულები, ვიწრო ზოლი (ღილაკის მინიშნება: „მენიუს ჩაკეცვა (აიკონები)“);
  3. დამალული („მენიუს დამალვა“) — მენიუ ქრება და სამუშაო ადგილს მთლიანად სალარო იკავებს; ზედა ზოლში ჩნდება ღილაკი ☰ „მენიუ“, რომელიც მენიუს გვერდის თავზე ხსნის.

არჩეული მდგომარეობა ამ კომპიუტერზე ინახება.

მენიუ ხატულების რეჟიმში
მენიუ ხატულების რეჟიმში

ზედა ზოლი

მარცხნიდან მარჯვნივ:

  • გვერდის სათაური — სად იმყოფებით;
  • საათი და თარიღი — პროგრამის დრო (ის ზუსტი დროის სერვერითაა შემოწმებული, იხ. ქვემოთ);
  • დახმარება (სამაშველო რგოლის ხატულა) — მხარდაჭერისთვის შეტყობინების გაგზავნა, თავი დახმარება და დისტანციური მხარდაჭერა;
  • თემის შეცვლა (მთვარე / მზე) — ღია და მუქი თემა;
  • თქვენი სახელი და როლი — დაჭერით იხსნება „ჩემი პროფილი“;
  • გასვლა — სისტემიდან გამოსვლა (დადასტურების გარეშე).

ზედა ზოლის ქვემოთ საჭიროებისას ჩნდება შეტყობინებები: საცდელი პერიოდის ან ლიცენზიის ვადის შესახებ, ახალი ვერსიის შესახებ (ადმინისტრატორსა და მენეჯერს) და (ადმინისტრატორს) — თუ მაღაზიის რეკვიზიტები შევსებული არ არის.

მიმოხილვა

ადმინისტრატორი და მენეჯერი შესვლისას ჯერ „მიმოხილვას“ ხედავენ: დღევანდელი შემოსავალი, ჩეკების რაოდენობა, საშუალო ჩეკი და მოგება (გუშინდელთან შედარებით), ბოლო 14 დღის გრაფიკი, დღევანდელი გადახდის მეთოდები, ბოლო გაყიდვები, ტოპ პროდუქცია და მარაგი, რომელიც იწურება. ღილაკი „სალაროს გახსნა“ პირდაპირ სალაროზე გადაგიყვანთ. დაწვრილებით — თავში ანგარიშები.

პარამეტრები

გვერდი „პარამეტრები“ (ადმინისტრატორი) დაყოფილია ჩანართებად:

ჩანართირა არის შიგნითთავი
მაღაზიარეკვიზიტები, დღგ, ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები, ავტომატური ბეჭდვა, დღის ავტომატური დახურვა, ფასნამატი, მხარდაჭერის კონტაქტები, ჩეკის პრევიუპრინტერი და ტერმინალი
სალაროს ვიზუალისალაროს განლაგება, სრული ეკრანიგაყიდვა
ლიცენზიალიცენზია, კომპიუტერები, დისტანციური დახმარებალიცენზია
ინტეგრაციებიჩეკის პრინტერი, სასწორი, RS.ge, გადახდის ტერმინალები, ფისკალური აპარატი, ბუღალტერიასთან დაკავშირებაპრინტერი და ტერმინალი, RS.ge
მონაცემებიბაზები, სერვერი ფონზე, დრო, ავტომატური ბექაფი, განულება, სარეზერვო ფაილი, თემაბაზები, ბექაპი
ბუღალტერიაორგანიზაცია, ანგარიშთა გეგმა, ანალიტიკა, პერიოდები, საწყისი ნაშთები, წვდომა და სხვ.ბუღალტერია

ჩანართი „ბუღალტერია“ ჩანს, როცა ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის). ბარათები „ბაზები“ და „ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა“ მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაში ჩანს.

მუქი თემა

ზედა ზოლის მთვარის ღილაკი რთავს მუქ თემას, მზის ღილაკი — ღიას. პირველ გაშვებაზე პროგრამა Windows-ის პარამეტრს მიჰყვება; შემდეგ არჩეული თემა ამ კომპიუტერზე ინახება. იგივე გადამრთველია „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „თემა“.

მიმოხილვა მუქ თემაში
მიმოხილვა მუქ თემაში

სრული ეკრანი

შესვლის შემდეგ პროგრამა მთელ ეკრანს იკავებს. F11 სრულ ეკრანს რთავს და თიშავს. რომ პროგრამა სრულ ეკრანზე საერთოდ არ გაიხსნას, „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“ → „ეკრანი“ განყოფილებაში გამორთეთ „სრულ ეკრანზე გაშვება“.

კლავიატურის მალსახმობები

კლავიშისადრას აკეთებს
F2სალაროკურსორი საძიებო ველში
F9სალაროგადახდის ფანჯრის გახსნა (თუ ჩეკი ცარიელი არ არის)
Enterსალაროს საძიებო ველიპროდუქტის დამატება კოდით ან დასახელებით
1…9გადახდის ფანჯარაგადახდის სახის არჩევა (ნომერი წერია ღილაკზე)
Enterგადახდის ფანჯარააკრეფილი თანხის დამატება; თუ თანხა აკრეფილი არ არის — გადახდის დადასტურება
Enterშედეგის ფანჯარაახალი გაყიდვა
Escნებისმიერი ფანჯარაფანჯრის დახურვა
F11ყველგანსრული ეკრანი ჩართვა / გამორთვა

შტრიხკოდის სკანერი პროგრამისთვის „ძალიან სწრაფი კლავიატურაა“ — სალაროზე სკანირება ნებისმიერ მომენტში მუშაობს, ველზე დაჭერის გარეშე (თავი გაყიდვა).

შენიშვნა: პროგრამის ენა ქართულია. ენის, შრიფტის ზომის ან მასშტაბის ცალკე პარამეტრი არ არის — სენსორული ეკრანისთვის სალაროს „სალარო-აპარატი“ და „ტაჩ-სალარო“ ხედები თავისთავად დიდ ღილაკებს იყენებს.

პროგრამის დრო

ჩეკებისა და ანგარიშების თარიღი პროგრამის საათით იწერება, რომელიც ყოველ 30 წუთში ზუსტი დროის სერვერით მოწმდება (ნაგულისხმევად time.google.com) — ასე ჩეკი სწორ დროს ატარებს მაშინაც, როცა კომპიუტერის საათი ჩამორჩება. მდგომარეობა ჩანს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათში „დრო“: „პროგრამის დრო“, „კომპიუტერის საათი“ და „წყარო“. იქვე შეიძლება სხვა დროის სერვერის ჩაწერა („შენახვა და შემოწმება“), ხელით „შემოწმება“ ან შემოწმების „გამორთვა“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.