ბუღალტერიის მოდული (მოკლედ)
Activi Fast-ში ჩაშენებული ბუღალტერია: ავტომატური გატარებები გადახდილ შეკვეთებზე, დაბრუნებებზე, ინგრედიენტების ჩამოწერაზე, მიღებასა და ხარჯებზე; მენიუს გვერდები, პირველი დაყენება, RS.ge ზედნადებები და დაკავშირება Activi ბუღალტერიასთან.
Activi Fast-ში ჩაშენებულია ბუღალტერია (ორმაგი ჩანაწერი). ყოველი გადახდილი შეკვეთა (კიოსკის ჩათვლით), დაბრუნება და გაუქმება, ინგრედიენტების ჩამოწერა (თვითღირებულება — ჩეკის ხაზის ზუსტი ჩამოწერით), „მარაგში“ მიღება, საწყობის დოკუმენტი, ხარჯი, ნაღდის შემოტანა/გატანა და მომწოდებლის გადახდა თავისით ტარდება.
ეს თავი მოკლე მიმოხილვაა; სრული აღწერა — Activi ბუღალტერია.
როდის ჩანს
მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“ ჩანს საცდელ პერიოდში — ყოველთვის; ლიცენზიით — თუ მასში შედის მოდული „ბუღალტერია“; თანამშრომელს — უფლებით „ბუღალტერია: ნახვა“.
პირველი დაყენება
პირველად გახსნისას გვერდი „ბუღალტერია“ გთავაზობთ „ორგანიზაციის დაყენებას“: ორგანიზაციის სახე, დასახელება და ს/კ, დღგ, მეორე საბაზო ვალუტა, თვითღირებულების მეთოდი (ნაგულისხმევად „საშუალო შეწონილი“), აღრიცხვის დაწყების თარიღი, ანგარიშთა გეგმა → „დაყენება“.

რჩევა: ბუღალტერია დააყენეთ პირველ გაყიდვამდე ან ბუღალტერთან შეთანხმებით — დაწყების თარიღი და ანგარიშთა გეგმა მთელ აღრიცხვას განსაზღვრავს.
მენიუს გვერდები
| გვერდი | მოკლედ |
|---|---|
| ბუღალტერია | მიმოხილვა |
| რეალიზაცია, შესყიდვები | გაყიდვებისა და შესყიდვების ჟურნალები |
| სამეურნეო ოპერაციები | ბუღალტრული დოკუმენტები |
| ფული: სალარო და ბანკი | ნაღდი და საბანკო ოპერაციები |
| ჟურნალი (გატარებები) | ყველა გატარება |
| კონტრაგენტები და ვალები, მარაგები, ძირითადი საშუალებები | აღრიცხვა |
| ხელფასი და დივიდენდი, კრედიტები, წარმოება | ხელფასი ეთითება თანამშრომლის ბარათში |
| გადასახადები და RS.ge | დღგ, ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები |
| ანგარიშგება, ვალუტა და კურსები, სერვისების ჩაბმა | ანგარიშგება და სხვა Activi პროგრამების მიერთება |
ბუღალტერიის პარამეტრები — „პარამეტრები“ → ჩანართი „ბუღალტერია“.

RS.ge ზედნადებები
„გადასახადები და RS.ge“ → „RS.ge დოკუმენტები“ → პერიოდი → „გადმოწერა RS.ge-დან“ → „მიღებული“ → ზედნადები → (საჭიროებისას „დადასტურება“) → „მარაგში შეტანა“: საქონელი ემატება ბარათებს (შტრიხკოდით, მომწოდებლის კოდით ან ზუსტი დასახელებით; თუ ვერ მოიძებნა — ახალი ბარათი), თვითღირებულება საშუალო შეწონილით, თანხა — მომწოდებლის ვალად.

ყურადღება: ზედნადებიდან შექმნილი ახალი ბარათი ჩვეულებრივი პროდუქტია და სალაროსა და კიოსკზე გამოჩნდება. თუ ეს ინგრედიენტია (მაგ. „კარტოფილი ფრი გაყინული 2,5კგ“), გახსენით ბარათი, მონიშნეთ „საწყობის ინგრედიენტია…“ და კატეგორია „ინგრედიენტები“. უმჯობესია თქვენი ინგრედიენტის სახელი მომწოდებლის დასახელებას დაამთხვიოთ.
Activi ბუღალტერია სხვა კომპიუტერზე
ბუღალტერს შეუძლია Activi Fast-ის ბუღალტერია თავისი Activi ბუღალტერიიდან წაიკითხოს (მხოლოდ წაკითხვით): „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ბუღალტერიასთან დაკავშირება“ → „კოდის მიღება“ (10 წუთი; ადგილს არ იკავებს), ბუღალტერი კი — „სერვისების ჩაბმა“ → „პროგრამის დაკავშირება“.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.