სამზარეულოს ეკრანი (KDS): სადგურები, „გამზადდა“, ექსპო და გაცემა, ფერები და ტალონები
Activi Fast-ის სამზარეულოს ეკრანი: სადგურები (გრილი, ფრი, სასმელები, აწყობა), პოზიციის მიბმა სადგურზე, შეკვეთის ბარათი დამატებებით და გამოკლებებით, ტაიმერი და ფერები, „გამზადდა“ და „მზადაა“, ექსპო და გაცემა, დაბრუნება, კლავიშები და bump bar, სადგურის ტალონები.
გადახდილი შეკვეთა მაშინვე ჩნდება სამზარეულოს ეკრანზე. ყოველი სადგური — გრილი, ფრიტიური, სასმელები — მხოლოდ თავის პოზიციებს ხედავს, ექსპო (გაცემა) კი მთელ შეკვეთას. როცა ყველა სადგური დაასრულებს, შეკვეთა ხდება „მზადაა“ და ნომერი ტაბლოზე გადადის.
სამზარეულოს ეკრანი ორნაირად იხსნება:
- პროგრამის შიგნით — გვერდი „სამზარეულო / გაცემა“ (ნებისმიერ როლს); ამ შემთხვევაში კომპიუტერი ლიცენზიის სამუშაო ადგილს იკავებს;
- კედლის ეკრანად — ცალკე ბმულით ან 6-ციფრიანი კოდით, შესვლის გარეშე და ლიცენზიის ადგილის გარეშე (თავი ტაბლო და ეკრანები).
ორივე ერთნაირად გამოიყურება და ერთნაირად მუშაობს.
სადგურები
ახალ ბაზაში უკვე არის ოთხი სადგური: „გრილი“, „ფრი / ფრიტიური“, „სასმელები“, „აწყობა“. მათი შეცვლა — „ეკრანები / ნომრები“ → ბარათი „სამზარეულოს სადგურები“ (ადმინისტრატორი, მენეჯერი):
- თითო ხაზზე: „სახელი“, „პრინტერი (IP)“ — სადგურის ქსელური პრინტერი (არასავალდებულო), „პორტი“ (ჩვეულებრივ 9100), „ქაღალდი“ (80 / 58 მმ), „ჩართული“.
- „+ სადგური“ — ახალი (მაგ. „პიცის ღუმელი“); ნაგვის ყუთი — წაშლა.
- „შენახვა“ — „სადგურები შეინახა“.

- წაშლილი სადგურის პოზიციები და კატეგორიები სადგურის გარეშე რჩება, მისი მოუმზადებელი ხაზები კი „მზადად“ ითვლება.
- გამორთული სადგური ეკრანზე ჩანართად აღარ ჩანს.
ყურადღება: 2.38-ში გამორთულ სადგურზე მიბმული პოზიციები მაინც იგზავნება ამ სადგურზე — ისინი ჩანს მხოლოდ „ექსპოში“ და „ყველაში“, და შეკვეთა „მზადაა“ არ გახდება, სანამ ექსპო მას ხელით არ დაასრულებს. სადგურის გამორთვამდე მისი პოზიციები სხვა სადგურზე გადაიტანეთ (თავი მენიუ).
სად მზადდება პოზიცია
- პოზიციის საკუთარი სადგური („კომბო / დამატებები“ → სვეტი „სადგური“, ან პროდუქტის ფორმაში ველი „სამზარეულო“);
- თუ არ აქვს — მისი კატეგორიის სადგური („კომბო / დამატებები“ → კატეგორიის თავში „სადგური:“);
- თუ არცერთი — პოზიცია „სალაროდან“ გაიცემა (ბოთლი მაცივრიდან, სოუსის პაკეტი): სამზარეულოს ეკრანზე ის მოსამზადებლად არ ჩნდება, ექსპოში კი ჩანს რუხად, ჯგუფში „სალარო“.
კომბო სამზარეულოში ნაწილებად მიდის: მთავარი (ჩიზბურგერი) — თავის სადგურზე, არჩეული გარნირი — ფრიტიურზე, სასმელი — სასმელებზე; თითოეულ ხაზს პატარად აწერია კომბოს სახელი („ჩიზბურგერ მილი“).
თუ შეკვეთაში მოსამზადებელი არაფერია (მაგ. მხოლოდ წყალი და სოუსი), ის გადახდისთანავე „გაცემულია“ — სამზარეულოს ეკრანზე და ტაბლოზე არ ჩნდება.
სადგურის ეკრანი

ზედა ზოლი: ჩანართები („ექსპო / გაცემა“, ყოველი ჩართული სადგური, „ყველა“), მრიცხველები („5 შეკვეთა · 6 პოზიცია“), „დაბრუნება“ (ბოლოს გამზადებულის ნომრით, მაგ. „#132“), ხმის ჩართვა/გამორთვა, სრული ეკრანი და საათი. არჩეული ჩანართი ამ ეკრანზე ინახება.
შეკვეთის ბარათი:
- კუთხეში — რიგითი ნომერი 1–9 (ამ ციფრის კლავიში ბარათს ასრულებს), შეკვეთის ნომერი, ტიპი და ტაიმერი გადახდიდან;
- შეკვეთის შენიშვნა — ყვითელი ზოლით (მაგ. მიტანის მისამართი);
- პოზიციები: რაოდენობა, დასახელება, კომბოს სახელი პატარად და მოდიფიკატორები:
- „+ ყველი“ — მუქი, სქელი შრიფტით (ფასიანი დამატება),
- ✕ „ხახვის გარეშე“ — წითლად,
- ● „სველი“ — ყვითლად (უფასო მითითება),
- ✎ „ერთი ცხარე“ — მოლარის შენიშვნა;
- ქვემოთ — სხვა სადგურების ნიშნები (მაგ. „ფრი / ფრიტიური“, „სასმელები“ — მწვანდება, როცა ის სადგური დაასრულებს), გადახდის დრო და ღილაკი „გამზადდა“.
ბარათები ლაგდება ლოდინის მიხედვით — ყველაზე ძველი პირველია. ეკრანი ყოველ 1,5 წამში ახლდება; ახალი შეკვეთის შემოსვლისას ისმის ორი მოკლე ბგერა.
ფერები
| ფერი | ნაგულისხმევად | რას ნიშნავს |
|---|---|---|
| მწვანე | 0 – 3 წუთი | ახალი შეკვეთა |
| ყვითელი | 3 – 6 წუთი | დრო გადის |
| წითელი (ტაიმერი ციმციმებს) | 6+ წუთი | დაგვიანებული |
ზღვრები იცვლება: „ეკრანები / ნომრები“ → ბარათი „სამზარეულოს ეკრანი“ → „ყვითელი — წუთის შემდეგ“, „წითელი — წუთის შემდეგ“ (წითელი ყვითელზე მეტი უნდა იყოს).

მომზადება
- ერთი პოზიცია მზადაა — შეეხეთ მის ხაზს: ის გადაიხაზება და ✓ დრო ჩაეწერება. შეცდომით? ხელახლა შეეხეთ — დაბრუნდება.
- სადგურის ნაწილი მზადაა — „გამზადდა“ (ან ბარათის ციფრი
1–9): ამ სადგურის ყველა პოზიცია მზადდება და ბარათი ამ ეკრანიდან ქრება — „#133 ✓“. - როცა ყველა სადგური დაასრულებს, შეკვეთა თავისით ხდება „მზადაა“ და ნომერი ტაბლოზე „მზადაა — მიიღეთ“ სვეტში გადადის.

„დაბრუნება“ (0 ან Backspace) აბრუნებს ბოლოს გამზადებულს (ბოლო 1 საათში): სადგურზე — ამ სადგურის ბოლო ნაწილს, ექსპოზე — ბოლოს გაცემულ შეკვეთას (ის ისევ „მზადაა“ ხდება).
ფრიტიური და სასმელები ხედავენ თავიანთ ნაწილს იმავე შეკვეთებიდან:


ექსპო / გაცემა
ჩანართი „ექსპო / გაცემა“ იმ ადამიანისთვისაა, ვინც შეკვეთას აწყობს და კლიენტს აძლევს:
- თითო ბარათზე — მთელი შეკვეთა სადგურებად დაჯგუფებული (მზა სადგური ✓ მწვანედ) და მომზადების ზოლი;
- ღილაკი „მზადაა“ (ან
1–9) — შეკვეთა მთლიანად მზადდება, ყველა სადგურის დაუსრულებელი ხაზით; - მარჯვნივ — „მზადაა — გასაცემი“: მზა ნომრები, რამდენი ხანია მზადაა, ღილაკი „გაცემულია“ (ან
Shift+1…9). გაცემული ნომერი ტაბლოდან და სალაროს ზოლიდან ქრება.

ჩანართი „ყველა“ ექსპოსავით აჩვენებს ყველა შეკვეთას, მაგრამ მზა შეკვეთების სვეტის გარეშე.
„მზადაა“ მხოლოდ ექსპოს დადასტურებით
თუ ჩართულია „„მზადაა“ მხოლოდ ექსპოს (აწყობის) დადასტურებით“, სადგურების დასრულება შეკვეთას აღარ ხდის „მზადაა“-დ — ნომერი ტაბლოზე მხოლოდ მაშინ გადავა, როცა ექსპო „მზადაა“-ს დააჭერს. ეს გამოადგება, თუ შეკვეთას ცალკე ადამიანი ამოწმებს და პარკში აწყობს.
ხმა, სრული ეკრანი, კავშირი
- ხმის ღილაკი რთავს/თიშავს ახალი შეკვეთის ბგერას (ამ ეკრანზე ინახება). ბრაუზერი ხმას ზოგჯერ ეკრანზე პირველ შეხებამდე არ უშვებს — დილით ერთხელ შეეხეთ ეკრანს.
- სრული ეკრანი — ღილაკი ზოლში.
- ქსელის გაწყვეტისას ჩნდება წითელი ზოლი „კავშირი დაიკარგა — ვცდილობ ხელახლა…“; ეკრანი არ ცარიელდება და კავშირის აღდგენისას თავისით გრძელდება.
- 14 საათზე ძველი შეკვეთები ეკრანიდან თავისით ქრება.
სადგურის ტალონები (პრინტერი)
ეკრანის გარდა (ან მის ნაცვლად) შეიძლება ტალონი დაიბეჭდოს სადგურის პრინტერზე: ჩართეთ „ტალონის ბეჭდვაც სადგურის პრინტერზე“ და სადგურს მიუთითეთ IP. სალაროდან გადახდისას თითოეული სადგური, რომელსაც პრინტერი აქვს, თავის პოზიციებს ბეჭდავს:


ტალონზე: სადგური, შეკვეთის ნომერი და ტიპი, თარიღი და დრო, პოზიციები რაოდენობით და ქვემოთ — დამატებები და შენიშვნა.
შენიშვნა: 2.38-ში ტალონს ბეჭდავს სალაროს კომპიუტერი გადახდის შემდეგ — კიოსკის შეკვეთებზე ტალონი არ იბეჭდება; ტალონის ბოლოში დაბეჭდილი „#7“ პროგრამის შიდა ნომერია და არა შეკვეთის ნომერი; ტალონი ჩეკის პრინტერის ქაღალდის სიგანით იხატება (სადგურის „ქაღალდი“ არ გამოიყენება); სადგურის სატესტო ბეჭდვის ღილაკი Activi Fast-ში არ არის. ბეჭდვის შეცდომისას სალაროში ჩანს „სამზარეულოს პრინტერი: …“ — შეკვეთა სამზარეულოს ეკრანზე მაინც ჩანს.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.