Activi
Activi Fast · თავი 15

ანგარიშები: მიმოხილვა, შეკვეთების ანალიზი, მომზადების დრო, მოგება და ინვოისები

Activi Fast-ის ანალიტიკა: დღის მიმოხილვა, „შეკვეთების ანალიზი“ — შეკვეთები საათებით, მომზადების საშუალო დრო სადგურებზე, შეკვეთის ტიპები, კომბოები და გაყიდვადი პოზიციები; „ანგარიშები“ — შემოსავალი, თვითღირებულება, მოგება, ხარჯები; ჩამოტვირთვა და ინვოისები.

ანალიტიკა სამ გვერდზეა (ადმინისტრატორი და მენეჯერი); თვითღირებულება და მოგება ჩანს უფლებით „თვითღირებულება და მოგება“.

რა გაინტერესებთსად ნახოთ
დღეს როგორ მიდისმიმოხილვა
პიკის საათები, მომზადების დრო, კომბოები, ტიპებიშეკვეთების ანალიზი
შემოსავალი, მოგება, ხარჯები, კატეგორიები, მოლარეებიანგარიშები
ცალკეული შეკვეთა და მისი დროშეკვეთები (თავი შეკვეთები და გაცემა)
ნაღდი სალაროში, X/Zსალაროს დახურვა

მიმოხილვა

მიმოხილვა: დღევანდელი შემოსავალი, ჩეკები, საშუალო ჩეკი, მოგება, 14 დღის გრაფიკი, გადახდის მეთოდები, ბოლო გაყიდვები, ტოპ პროდუქცია, მარაგი იწურება
მიმოხილვა: დღევანდელი შემოსავალი, ჩეკები, საშუალო ჩეკი, მოგება, 14 დღის გრაფიკი, გადახდის მეთოდები, ბოლო გაყიდვები, ტოპ პროდუქცია, მარაგი იწურება
  • ფილები (გუშინდელთან შედარებით): „დღევანდელი შემოსავალი“, „ჩეკები“, „საშუალო ჩეკი“, „მოგება (დღეს)“;
  • „შემოსავალი · ბოლო 14 დღე“, „გადახდის მეთოდები · დღეს“, „ბოლო გაყიდვები“, „ტოპ პროდუქცია · 30 დღე“, „მარაგი იწურება“;
  • ღილაკი „სალაროს გახსნა →“.

შენიშვნა: „ტოპ პროდუქციაში“ ერთი პოზიცია სხვადასხვა არჩევანით ცალ-ცალკე ჩანს (მაგ. „ჩიზბურგერ მილი (კარტოფილი ფრი M, …)“) და „მარაგი იწურებაში“ — რეცეპტიანი პოზიციებიც „0 ც“-ით. პოზიციების ზუსტი რეიტინგი ნახეთ „შეკვეთების ანალიზში“.

შეკვეთების ანალიზი

გვერდი „შეკვეთების ანალიზი“ (სათაური — „სწრაფი კვების ანგარიშები“) — სწრაფი კვების საკუთარი ანგარიში. პერიოდი: „დღეს“ (ნაგულისხმევი), „7 დღე“, „30 დღე“, „ეს თვე“, „3 თვე“, „წელი“ ან თარიღები.

შეკვეთების ანალიზი 7 დღეზე: 312 შეკვეთა, 4 801,00 ₾, საშუალო ჩეკი 15,39 ₾, მომზადების საშ. დრო 3:52; შეკვეთები საათებით, სადგურები, ტიპები, კომბოები, გაყიდვადი პოზიციები
შეკვეთების ანალიზი 7 დღეზე: 312 შეკვეთა, 4 801,00 ₾, საშუალო ჩეკი 15,39 ₾, მომზადების საშ. დრო 3:52; შეკვეთები საათებით, სადგურები, ტიპები, კომბოები, გაყიდვადი პოზიციები
ბლოკირას აჩვენებს
შეკვეთები, შემოსავალი, საშუალო ჩეკიგადახდილი და დაუბრუნებელი შეკვეთები; ფასდაკლების ჯამი
მომზადების საშ. დროგადახდიდან „მზადაა“-მდე — საშუალო და მაქსიმუმი (შეკვეთები, რომლებშიც მოსამზადებელი იყო)
შეკვეთები საათების მიხედვითროდის არის რიგი — როდის დააყენოთ მეორე ადამიანი გრილზე
მომზადების დრო სადგურებზეთითო სადგური: საშუალო დრო გადახდიდან ამ სადგურის ბოლო პოზიციამდე, შეკვეთების რაოდენობა, მაქსიმუმი
შეკვეთის ტიპებიადგილზე / წასაღები / მიტანა (და „კიოსკი“ ცალკე) — რაოდენობა, თანხა, წილი
კომბოებირომელი კომბო რამდენჯერ გაიყიდა და რა თანხით
ყველაზე გაყიდვადიპოზიციები (კომბოს გარეშე) რაოდენობით
შემოსავალი დღეების მიხედვითრამდენიმედღიან პერიოდზე

ღილაკი „Excel“ ჩამოტვირთავს ანგარიშს CSV ფაილად (activi-fast_…csv), რომელიც Excel-ში იხსნება.

რჩევა: მომზადების დრო სწორად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა სამზარეულო „გამზადდა“ / „მზადაა“-ს მაშინვე აჭერს, როცა კერძი მზადაა. თუ ღილაკებს მოგვიანებით, „პაკეტურად“ აჭერენ, დრო გაიზრდება.

კომბოში შემავალი ნაწილები (კომბოს ფრი, სასმელი) „ყველაზე გაყიდვადში“ ცალკე არ ითვლება — ისინი კომბოს გაყიდვაშია.

ანგარიშები

გვერდი „ანგარიშები“ („შემოსავალი, მოგება და გაყიდვების ანალიტიკა“) — იგივე, რაც Activi-ის ყველა პროგრამაში: ფილები „შემოსავალი“, „თვითღირებულება“ (რეცეპტებიდან, ყოველი ჩეკის ხაზის ზუსტი ჩამოწერით), „მთლიანი მოგება“, „ხარჯები“, „წმინდა მოგება“, „დღგ“; გრაფიკი დღეებით, კატეგორიები, გადახდის მეთოდები, „მოლარეები“ (ვინც გადახდა მიიღო; კიოსკის ბარათით გადახდილი — მოლარის გარეშე) და „ტოპ 15 პროდუქტი“ მარჟით.

ანგარიშები 30 დღეზე
ანგარიშები 30 დღეზე

„Excel“ ჩამოტვირთავს ანგარიშს CSV-ად; სიები სხვა გვერდებიდანაც ჩამოიტვირთება („ჩეკები“, „მარაგი“).

ინვოისები

„ინვოისები“ — ინვოისი კომპანიისთვის (მაგ. ოფისის სადილის შეკვეთა): ქართულად, ინგლისურად ან რუსულად, ვალუტით GEL, USD, EUR, GBP ან RUB. ინვოისის სტრიქონები თავისუფალი ტექსტია — ის ჩეკს, საწყობს და ბუღალტერიას არ ცვლის; თვითონ შეკვეთა სალაროში ჩვეულებრივ გაატარეთ.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.