Activi
Activi Fast · თავი 16

თანამშრომლები: მოლარეები, სამზარეულოს ანგარიში, უფლებები და პაროლები

თანამშრომლების მართვა Activi Fast-ში: ადმინისტრატორი, მენეჯერი და მოლარე, ახალი მოლარე, სამზარეულოს ანგარიში და კედლის ეკრანი ანგარიშის გარეშე, წვდომის შეზღუდვა, ინდივიდუალური უფლებები, პაროლის შეცვლა და აღდგენა.

თითოეული თანამშრომელი საკუთარი სახელითა და პაროლით შედის — ასე ჩეკზე, „ჩეკებში“ და ანგარიშებში ჩანს, ვინ მიიღო გადახდა. თანამშრომლებს მართავს მხოლოდ ადმინისტრატორი, გვერდზე „თანამშრომლები“.

თანამშრომლები: როლი, ჩეკების რაოდენობა, სტატუსი
თანამშრომლები: როლი, ჩეკების რაოდენობა, სტატუსი

როლები

როლირა შეუძლია
ადმინისტრატორიყველაფერი, თანამშრომლებისა და პარამეტრების ჩათვლით
მენეჯერიყველაფერი თანამშრომლებისა და პარამეტრების გარდა: მენიუ, კომბოები, ეკრანები და ნომრები, საწყობი, ხარჯები, ანგარიშები, დაბრუნებები
მოლარესალარო, სამზარეულო / გაცემა, შეკვეთები, ჩეკები, სალაროს დახურვა

საწყისი ანგარიშები: admin / 1111, manager / 2222, cashier / 3333.

ახალი მოლარე

  1. „ახალი თანამშრომელი“.
  2. „სახელი, გვარი“ — როგორ ჩანს ჩეკზე („მოლარე: …“) და ანგარიშებში.
  3. „მომხმარებლის სახელი“ — ლათინურად (მაგ. ana), უნიკალური.
  4. „პაროლი“ — მაგ. ციფრული კოდი.
  5. „როლი“ — „მოლარე“.
  6. სურვილისამებრ — „ხელფასი — ბრუტო თვეში (₾)“ და „საპენსიო სქემის მონაწილე (2% + 2%)“ (ბუღალტერიისთვის).
  7. „შენახვა“.
მოლარის ფორმა: როლი „მოლარე“, ხელფასი, წვდომა და ინდივიდუალური უფლებები
მოლარის ფორმა: როლი „მოლარე“, ხელფასი, წვდომა და ინდივიდუალური უფლებები

სამზარეულოს ეკრანი: ანგარიშით თუ მის გარეშე

სამზარეულოს ეკრანისთვის ანგარიში საჭირო არ არის — კედლის ეკრანი კოდით ან ბმულით იხსნება და ლიცენზიის ადგილს არ იკავებს (თავი ტაბლო და ეკრანები). ეს რეკომენდებული გზაა.

თუ მაინც გინდათ, რომ სამზარეულოს კომპიუტერი პროგრამაში შედიოდეს (ის ადგილს დაიკავებს):

  1. „ახალი თანამშრომელი“ → „სამზარეულო“, kitchen, პაროლი, როლი „მოლარე“.
  2. ჩართეთ „წვდომის შეზღუდვა კონკრეტულ განყოფილებებზე“ და მონიშნეთ მხოლოდ „სამზარეულო / გაცემა“.
  3. „შენახვა“.
სამზარეულოს ანგარიში: წვდომა მხოლოდ „სამზარეულო / გაცემა“
სამზარეულოს ანგარიში: წვდომა მხოლოდ „სამზარეულო / გაცემა“

წვდომა და ინდივიდუალური უფლებები

„წვდომის შეზღუდვა კონკრეტულ განყოფილებებზე“ — მონიშნეთ გვერდები, რომლებიც თანამშრომელს უნდა უჩანდეს; „ჩემი პროფილი“ ყოველთვის ჩანს. შეზღუდვა როლზე მეტს ვერ მისცემს.

„ინდივიდუალური უფლებები“ — გამორთულ მდგომარეობაში თანამშრომელს როლის უფლებები აქვს; ჩართვისას შეგიძლიათ შეცვალოთ:

უფლებაადმინ. / მენეჯერიმოლარე (ნაგულისხმევად)Activi Fast-ში რას ხსნის
ფასდაკლება გაყიდვისას✓✓ღილაკი „ფასდაკლება“ სალაროში
გაყიდვის დაბრუნება✓—„დაბრუნება“ ჩეკებში; გადახდილი შეკვეთის „გაუქმება და დაბრუნება“
შეკვეთის / ჯავშნის გაუქმება✓✓კიოსკის გადაუხდელი შეკვეთის გაუქმება
დღის გახსნა / დახურვა✓✓„დღის დახურვა“ (Z), ფისკალური X/Z
ნაღდის შემოტანა / გატანა✓✓ნაღდის მოძრაობა, მომწოდებლის გადახდა
თვითღირებულება და მოგება✓—თვითღირებულება, მარჟა და მოგება
ჩანაწერების წაშლა✓—პროდუქტის, ხარჯის, დოკუმენტის დრაფტის წაშლა
ბუღალტერია: …✓—ბუღალტერიის გვერდები

შენიშვნა: გადადებული შეკვეთის წაშლა, „გაცემულია“, „მზადაა“ და სამზარეულოს ეკრანი ყველა თანამშრომელს შეუძლია — ცალკე უფლება არ სჭირდება.

ანგარიშის გამორთვა და ბლოკის მოხსნა

  • „ანგარიში აქტიურია“ გამორთვა შესვლას კრძალავს; ჩეკები და ისტორია რჩება. თანამშრომლის წაშლა შეუძლებელია.
  • 5 არასწორი პაროლის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება — „ბლოკის მოხსნა“.

ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა

ზედა ზოლში თქვენს სახელზე დაჭერით → „ჩემი პროფილი“ → „პაროლის შეცვლა“: მიმდინარე პაროლი, ახალი პაროლი, გამეორება → „პაროლის შეცვლა“. ბარათში „აქტიური სესიები“ ჩანს, სად ხართ შესული; „სხვების გათიშვა“ ყველა სხვა სესიას ხურავს.

ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა და აქტიური სესიები
ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა და აქტიური სესიები

დაინსტალირებულ პროგრამაში ყოველი გაშვებისას ხელახლა შედიხართ; ბრაუზერით — სესია 7 დღის უმოქმედობის შემდეგ იხურება. თუ ერთ სალაროზე ცვლაში ორი მოლარე მუშაობს, თითოეული საკუთარი სახელით: ცვლის ბოლოს — „გასვლა“. ეკრანის ავტომატური დაბლოკვა პროგრამაში არ არის.

დავიწყებული პაროლი

  • თანამშრომელს: ადმინისტრატორი → „თანამშრომლები“ → რედაქტირება → „ახალი პაროლი“ → „შენახვა“.
  • ადმინისტრატორს: Activi-ის მხარდაჭერას აქვს ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ ადმინისტრატორის პაროლს აბრუნებს 1111-ზე (Activi Fast-ის ბაზისთვის — reset-admin.bat data-cloudfast, პროგრამის დახურვის შემდეგ, მთავარ კომპიუტერზე); მანამდე ბაზის ასლი ინახება. დაუკავშირდით მხარდაჭერას (თავი დახმარება).

ყურადღება: „ბაზის სრული განულება“ პაროლის აღდგენის გზა არ არის — ის ყველა მონაცემს შლის.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.