Activi
Activi Fast · თავი 17

რეკვიზიტები, ჩეკის პრინტერი, ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალი და ფისკალური აპარატი

მოწყობილობების გამართვა Activi Fast-ში: ობიექტის რეკვიზიტები და ჩეკის ტექსტი, ჩეკის პრინტერი (USB, ქსელური, Windows), ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალები (ხელით და ინტეგრირებული, კიოსკისთვის), ფისკალური აპარატი Daisy, RS.ge, სადგურების პრინტერები.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“-ში (ადმინისტრატორი). სადგურების პრინტერები — „ეკრანები / ნომრები“ → „სამზარეულოს სადგურები“ (თავი სამზარეულოს ეკრანი).

რეკვიზიტები

„პარამეტრები“ → „მაღაზია“:

  • „მაღაზიის დასახელება“, „მისამართი“, „ტელეფონი“, „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“ — ჩეკის თავში; დასახელება ტაბლოსა და კიოსკზეც ჩანს;
  • „დღგ-ს გადამხდელი“, „დღგ-ს განაკვეთი (%)“;
  • „ჩეკის ბოლო ტექსტი“ (მაგ. „გმადლობთ! შეკვეთას ნომრით გამოგიძახებთ“);
  • „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“;
  • „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ (თავი სალაროს დახურვა);
  • „მხარდაჭერის კონტაქტები“ — ჩანს დაბლოკვის ეკრანზე.

მარჯვნივ — „ჩეკის პრევიუ“. შეცვლის შემდეგ — „შენახვა“.

პარამეტრები → მაღაზია: რეკვიზიტები, დღგ, ჩეკის ტექსტი და პრევიუ
პარამეტრები → მაღაზია: რეკვიზიტები, დღგ, ჩეკის ტექსტი და პრევიუ

შენიშვნა: იმავე ბარათის „გადახდის მეთოდები“ Activi Fast-ის სალაროზე არ მოქმედებს — სალარო ყოველთვის „ნაღდს“ და „ბარათს“ გთავაზობთ (თავი გადახდა და ჩეკი).

„სალაროს ვიზუალი“-დან Activi Fast-ისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“; სალაროს განლაგებები მაღაზიის სალაროსთვისაა და სწრაფი კვების სალაროს არ ცვლის.

სალაროს ვიზუალი
სალაროს ვიზუალი

ჩეკის პრინტერი

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ჩეკის პრინტერი“ → „ბეჭდვის რეჟიმი“:

რეჟიმიროგორ ბეჭდავსროდის
USB თერმული (პირდაპირ)პირდაპირ (ESC/POS), ფანჯრის გარეშე; „პრინტერი“ — Windows-ის პრინტერიUSB პრინტერი სალაროს კომპიუტერზე
ქსელური (IP)ქსელით: „IP მისამართი“, „პორტი“ (9100)Ethernet / Wi-Fi პრინტერი; სალარო ტაბლეტზე (ბრაუზერით)
Windows-ის დრაივერითWindows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე, ბეჭდვის ფანჯრითჩვეულებრივი პრინტერი

USB და ქსელურში: „ქაღალდის სიგანე“ (58 / 80 მმ), „ჩეკის ავტომატური მოჭრა“, „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“, „ტესტური ბეჭდვა“, „უჯრის გახსნა“ → „შენახვა“.

ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში
ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში

რჩევა: USB და ქსელური რეჟიმი ქართულ ტექსტს და შეკვეთის დიდ ნომერს სურათად ბეჭდავს — ჩეკი ნებისმიერ თერმულ პრინტერზე სწორად გამოჩნდება. სადგურების ტალონი იმავე „ქაღალდის სიგანით“ იხატება.

ფულის უჯრა (USB ან ქსელურ რეჟიმში, მონიშნული „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“) იხსნება ნაღდით გადახდილი ჩეკის ავტომატური ბეჭდვისას; ხელახლა ბეჭდვისას — არა; ხელით — „უჯრის გახსნა“.

ბარათის ტერმინალები

ბარათი „გადახდის ტერმინალები“ → „ტერმინალის დამატება“:

  • „ტიპი“: „ხელით (ცალკე მდგარი)“ — თანხას მოლარე ტერმინალზე კრეფს და პროგრამაში ადასტურებს; „ინტეგრირებული“ — თანხა ტერმინალზე თავად მიდის;
  • „ბანკი“: საქართველოს ბანკი (BOG), თიბისი (TBC), კრედო, ლიბერთი, სხვა ან „სიმულატორი (ტესტი)“;
  • „დასახელება“, „აქტიური“.

ინტეგრირებულისთვის: „აპარატის მოდელი“, „კავშირი“ (IP, COM ან DualConnector), „კავშირის შემოწმება“, „ტესტი 1 ₾“; DualConnector-ზე — „დღის დახურვა (ტერმინალი)“, „მოკლე ანგარიში“, „ბოლო ქვითრის ასლი“.

ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG
ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG

ყურადღება: კიოსკი ბარათს იღებს მხოლოდ ინტეგრირებული ტერმინალით და ყოველთვის სიაში პირველი ჩართული ტერმინალით. კიოსკისთვის ინტეგრირებული ტერმინალი სიაში პირველი დადეთ, ან გამორთეთ „კიოსკზე ბარათით გადახდა“ (თავი კიოსკი).

ფისკალური აპარატი

ბარათი „ფისკალური აპარატი“: „აპარატი“ (Daisy Expert, Daisy Expert SX, სხვა), „კავშირი“ (COM ან IP), „ოპერატორი“ და პაროლი, „კავშირის შემოწმება“, ჩართეთ „ფისკალური ბეჭდვა ჩართულია“ → „შენახვა“.

ფისკალური აპარატი
ფისკალური აპარატი

ჩართვის შემდეგ სალაროდან გადახდილი ყოველი შეკვეთა აპარატზე იგზავნება, „ჩეკებიდან“ დაბრუნებისას — ფისკალური დაბრუნება. „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“ — აპარატის საკუთარი ანგარიშები. კიოსკის შეკვეთები 2.38-ში აპარატზე არ იგზავნება (თავი კიოსკი).

ყურადღება: ფისკალური აპარატის პირველი ჩართვა გააკეთეთ Activi-ის მხარდაჭერასთან ერთად და შეამოწმეთ სატესტო ჩეკზე.

RS.ge

ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“, „შენახვა“, „კავშირის შემოწმება“. პაროლი დაშიფრული ინახება და სარეზერვო ფაილში არ გადადის. ზედნადებები — თავები საწყობი და ბუღალტერია.

RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები
RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.